მეცხოველეობის ინსტიტუტი

მეცხოველეობის ინსტიტუტი

მეცხოველეობის ინსტიტუტი აგრარულ უნივერსიტეტს შემოუერთდა 2011 წელს. ინსტიტუტი არის სამეცნიერო – სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანს წარმოადგენს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების საფუძველზე ახალი ინოვაციური ცოდნის შექმნა, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად. ინსტიტუტი უზრუნველყოფს ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის და არსებული ტექნოლოგოების გაუმჯობესების მეცნიერული კვლევის ორგანიზაციას, როგორც სასოფლო - სამეურნეო ცხოველთა სელექციის, მოშენების, ცხოველთა კვების, მოვლა-შენახვის ასევე მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების მიმართულებით.

ინსტიტუტის სამეცნიერო – კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტული საქმიანობა:

თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევის ანტიბიოტიკების ალტერნატიული საშუალებების მოძიება და ეფექტურობა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ანტიმიკრობული რეზისტენტობით გამოწვეული უარყოფითი შედეგები, როგორც ფრინველებში და ცხოველებში, ისე აქვაკულტურაში. გაუმჯობესდეს მეცხოველეობის ინდუსტრიაში ჩართული ცხოველების, ფრინველების და აქვაკულტურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან მიღებული სასურსათო პროდუქტების ხარისხი და რაოდენობა,ერთეული პროდუქციის წარმოებისას საკვების მაღალი ანაზღაურების უზრუნველყოფით.

ინსტიტუტის შემადგენლობაში ფუნქციონირებს საკვებწარმოების ლაბორატორია.

საკონტაქტო ინფორმაცია

ამროსი ჭკუასელი

სამედიცინო სოკოების მიცელიალური ბიომასის წარმოების ტექნოლოგიის შემუშავება ანტიბიოტიკების ალტერნატივად გამოსაყენებლად და ბროილერის ქათმების პროდუქტიულობის გამოსაზრდელად (2022 - 2024)

წარმოდგენილი საგრანტო პროექტი ხორციელდება აგრარული უნივერსიტეტის ორი ინსტიტუტის მეცხოველეობისა და მიკრობული ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ. აღნიშნული ინსტიტუტების მეცნიერები აერთიანებენ თავიანთ ცოდნას, გამოცდილებას და ძალისხმევას, პროექტის მიზნების მისაღწევად და დაგეგმილი ამოცანების შესასრულებლად. პროექტის პირველი იდეა არის მიცელიალური ბიომასის წარმოებისთვის, იაფი და კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიის შემუშავება, როგორც საკვები დანამატი ფრინველის ზრდის გასაუმჯობესებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და პათოგენური ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. პროექტის მეორე იდეაა, პირველად იქნას გამოყენებული კვების მრეწველობის რამდენიმე ნარჩენი (ლუდის წარმოების ნარჩენი, ხორბლის ქატო და ყურძნის გამონაწური), როგორც ზრდის სუბსტრაქტები მიცელიალური ბიომასის წარმოებისთვის და ამით აღმოიფხვრას ღირებული საკვები პროდუქტების ხარჯვა (სოკოს ნაყოფსხეულების და მარცვლის). პროექტის კიდევ ერთი სიახლე გულისხმობს გლიცერინისა და მზესუმზირის შროტის. როგორც ნახშირბადისა და აზოტის იაფი დამატებითი წყაროების გამოყენებას, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს მიცელიუმის სწრაფ და უხვ ზრდას. პროექტის მესამე იდეა არის მიცელიალური ბიომასის წარმოების ტექნოლოგიის შემუშავება მცენარეული ნედლეულის მყარფაზოვანი ფერმენტაციის (SSF) გზით. სამედიცინო სოკოების მიცელიალური ბიომასის წარმოების ტექნოლოგიის შემუშავების შემდეგ საბროილერო საწარმოში განხორციელდება მათი ტესტირება. სხვადასხვა სახეობის სოკოს ბიომასების გავლენა ბროილერის ზრდის მაჩვენებლებზე და პროდუქტიულობაზე.სოკოს ბიომასის დოზის გავლენა ბროილერის ზრდის მაჩვენებლებზე და პროდუქტიულობაზე. სოკოს ბიომასის და პრობიოტიკების გავლენა ბროილერის ზრდის მაჩვენებლებზე და პროდუქტიულობაზე.


ახალი ადსორბენტის ქართული ბენტონიტური თიხა „ასკაგელი“-ს გამოყენება კალმახის კვებაში (2022 - 2024)

მიუხედავად იმისა, რომ ასკანგელის გამოყენების ეფექტურობა შესწავლილია მეფრინველეობაში, როგორც მიკოტოქსინების ადსორბენტი, დღემდე შეუსწავლელია და სიახლეს წარმოადგენს მისი გამოყენების შესაძლებლობა აკვაკულტურაში (თევზის კვება), როგორც მიკოტოქსინების ბუნებრივი წარმოშობის ადსორბენტი. პროექტის აქტუალობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში თევზის საკვების მწარმოებელმა საწარმოებმა, როგორ უნდა გამოიყენონ მიკოტოქსინებით დაბინძურებული იაფფასიანი ნედლეული თევზის კვებაში, ისე, რომ საკვებიდან მიღებული ზარალი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი/შემცირებული, ხოლო საკვების ფასი ხელმისაწვდომი იყოს აკვაკულტურის სფეროში დასაქმებული ფერმერებისთვის. არსებული პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზაა ბუნებრივი ადსორბენტების გამოყენებით ნედლეულში არსებული მიკოტოქსინების ადსორბცია/შებოჭვა, რის საფუძველზეც მიღებული პროდუქცია უვნებელი გახდება. გარდა აღნიშნულისა, ბუნებრივი ადსორბენტების ინოვაციური დადებითი თვისებაა ამიაკის და მიკროფლორის სტაბილიზაცია თევზის გამისაზრდელ გარემოში (აუზი,ტბა), რის საფუზველზეც უმჯობესდება თევზის გამოსაზრდელი პირობები. ეს კი თავის მხრივ აუმჯობესებს წარმოებული თევზის ხორცის ხარისხს და რენტაბელურს ხდის წარმოებას. რაც მთავარია, ასეთნაირად წარმოებული თევზის ხორცი სრულად უვნებელი იქნება მომხმარებლისთვის. ამრიგად, წარმოდგენილი პროექტის კვლევის მიზანს წარმოადგენს , საქრთველოში არსებული ალუმინსილიკატური წარმოშობის ბენტონიტური თიხა ასკანგელის, როგორც მიკოტოქსინების ბუნებრივი ადსორბენტის გამოყენების ეფექტურობის შესწავლა აკვაკულტურაში - კალმახის კვებაში.


ანტიბიოტიკების შემცვლელი სპორაწარმომქნელი Bscillus-ის ახალი ბრობიოტიკები ფრინველის და ბოცვრის კვებაში (2019 - 2020)

ტრადიციულად ქათმის და ბოცვრის ბროილერის ხორცის წარმოებისას ტეტრაციკლინი, ამოქსიცილინი, პენიცილინი, ბაციტრაცინი და სხვა ანტიბიოტიკების გამოყენება მიღებულია, როგორც პრევენციური ანტიმიკრობული და ზრდის სტიმულიატორი, თუმცა ანტიბიოტიკების გამოყენებამ თავის მხრივ გამოიწვია არა მარტო მულტიანტიბიოტიკური პრეპარატების მიმართ რეზისტენტული პათოგენების წარმოშობა, არამედ როგორც ცხოველებში ასევე ფრინველებში აუცილებელი მიკროფლორის და იმუნური ფუნქციის დაქვეითება, ამას მოჰყვა წარმოების დანაკარგები და საერთო ხარჯების ზრდა 10-15%-ით. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის პოტენციურმა ტრანსფერმა ცხოველებიდან ადამიანშიც შეაღწია. ამ პრობლემის გამო, ანტიბიოტიკების, როგორც ზრდის სტიმულიატორის გამოყენება აიკრძალა ევროპასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. გამომდინარე აქედან, სავალდებულო გახდა ანტიბიოტიკების ჩანაცვლება სხვა ეფექტური საშუალებებით. მართლაც, პრობიოტიკების გამოყენება, როგორც ცხოველის ორგანიზმსა და პათოგენებს შორის ბუნებრივი დამცავი ბარიერის წარმომქნელი მიკროორგანიზმები, გახდა ყველაზე რეალური ბუნებრივი ალტერნატივა კუჭ-ნაწლავის ტრადიციული ანტიბიოტიკური თერაპიისა, რაც ხელს უწყობს ცხოველის პროდუქტიულობასა და პროდუქციის უვნებლობას. პროექტის ფარგლებში, ანტიბიოტიკების ალტერნატივად ბროილერის და ბოცვრის კვებაში, გამოცდილ იქნა აგრარული უნივერსიტეტის მიკრობული ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ შექმნილი ადგილობრივ აგროინდუსტრიულ ნარჩენებზე დამზადებული სპორაწარმომქნელი ახალი პრობიოტიკები B.subtilis -ის და B.amyloliquefaciens. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გაიტესტა რა აღნიშნული საკვები დანამატები სხვადახვა დოზით, დადგენილ იქნა, რომ ადგილობრივ აგროინდუსტრიულ ნედლეულზე დამზადებული ახალი სპორაწარმომქნელი პრობიოტიკების Bacillus subtilis-0,04-ი დოზით და Bacillus amyloliquefaciens-ის 0,05%-ი დოზით გამოყენებამ დადებითად იმოქმედა როგორც ბროილერის, ისე ბოცვრის პროდუქტიულობაზე.


მიკოტოქსინების ახალი ადსორბენტის - ადგილობრივი ბენტონიტების გამოყენება ფრინველის კვებაში (2015 - 2017)

ბოლო წლებში, ცხოველთა და ფრინველთა საკვებ ულუფაში საკვები ინგრედიენტების მოკოტოქსინებით დაბინძურების მაჩვენებელმა 25% ს მიაღწია. აღნიშნული ნეგატიური გავლენის შესასუსტებლად უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევების დიდი ნაწილი მიკოტოქსინების ადსორბენტის მოძიებისა და გამოყენების ეფექტურობისკენაა მიმართული. ამ კუთხით სხვადასხვა სახის მყარი და თხევადი ფორმის სინთეზური გზით მიღებული ან ბუნებრივი ადსორბენტები გამოიყენება, რომელთა ზედაპირზე მიმდინარეობს მიკოტოქსინების ადსორბცია/შთანთქმა, რაც თავის მხრივ აფერხებს მათ გადასვლას ნაწლავის კედლებიდან სისხლში. ქიმიური ანალიზის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ საქართველოს დასავლეთ რეგიონში (გურია, ოზურგეთი) მოპოვებული ბენტონიტური თიხა იონთა მიმოცვლის მოქმედების ფართო სპექტრიდან გამომდინარე, ადსორბციის მაჩვენებლების და გაცვლითი ტევადობის მიხედვით მაღალი ხარისხის ადსორბენტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ ფრინველის კვებაში პირველად იქნა გამოყენებული მიკოტოქსინების ადსორბენტად ადგილობრივი ალუმინსილიკატური წარმოსობის ბენტონიტური თიხა - ასკანგელი, რომელმაც ეფექტურად ჩაანაცვლა საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული მიკრობული და ალუმინსილიკატური წარმოშობის მიკოტოქსინების ადსორბენტები. ყველაზე მაღალი ადსორბციის უნარი დაფიქსირდა იმ ჯგუფებში სადაც ბროილერის საკვებ ულუფაში დამატებული იყო 1,5-2,0% ასკანგელი. აღნიშნულ ჯგუფებში მაქსიმალურად შემცირდა ფრინველის საკვებად გამოყენებული , მიკოტოქსინებით დაბინძურებული საკვებიდან მიყენებული ზარალი, გაიზარდა ბროილერის ცოცხალი მასის დინამიკა, აბსოლუტური და დღეღამური წონამატი, ბროილერის მიერ საკვების ათვისება და კონვერსია.


გარემოსადმი ტოლერანტობისა და პროდუქტიულობის მაჩვენებლების მემკვიდრეობა და ცვალებადობა ავსტრალიურ მერძეულ ზებუსთან ადგილობრივი ძროხის ჰიბრიდიზაციისას (2014 - 2017)

მაღალპროდუქტიულ ცხოველს (სარძეო მეცხოველეობა) უმეტესწილად ინახავენ ბუნებრივ პირობებში ანუ როდესაც წლის უმეტეს პერიოდში ის უშუალო კავშირშია მუდმივ ცვალებად გარემოსთან. ასეთ პირობებში, რძის წარმოების სექტორის განვითარების და მისი ეფექტურობის გადიდების ერთ-ერთი ყველაზე იაფი და მისაღები საშუალებაა გარემოსადმი ტოლერანტული და დაავადებებისადმი მაღალრეზისტენტული ცხოველის მოშენება: ამის კარგი გამოცდილება არსებებს მსოფლიოს სუბტროპიკული და ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში, სადაც პრობლემა ცხოველთა მომშენებლებმა მეტად ორიგინალურად გადაწყვიტეს: ერთის მხრივ ზებუს (Bos Taurus indicus) სიცხისადმი ტოლერანტობის და დაავადებებისადმი რეზისტენტობის და მეორე მხრივ ევროპული ჯიშების (Bos Taurus) პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალის უნარი ერთ ორგანიზმში გააერთიანეს. ადგილობრივ ძროხასთან ზებუსნაირი სარძეო ჯიშის, ავსტრალიური მერძეული ზებუს შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდების ბიოლოგიური თავისებურებები და მაღალი სამეურნეო ღირებულებები კომპლექსურად საქართველოში პირველად იქნა შეფასებული და დასაბუთებული.


ადგილობრივი ქათმის, კორნიშის ჯიშთან სამრეწველო შეჯვარებით სატაბაკე ბროილერის მიღება (2014 - 2016)

ადგილობრივი პოპულაციის ქათმებისთვის დამახასიათებელია გარემოსადმი მაღალი რეზისტენტობის უნარი, თუმცა ისინი გამოირჩევიან დაბალი მეხორცული პროდუქტიულობით. აღნიშნული თვისების გაუმჯობესება შესაძლებელია მათი შეჯვარებით ბროილერის მეხორცულ ჯიშთან, შედეგად მიღებულ იქნა ისეთი ნაჯვარი თაობა, რომელიც გაცილებით მაღალპროდუქტიულობით გამოირჩევა და გამოსაზრდელად ადვილია ფერმერულ საკარმიდამო მეურნეობის პირობებში. პირველად საქართველოში ადგილობრივი ქათმის დედლები შეჯვარებულ იქნა კორნისის ჯიშის მამლებთან, შედეგად გამოყვანილ იქნა სიცხის ამტანი ნაჯვარი ბროილერი, რომელიც ადვილად იზრდება ბუნებრივ პირობებში და იძლევა ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ პროდუქტს.


ორგანული მჟავების გამოყენება მეფრინველეობაში (2013 - 2014)

ევროკავშირის მიერ მეფრინველეობაში ანტიბიოტიკების, როგორც ზრდის სტიმულიატორების გამოყენების აკრძალვის მიზნით,ინტენსიურად მიმდინარეობს ალტერნატიული პროდუქტების მოძიება, რომელთა საშუალებითაც უზრუნველყოფილი იქნება ფრინველისგან უვნებელი და მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღება, სწორედ ასეთ ერთ-ერთ ალტერნატულ პროდუქტს მიეკუთვვნება ორგანული მჟავები,პირველად საქართველოში ჩვენს მიერ გამოყენებულ იქნა ორგანული მჟავების სხვადასხვა კომბინაცია ფრინველის კვებაში,ანტიბიოტიკების, როგორც ზრდის სტიმულიატორის ალტერნატული პროდუქტი.


Kunelauri, N., Gogniashvili,  M., Tabidze, V., Basiladze, G., Cardinali, I., Lancioni, H., Beridze, T. (2022). The first complete mitogenomes and phylogeny of Georgian Mountain Cattle. Mitochondrial DNA, Part B., Aug 24;7(8):1531-1533. doi: 10.1080/23802359.2022.2110531


ბასილაძე, გ. (2022). რძემჟავა პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია. სახელმძღვანელო პროფესიული სასწავლებლებისთვის. გვ. 1-206


Akhaladze, T., Chkuaseli, A., Chagelishvili, A., Khutsishvili-Maisuradze, M. (2022). Effect of Grain Staroge Conditions on the Accumulation of Mycotoxins. International Journal of New Technology and Research (IJNTR). ISSN: 2454-4116. Volume 8. Issue 12. Pages 05-09


Lapachi, R., Chkuaseli, A., Chagelishvili, A., Khutsishvili – Maisuradze, M., Khardziani, T., Lashkarashvili, T., Chagelishvili, G., Berikashvili, V. (2022). Impact of Spore Forming New probiotic of Bacillus Subtilis and Bacillus Amyloliquefaciens on broiler Productivity. International journal of New Technology and Research. (IJNTR). ISSN: 2454-4116. Volome 8. Issue 7. Pages 27-33


Chagelishvili, G., Chkuaseli, A., Beshkenadze, I., Klarjeishvili, N., Gogaladze, M., Begeluri, G. (2022). Synthesis of Molybdenum Acid – containing Chelates and Their Usage in Broiler Feeding. Annals of Agrarian Science. Volume 20. Number 2. Pages 120-130


მამუკელაშვილი, ნ. (2022). კბილთა სისტემის მემკვიდრულობა ძაღლსა და კატაში. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. შრომათა კრებული. გვ. 25-28


ბასილაძე, გ. და სხვ. (2022). ქართული მთის ძროხის ჯიშის ხევსურული პოპულაციის გენოფონდის შესწავლისათვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. კონფერენცია ინოვაციური კვლევის ასპექტები აგრარულ მეცნიერებებში. 312 გვ.


ჭკუასელი, ., ხუციშვილი-მაისურაძე, ., ჩაგელიშვილი, ა. და სხვ. (2021). ანტიბიოტიკების შემცვლელი სპორაწარმომქნელი Bacillus-ის ახალი პრობიოტიკები ფრინველის კვებაში. თბილისი. სვეტი. 1-27 გვ.


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა. და სხვ. (2021). ანტიბიოტიკების შემცვლელი სპორაწარმომქნელი Bacillus-ის ახალი პრობიოტიკები ბოცვრის კვებაში. თბილისი. სვეტი. 1-19 გვ.


ბასილაძე, გ. (2021). წათხის ყველის ზოგადი ტექნოლოგია. სახელმძღვანელო. პროფესიული სასწავლებლებისთვის. გვ. 1-300


Chkuaseli, A., Chagelishvili, A., Khutsishvili-Maisutadze, M., Elisashvili, V., Khardziani, T., Lashkarashvili, T., Chagelishvili, G., Lapachi, R., Samkurashvili, K., Berikashvili, V. (2021). New probiotic produced from spore forming Bacillus cultivated on local agro-industrial wastes substitutinc antibiotic in broiler nutrition. Annals of Ararian Science. Volume 19. Pg. 227-237. 4


Chkuaseli, A., Chagelishvili, A., Khutsishvili-Maisuradze, M., Elisashvili, V., Khardziani, T., Lashkarashvili, T., Chagelishvili, G., Lapachi, R., Gvaladze, E. (2021). IMPACT OF NEW PROBIOTIC ON BROILER PRODUCTIVITY PRODUCED FROM SPORE FORMING BACILLUS SUBTILIS CULTIVATED ON LOCAL AGRO-INDUSTRIAL WASTE.ISBN 978-9941-9631. 1-2. Pages 238-256


Chkuaseli, A., Chagelishvili, A., Khutsishvili-Maisutadze, M., Elisashvili, V., Khardziani, T., Lashkarashvili, T., Chagelishvili, G., Lapachi, R., Samkurashvili, K. (2021). IMPACT OF NEW PROBIOTIC ON BPOILER PRODUCTIVITY PRODUCED FROM SPORE FORMING BACILLUS AMYLOLIQUEFACIENS CULTIVATED ON LOCAL AGRO-INDUSTRIAL WASTE. ISBN 978-9941-9631. 1-2. Pages 320-337


Chagelishvili, G., Chkuaseli, A., Beshkenadze, I., Gogaladze, M., Klarjeishvili, N. (2021). Synthesis of Methionine-Containing Chromium Chelatesand Study of its Biological Activity. International Journal of New Technology and Research (IJNTR). ISSN: 2454-4116. Volume 7. Issue 10. Pages 09-14


Lapachi, R., Korsantia, A., Chkuaseli, A., Chagelishvili, A., Khutsishvili – Maisuradze, M., Elisashvili, V., Chagelishvili, G., Lashqarashvili, T., Gvaladze, E. (2021). Impact of Bacillus subtilis Probiotic Cultivated on Local Agro-Industrial Waste on Broiler Productivite. The book of scientific works of joint International Conference on Beneficial Microbes (ICOBM-2021). Don State Technical University Rostov on Don. Russia. Pages 32-38


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა., ლაშქარაშვილი, თ., ლაფაჩი, რ. (2021). ახალი პრობიოტიკი Bacillus Subtilis-ი, როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატიული წყარო ფრინველის კვებაში. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შრომათა კრებული. ISBN 978-9941-8-3875-0. 91-100 გვ. თბილისი, საქართველო


ჭკუასელი, ა., ხარძიანი, თ., ლაშქარაშვილი, თ., ლაფაჩი, რ., ჩაგელიშვილი, გ. (2021). სპორაწარმომქნელი ახალი პრობიოტიკი B.amyloliquefaciens-ი, როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატიული საშუალება ბროილერის კვებაში. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შრომათა კრებული. ISBN 978-9941-8-3875-0. 79-90 გვ. თბილისი, საქართველო


მამუკელაშვილი, ნ. (2021). ალბინიზმი ძაღლებში. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. შრომათა კრებული. გვ. 50-54


მამუკელაშვილი, ნ. (2021). ძაღლის ქცევის თავისებურებები. სსიპ სამცხე - ჯავახეთის უნივერსიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის კავკასიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის ერთობლივი საერთაშორისო სიმპოზიუმის შრომათა კრებული სავეტერინარო მედიცინაში. ახალციხე - ყარსი. გვ. 398-412


გოგოლი, გ. (2021). სხვადასხვა გენეტიკური ჯგუფის მსხვილფეხა პირუტ­ყვის მოზარდის ბალნის საფარის სეზონური ცვალებადობა. შრომათა კრებული. ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტერნეტ სამეცნიერო კონ­ფერენცია საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო პრიორიტეტები. თბილისი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. გვ. 50–55


გოგოლი, გ. (2021). ძროხის ხორცის წარმოება ფერმერულ მეურნეობაში. (რეკომენდაცია). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. თბილისი 1- 32 გვ.


გოგოლი, გ. და სხვ. (2021). მეგრული წითელი ჯიშის გამოყვანის ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა. ახალი აგრარული საქართველო. N 1 (104). გვ. 27-33


გოგოლი, გ. და სხვ. (2021). მცენარეული კონსერვანტით წარმოებული მოხარშული ძეხვეულის შედარებითი მიკრობიოლოგიური შესწავლა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ავტ. N1 (45) გვ.101-106


გოგოლი, გ, და სხვ. (2021). მეგრული წითელი ჯიშის ძროხა და მეჯოგეთა ყოფა-ტრადიციები. თბილისი,.252 გვ.


გოგოლი, გ. და სხვ. (2021). მსხვილფეხა პირუტყვის რძის მწარმოებელი ფერმის მოწყობის რეკომენდაციები. ელექტრონული ვერსია. თბილისი. 28 გვ.


გოგოლი, გ. და სხვ. (2021). მეცნიერების საერთაშო­რისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გენოფონდის დაცვა და განვითარების პერსპექტივები. წინასიტყვაობა. შრომათა კრებული. თბილისი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. გვ.7-8


გოგოლი, გ. (2021). ცხოველთა ადგილობრივი გენოფონდის დაცვა-აღდგენა-გაუმჯობესების როლი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის საქმეში. შრომათა კრებული. ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გენოფონდის დაცვა და განვითარების პერსპექტივები. თბილისი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. გვ.11–18


გოგოლი, გ. და სხვ. (2021). სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაცია და ჯიშთაშორისი შეჯვარება საქართველოს მეცხოველეობაში. მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გენოფონდის დაცვა და განვითარების პერსპექტივები.შრომათა კრებული. თბილისი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. გვ.26-31


გოგოლი, გ. (2021). ბოცვრის კვება. მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გენოფონდის დაცვა და განვითარების პერსპექტივები. შრომათა კრებული. თბილისი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. გვ.35-43


გოგოლი, გ. (2021). ძროხის ქართული გენოფონდის მდგომარეობა და მოშენების პრობლემები. მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გენოფონდის დაცვა და განვითარების პერსპექტივები. შრომათა კრებული. თბილისი.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. გვ. 68-73


სტაროვა, ი., მაისაშვილი, ა., ავალიანი, ლ., ხურცია, თ., ჭკუასელი, ა., ჩაგელიშვილი, ა., ხუცისშვილი-მაისურაძე, მ. (2020). სახელმძღვანელო „მერძეული ფურის საკვები ულუფის (რაც-იოლი 1,1)“. USDA,VENTURE 37 - ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - საქართველოში. თბილისი. 1-55 გვ.


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა. (2020). ძროხის მოვლა-შენახვა, საკვებწარმოება და კვება. სახელმძღვანელო. გაეროს განვითარების პროგრამისა და (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო. თბილისი. 1-327 გვ. (მეორე გამოცემა)


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა. (2020). მეცხოველეობა-ფერმერობა. 1-169 გვ.(მეორე გამოცემა).


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა. (2019). სასოფლო - სამეურნეო ლექსიკონი.საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. თბილისი.წიგნი I, გვ.1-202


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა. (2019). სასოფლო - სამეურნეო ლექსიკონი.საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. თბილისი.წიგნი II, გვ. 1-396


ჭკუასელი, ა., თორთლაძე, ლ., ყაჭაშვილი, თ., ხატიაშვილი, გ. (2019). კლიმატის ცვლილების გავლენა ცხოველის ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ახალი ინიციატივები“. 162-170 გვ. ქუთაისი, საქართველო


ჭკუასელი, ა., ახალაძე, თ. (2019). მიკოტოქსინები ცხოველთა კვებაში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ახალი ინიციატივები“. 270-276 გვ. ქუთაისი, საქართველო


Chkuaseli, A., Qachashvili, T., Tortladze, L. (2019). Introduced Holshtein Breed Livestock in Georgia. Annals of Agrarian Seiece. Volume 17. Pg. 212-218


მამუკელაშვილი, ნ. (2019). კავკასიური ნაგაზი. ქართული ენციკლოპედია. ტომი 30


ბასილაძე, გ. და სხვ. (2019). ქართული ძროხა, ცხვარი, თხა: ახლო აღმოსავლური წარმოშობისანი არიან? Mitochondrial Dna Part B, Taylor & Francis Online


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა. (2018). პროფესიული სტუდენტის სახელმძღვანელო „მეცხოველეობა“. თბილისი. 1-169 გვ.


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა. (2018). პროფესიული სტუდენტის სახელმძღვანელო „მეფრინველეობა“. თბილისი. 1-104 გვ.


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა. (2018). პროფესიული სტუდენტის სახელმძღვანელო „მეცხენეობა“. თბილისი. 1-109 გვ.


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა. (2018). ძროხის მოვლა-შენახვა, საკვებწარმოება და კვება. გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო. თბილისი. 1-327 გვ.


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა. (2018). სახელმძღვანელო, მეცხოველეობა-მეფრინველეობა წარმოების ტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. ფონდი კონსტანტა.თბილისი. 1-257 გვ.


ჭკუასელი, ა. და სხვ. (2018). ესტონური სელექციის ჰოლშტინური ჯიშის ერთნაყოლი ფურების ცურის მორფოლოგიური და ფუნქციური თვისებები. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომათა კრებული. ქუთაისი. გვ.155-162


ბასილაძე, გ. და სხვ. (2018). ქართული მთის ჯიშის ძროხის გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა მიტოქონდრიული დნმ-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობების საფუძველზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შრომათა კრებული. გვ: 35-48


Chkuaseli, A., Khutsishvili-Maisuradze, M., Chagelishvili, G. (2017). New adsorbent of mycotoxins in poultry feed-bentonit cley Askangel. LAP LAMBERT Academic Publishing, pg.1-51


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა. (2017). ახალი ადსორბენტი ადგილობრივი ბენტონიტური თიხა-ასკანგელი ფრინველის კვებაში. ბროშურა. უნივერსალი. თბილისი. 1-48 გვ.


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა. (2017). ორგანული სოფლის მეურნეობა.სახელმძღვანელო. (ცხვრის მოშენება, კვება. გვ. 361-380. თხის მოშენება, კვება. გვ. 395-401. მეღორეობა გვ.408-425. მეფრინველეობა გვ. 459-488. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა.თბილისი


Chkuaseli, A., Khutsishvili – Maisuradze, M., Chagelishvili, G. (2017). New adsorbent of mycotoxins in poultry feed-bentonit cley Askangel. LAP LAMBERT Academic Publishing, pg.1-51


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა., მაისურაძე, ნ., ნაცვალაძე, კ., ლაშქარაშვილი,თ., ჩაგელიშვილი, გ., სამყურაშვილი, ქ. (2017). ახალი ადსორბენტი ადგილობრივი ბენტონიტური თიხა - ასკანგელი ფრინველის კვებაში. ბროშურა. გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი. 1-48 გვ.


ჭკუასელი, ა., ნაცვალაძე, კ., ნოზაძე, რ., ხუციშვილი, მ. (2017). ადგილობრივი ქათმის კორნიშის ჯიშთან შეჯვარების გზით მიღებული პირველი თაობის პროდუქტიულობის მაჩვენებლები. გვ.44-48. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. შრომათა კრებული. თანამედროვეობის აქტუალური მეცნიერული საკითხები


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა., მაისურაძე, ნ., ნაცვალაძე, კ., ლაშქარაშვილი,თ., ჩაგელიშვილი, გ., სამყურაშვილი, ქ. (2017). ასკანგელის გამოყენების ეფექტურობა ბროილერის კვებაში. გვ. 341-352. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. საქართველო და თანამედროვე სამყარო - გამოწვევები, მიღწევები, პროგრესი


ბასილაძე, გ. და სხვ. (2017). შენახვის სისტემის გავლენა ქართული მთის ძროხის რძის შედგენილობასა და თვისებებზე. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო მანქანები განვითარების პერსპექტივები, სტანდარტიზაციის და ხარისხის მართვის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით. ქუთაისი. გვ. 126-128


Chkuaseli, A., Khtsishvili-Maisuradze M., Chagelishvili, A., Natsvaladze K., Lashkarashvili, T., Chagelishvili, G.,Maisuradze, N. (2016). Application of new mycotoxin adsorbent-bentonite clay Askangel in poultry feed. Annals of AgrarianScience. Volume 14. Issue 4. Pages 295-298


ჭკუასელი, . და სხვ. (2016). ასკანგელის გამოყენების ეფექტურობა მეკვერცხული ფრინველის კვებაში.საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. საქართველო და თანამედროვე სამყარო -გამოწვევები, მიღწევები, პროგრესი. შრომათა კრებული. გვ. 275-279


ჭკუასელი, ა., ნაცვალაძე, კ., ნოზაძე, რ., ხუციშვილი, მ. (2016). სამრეწველო შეჯვარების გზით მიღებულიადგილობრივი ბროილერის მეხორცული პროდექტიულობის მაჩვენებლები ფერმერულ მეურნეობაში. შრომათა კრებული. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია საქართველო დათანამედროვე სამყარო - გამოწვევები, მიღწევები, პროგრესი. გვ.243-247


ჭკუასელი, ა., ნაცვალაძე, კ., ნოზაძე, რ., ხუციშვილი, მ. (2016). ადგილობრივი სატაბაკე ბროილერისსახორცე პროდუქტიულობის მაჩვენებლები ბიომეურნეობის პირობებში.  საერთაშორისო სამეცნიეროკონფერენცია. შრომათა კრებული. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვეტექნოლოგიების სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის. გვ. 424-428


ჭკუასელი, ა., ჩაგელიშვილი, ა., ხუციშვილი, მ. (2016). მიკოტოქსინების ახალი ადსორბენტი ადგილობრივი ბენტონიტი (ასკანგელი) ფრინველის კვებაში. # 16, Annals of Agrarian science


ხუციშვილი, მ. და სხვ. (2016). ადგილობრივი ქათმის მეხორცული პროდუქტიულობის გაუმჯობესება. ბროშურა ფერმერებისა­თვის. გამომცემლობა უნივერსალი. თბილისი. გვ. 1-24


ბასილაძე, გ., და სხვ. (2016). კახური და იბერიული ღორის შესაძლო საერთო წარმომავლობის შესწავლა. უკრაინის XIV სამეცნიერო კონფერენციის მომშენებლობის, გენეტიკისა და ბიოტექნოლოგიების პრაქტიკული შედეგები და კვლევის მეთოდოლოგიური ასპექტები მეცხოველეობაში. მასალები. გვ.14-15


მამუკელაშვილი, ნ. (2016). კავკასიური ნაგაზი და ქართული მთის ძაღლი. შრომების კრებული IV. გვ 217-220


Basiladze, G., Getya, A., Rozstalnyy, A., Pochernyaev, K., Oliinychenko, Y. (2016). Study of possible common origin of local kakhetian and Iberian pigs. Matherials of 14-th Ukrainian conference of young scientists Practical and methodological aspects of researches on breeding, genetic and animal biotechnology. Chubynske. Ukraina


Elisashvili, V., Khutsishvili-Maisuradze, M., Chagelishvili, A. (2015). Poultry-beneficial solid-state Bacillus amyloliquefaciens B-1895 fermented soybean formulation. Bioscience of Microbiota, Food and Health Vol. 34 (1), 25-28


ჭკუასელი, ა., ჩაგელიშვილი, ა., ხუციშვილი, მ., ბოკუჩავა, ა. (2015). კროს როს-308 პროდუქტიულობა შპს ჩირინა-ში. კვალიფიციური სპეციალისტი-წარმატებების გარანტი, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.ვეტერინარია - მეცხოველეობის მეცნიერებები და სურსათის უვნებლობის მიმართულებები საქართველოში. თბილისი, საქართველო. 66-67 გვ.


ჭკუასელი, ა., მამუკელაშვილი, ნ., ჩაგელიშვილი, ა., ბოკუჩავა, ა. (2015). ძაღლის ჯიშის, ასაკის, ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და დატვირთვის გავლენა კვების ნორმებზე. კვალიფიციური სპეციალისტი-წარმატებების გარანტი. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. ვეტერინარია-მეცხოველეობის მეცნიერებები და სურსათის უვნებლობის მიმართულებები საქართველოში. თბილისი, საქართველო. 87-89 გვ.


ჭკუასელი, ა., ჩაგელიშვილი, გ. (2015). მეხორცული კროს როს-308 მამლის კვების ახალი მეთოდები. კვალიფიციური სპეციალისტი - წარმატებების გარანტი. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. ვეტერინარია-მეცხოველეობის მეცნიერებები და სურსათის უვნებლობის მიმართულებები საქართველოში.თბილისი, საქართველო. 94-95 გვ.


ჭკუასელი, ა., ნაცვალაძე, კ., ნოზაძე, რ., ხუციშვილი, მ. (2015). ადგილობრივი ქათმის მოშენების პერსპექტივები საკარმიდამო და ფერმერულ საწარმოებში. კვალიფიციური სპეციალისტი - წარმატებების გარანტი. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. ვეტერინარია-მეცხოველეობის მეცნიერებები და სურსათის უვნებლობის მიმართულებები საქართველოში. თბილისი, საქართველო, 95-98 გვ.


ჭკუასელი, ა. და სხვ. (2015). საქართველოში გავრცელებული ადგი­ლობრივი ფრინველის გენეტიკ-ური რესურსების შენარჩუნების გზები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფრენცია გლობალური დათბობა და აგრობიო­მრავალ­ფეროვნება. შრომათა კრებული. ქ. თბილისი სსმმ აკადემია. გვ. 120-123


მამუკელაშვილი, ნ. (2015). ჯიშიანი ძაღლების არამიზნობრივი გამოყენების პრობლემა. კვალიფიციური სპეციალისტი - წარმატების გარანტი. შრომათა კრებული. გვ. 106-108


მამუკელაშვილი, ნ. (2015). უპატრონო ძაღლებში გავრცელებული დაავადებები. კვალიფიციური სპეციალისტი - წარმატების გარანტი. შრომათა კრებული გვ. 24-26


მამუკელაშვილი, ნ. (2015). ძაღლის ჯიშის, ასაკის, ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და დატვირთვის გავლენა კვების ნორმებზე. კვალიფიციური სპეციალისტი - წარმატების გარანტი. შრომათა კრებული. გვ. 87-89


ბასილაძე, გ. და სხვ. (2015). ეკოლოგიური მეძროხეობის განვითარების გენეტიკური რესურსები საქართველოს მთიანეთში. საქრთველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. გვ. 134-243


ბასილაძე, გ. და სხვ. (2015). საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ფრინველის გენეტიკური რესურსების შენარჩუნების გზები. საეთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გლობალური დათბობა და აგრობიომრავალფეროვნება. გვ. 118-229


ბასილაძე, გ. (2015). საქართველოს მსხვილრქოსანი პირუტყვის ადგილობრივი გენეტიკური რესურსები. სამეცნიერო შრომათა კრებული. აგრარული მეცნიერება და კვების ტექნოლოგიები


Chistyakov, V., Melnikov, V., Chikindas, ML., Khutsishvili, M., Chagelishvili, A., Bren, A., Kostina, N., Cavera, V., Elisashvili, V. (2015). Poultry-beneficial solid-state Bacillus amyloliquefaciens B-1895 fermented soy bean formulation. Bioscience of Microbiota, Food and Health. 34: 25–28


ჭკუასელი, ა., მაისურაძე, ო., ჩაგელიშვილი, . (2014). ბიო-მოსის გამოყენების ეფექტურობა ბროილერის გამოზრდის პირობებში. საერთაშორისო ჟურნალი მეცნიერება და ცხოვრება, თბილისი #2 (10), 105-108 გვ.


ჭკუასელი, ა. და სხვ. (2014). მეწველი ფურის ულუფის შესადგენი კომპიუტერული პროგრამა. ჟურნალი ახალი აგრარული საქართველო. თბილისი. #11(43), 35-36 გვ.


ბასილაძე, გ. და სხვ. (2014). საქართველოს სანაშენე მეღორეობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე


ჭკუასელი, ა., ხუციშვილი-მაისურაძე, მ., ჩაგელიშვილი, ა. (2013). ცხოველთა კვება. II ნაწილი.სახელმძღვანელო. თბილისი. 1-747 გვ.


მამუკელაშვილი, ნ. (2013). ძაღლის ქართული აბორიგენული ჯიშები. ინოვაციური ტექნოლოგიები აგრარული სექტორის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის. საერთაშორისო კონფერენცია. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. შრომათა კრებული. გვ. 293-296


ჭკუასელი, ა. და სხვ. (2012). ცხოველთა კვება. I ნაწილი. სახელმძღვანელო. თბილისი. 1-468 გვ.


გოგოლი, გ. და სხვ. (2012). მეკამეჩეობა. უნივერსალი. სახელმძღვანელო. თბილისი გვ.1-245