საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლა

მშენებლობის სამაგისტრო პროგრამის აღწერა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მშენებლობის სამაგისტრო პროგრამის მიზანს წარმოადგენს მოამზადოს მაგისტრი, რომელსაც ექნება საინჟინრო დისციპლინების და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამის სპეციალიზაციებში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რათა წარმართოს მრავალმხრივი, კომპლექსური საქმიანობა და იმუშაოს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. მყარი საბაზისო ცოდნითა და დროის შესატყვისი უნარებით აღჭურვილი ადვილად შეძლებს დინამიკურად ცვალებად გარემოში ორიენტირებას და ამ გარემოსთან ადაპტაციას, გაცნობიერებული ექნება ახალი ორიგინალური იდეების შემუშავებისა და განხორციელების როლი.

მაგისტრანტს ექნება ცოდნა:

  • მშენებლობაში გამოყენებული თანამედროვე მასალებისა და ნაკეთობების შესახებ;
  • მათი თეორიული საფუძვლების შესახებ, რაც აუცილებელია ნაგებობებისა და კონსტრუქციების გაანგარიშებისათვის, ლითონის, ხის, ქვისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების კონსტრუირებისათვის;
  • ობიექტზე სამშენებლო პროცესების განხორციელების შესახებ;
  • შენობების აღჭურვის შესახებ წყალმომარაგების, წყალარინების, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით;
  • კვლევების დაგეგმვისა და დამოუკიდებლად განხორციელებისათვის.

სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - მშენებლობის ინჟინერიის მაგისტრი. სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი.

ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება

სამშენებლო სამაგისტრო პროგრამა დატვირთულია პრაქტიკული მეცადინეობებით. პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით. გარდა ამისა, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობები სტუდენტთა მცირე ჯგუფებში ტარდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

კურიკულუმი

მშენებლობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 122 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში: 

  • ინჟინერიის საერთო მოდული - მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: კვლევის მეთოდოლოგია, მონაცემთა ანალიზი, მათემატიკური მოდელირება, საინჟინრო გაზომვის თანამედროვე მეთოდები და სხვა.
  • სპეციალობის ძირითადი განათლება - მოდული მოიცავს მშენებლობის ინჟინერიასთან დაკავშირებულ ისეთ ძირითად საგნებს, როგორიცაა: სამშენებლო კონსტრუქციები, ტექნიკური მექანიკის გაძლიერებული კურსი, თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები, ფუძე-საძირკვლის პროექტი, ლითონის კონსტრუქციების პროექტი, რკინა-ბეტონის კონსტრუქციების პროექტი, ხის კონსტრუქციების პროექტი და სხვა.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები ნებისმიერი სხვა პროგრამის კურიკულუმიდან.

გარდა მოდულებისა, სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასა და დაცვას.

როგორ ჩავაბაროთ სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სამაგისტრო პროგრამაზე 2024 წელს?

2024-2025 სასწავლო წელს პროგრამაზე მიიღება 22 მაგისტრანტი.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდებზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს
  • სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას A2 (Pre-intermediate) დონეზე

მიღების პროცედურა

  • რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე (www.naec.ge)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • რეგისტრაცია აგრარული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 15 სექტემბრის ჩათვლით
  • გასაუბრება აგრარულ უნივერსიტეტში, სპეციალობის მიხედვით - 19 სექტემბერი 2024 წ, 15:00 სთ, აუდიტორია 318

შერჩევის კრიტერიუმები

მაგისტრანტობის კანდიდატის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის კოეფიციენტი არის 0, ხოლო აგრარული უნივერსიტეტის გასაუბრების კოეფიციენტი არის 100.

სწავლის საფასური

სამაგისტრო პროგრამაზე, 2024 წლის მიღების სწავლის საფასური არის წელიწადში 3350 ლარი.

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს 7 აკრედიტებულ პროგრამას:

  • ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა
  • ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა
  • მშენებლობის სამაგისტრო პროგრამა
  • ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა
  • მექანიკის ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები შედგენილია თანამედროვე საინჟინრო მოთხოვნების გათვალისწინებით, საერთაშორისო უნივერსიტეტების: მიჩიგანის (აშშ), მისურის (აშშ), კალიფორნიისა (აშშ) და მიუნხენის (გერმანია) უნივერსიტეტების პროგრამების ანალიზის საფუძველზე. 

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას/ამოცანას. გარდა ამისა, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობები სტუდენტთა მცირე ჯგუფებში ტარდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს კარგ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.

საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლას მჭიდრო კონტაქტები გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება ჩაერთონ თანამედროვე საერთაშორისო დონის კვლევებში.

დეკანი

Ზაზა Მეტრეველი

ზაზა მეტრეველი

პროფესორი; საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის დეკანი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორი

[email protected]

პროგრამის ხელმძღვანელი

Აკაკი Ფაღავა

აკაკი ფაღავა

პროფესორი; ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

[email protected]
Მამუკა Ბენაშვილი

მამუკა ბენაშვილი

ასოცირებული პროფესორი; მექანიკის ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

[email protected]
Დაჩი Ჯუგაშვილი

დაჩი ჯუგაშვილი

მშენებლობის პროგრამის ხელმძღვანელი; ლექტორი

[email protected]