მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი

მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი

სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველო უნიკალური ქვეყანაა მევენახეობის, მებაღეობისა და მეღვინეობის თვალსაზრისით - ეს არის ადგილი, სადაც განხორციელდა ვაზისა და ბევრი ხეხილოვანი მცენარის დომესტიკაცია. ამის წინაპირობა არის მათი ველური ნათესავების გავრცელება ჩვენს ფაუნაში. ველურ მცენარეთა კულტურაში შემოტანას თან ახლდა ხანგრძლივი შემოქმედებითი სელექციური პროცესი, რამაც მიგვიყვანა ადგილობრივი ჯიშების დიდ მრავალფეროვნებასთან. პარალელურად, იქმნებოდა და იხვეწებოდა ვენახისა და ბაღის მოვლის მეთოდები, ღვინის შექმნისა და დაყენების ორიგინალური მეთოდები. შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის განვითარებაში.

მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტი, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტს შეუერთდა 2012 წელს, არის ის სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც მოწოდებულია დაიცვას და მეცნიერულად განავითაროს ტრადიციები, რაც ქართველი კაცის მიერ არის შექმნილი ამ სამი მიმართულებით. ამავდროულად, ის მოწოდებულია საქართველოს სინამდვილეში შემოიტანოს და გამოსცადოს მსოფლიო მეცნიერული სიახლეები და ინოვაციური ტექნოლოგიები. ვაზისა და ხეხილის აბორიგენული ჯიშების დაცვა და შესწავლა; ახალი ჯიშების და საძირეების გამოყვანა, გამოცდა და რაციონალური გაადგილება ქვეყანაში; ვენახების და ბაღების გაშენებისა და მოვლის პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების შემუშავება; ვაზის ნამყენი ნერგის გამოყვანის მაღალეფექტური ღონისძიებების დამუშავება და სარგავი მასალის წარმოების ტექნოლოგიური სრულყოფა; მაღალხარისხოვანი ღვინოების, ღვინის ბრენდის, დაბალალკოჰოლიანი სასმელების, მეორადი გადამუშავების პროდუქტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღების ალტერნატიული ტექნოლოგიების შექმნა; ხილის და ყურძნის შენახვა-გადამუშავების საკითხების დამუშავება; საკანონმდებლო ბაზის განმტკიცება; ახალგაზრდა პროფესიონალების და მეცნიერების აღზრდა.

ინსტიტუტის სამეცნიერო ლაბორატორიები და საცდელი სადგურები, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-ტექნიკური პერსონალი განაპირობებს მასზე დაკისრებული მოვალეობის წარმატებით განხორცილებას, რაც გამოიხატება ინსტიტუტის კვლევების და პროდუქციის აღიარებაში ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე.

ინსტიტუტში ფუნქციონირებს სამი ლაბორატორია: მეღვინეობა-მევენახეობის და სადეგუსტაციო ლაბორატორია, მევენახეობის ლაბორატორია და მეღვინეობის ლაბორატორია

საკონტაქტო ინფორმაცია

ანნა გოდაბრელიძე

საქართველოს ზოგიერთი ჯიშის ყურძნის და ღვინის სტილბენოიდური ფიტოალექსინები, როგორც მნიშვნელოვანი ბიომარკერი ვაზის დაავადებებისადმი რეზისტენტობისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის (2022 - 2025)

პროექტი  შეეხება საქართველოს ვაზის ჯიშების საფერავის (წითელი) და რქაწითელის (თეთრი) ყურძნის და მათგან დამზადებული კახური ტიპის (ქვევრის) მშრალი კომერციული ღვინოების სტილბენოიდური ფიტოალექსინების ბიომარკერის დადგენას შემდეგ მიკროზონებში: ნაფარეული, მუკუზანი, წარაფი, ტიბაანი. სტილბენოიდური ფიტოალექსინების ბიომარკერი მნიშვნელოვანია ვაზის და ყურძნის რეზისტენტობის დასადგენად ბაქტერიული (ბაქტერიული კიბო) და სოკოვანი დაავადებების (ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე) მიმართ და ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პროექტი არის ინტერდისციპლინური და მოიცავს მევენახეობის, მეღვინეობის დარგებს და ადამიანთა ჯანმრთელობის სფეროს. პროექტის მიზნებია: 1.აღმოსავლეთ   საქართველოში   მდებარე   ნიადაგურ-კლიმატური  პირობებით განსხვავებულ   მევენახეობის  მიკროზონებში (მუკუზანი,   ნაფარეული,   წარაფი,   ტიბაანი) გავრცელებულ   საღვინე   ვაზის   ჯიშებში   -  V.   vinifera L. cvs. საფერავი (წითელი) და რქაწითელი (თეთრი) სტილბენოიდური ფიტოალექსინების ბიოსინთეზის პოტენციალის დადგენა. ყურძნის სტილბენოიდების ფიზიოლოგიური კონცენტრაციების, როგორც ყურძნის ხარისხის მაკონტროლებელი  ბიომარკერის დადგენა; თითოეულიჯიშის ბაქტერიული კიბოთი  და სოკოვანი   დაავადებებით (ნაცარი და კეთილშობილი სიდამპლე) ინფიცირების შემთხვევაში   სტილბენოიდური   ბიომარკერის დადგენა და ვაზის რეზისტენტობის შეფასება  კონკრეტული დაავადების მიმართ  შესაბამის მიკროზონაში; საექსპერიმენტო ჯიშებიდან საძიებომიკროზონაში დამზადებულ კახური ტიპის (ქვევრის) კომერციულ ღვინოებში    სტილბენოიდურიბიომარკერის დადგენა, ღვინის ფუნქციური (სამკურნალო-პროფილაქტიკური თვალსაზრისით)დანიშნულების დასახასიათებლად; პროექტის განხორციელების შედეგად მიიღწევა შემდეგი:  ვაზის   საღვინე   ჯიშებისთვის  საფერავი   და   რქაწითელი დადგინდება სტილბენოიდური ფიტოალექსინების  ბიოსინთეზის   პოტენციალი   აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მევენახეობის მიკროზონებში - ნაფარეული, მუკუზანი, წარაფი და ტიბაანი; საფერავისთვის და რქაწითელისთვის დადგენილი     რეზისტენტობის ბიომარკერი და  შეფასებული ამ ჯიშების   რეზისტენტობა ბაქტერიული (ბაქტერიული   კიბო)     და სოკოვანი დაავადებების (,ნაცარი, კეთილშობილი სიდამპლე) მიმართ; საფერავიდან და რქაწითელიდან   დამზადებული წითელი და თეთრი კახური ტიპის (ქვევრის) ღვინოებისთვის დადგენილი სტილბენოიდური ბიომარკერი და ანტირადიკალური აქტივობა, როგორც მისი   ფუნქციური (სამკურნალო-პროფილაქტიკური) დანიშნულების მახასიათებელი.


საქართველოს საღვინე ვაზის ჯიშების იმუნიტეტის კორელაცია ფიტოალექსინ-სტილბენოიდებთან (2017 - 2020)

დადგენილია საქართველოს საღვინე ვაზის ჯიშების იმუნიტეტის კორელაცია ვაზის ფიტოალექსინ სტილბენოიდებთან. საღვინე ვაზის ჯიშებიდან  გამოკვლეულია: რქაწითელი, ციცქა, ცოლიკოური; საფერავი, კაბერნე სოვინიონი, ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, შევკაპიტო, თავკვერი. მოძიებული და გამოკვლეულია ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებებით ბუნებრივად დაავადებული ვაზის ჯიშები.ბაქტერიული კიბოთი (Agrobacterium tumefaciens) დაავადებული: რქაწითელი, ციცქა, ცოლიკოური, საფერავი, კაბერნე სოვინიონი, ოჯალეში, შავკაპიტო და თავკვერი. სოკოვანი დაავადებებიდან გამოკვლეულია ნაცრისფერი სიდამპლით (Botrytis cinerea), ნაცრით (Uncinula necator Burr.) და ჭრაქით (Plasmopara viticola Berl.) დაავადებული ვაზის ჯიშები. კონკრეტულად, ნაცრისფერი სიდამპლით დაავადებული - რქაწითელი, ცოლიკოური, საფერავი, კაბერნე სოვინიონი, ალექსანდროული და მუჯურეთული. ნაცრით დაავადებული ვაზის ჯიშები - საფერავი, რქაწითელი, ციცქა. ჭრაქით დაავადებული ვაზის ჯიშები - რქაწითელი, ციცქა, კაბერნე სოვინიონი, შავკაპიტო. ქრომატომასსპექტრული ანალიზებით დადგენილია სტილბენოიდური პროფილი. გამოკვლეული ჯანსაღი ვაზის ჯიშების სტილბენოიდების ფიზიოლოგიური კონცენტრაციების ურთიერთ-შედარებით დადგენილია  ჯიშებს შორის განსხვავება. ბაქტერიული კიბოსა და სოკოვანი დაავადებების პირობებში გამოვლენილი სტრეს მეტაბოლიტი სტილბენოიდები ამ ჯიშების შეფასების მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია. სტრეს მეტაბოლიტი ფიტოალექსინი სტილბენოიდებიდან  დომინანტებად დაფიქსირდა ტრანს-რესვერატროლი და ტრანს-έ-ვინიფერინი.  ლაბორატორიულ -„in vitro”პირობებში დადგენილია სტრეს მეტაბოლიტი სტილბენოიდების  ინჰიბიტორული გავლენა  ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების  გამომწვევ მიკროორგანიზმებზე -Agrobacterium tumefaciens, Botrytis cinerea, Uncinula necator Burr., Plasmopara viticola Berl. სტილბენოიდური ჯამური პრეპარატის ინჰიბიტორული გავლენა ბაქტერიული კიბოს და სოკოვანი დაავადებების გავრცელებაზე, დადგენილია ბუნებრივ პირობებში - ვენახში. გამოვლენილია მნიშვნელოვანი კანონზომიერება: სტილბენოიდური პრეპარატის (ინჰიბიტორული) ბიოლოგიური ეფექტურობა დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების მიმართ, ლაბორატორიულ პირობებში მნიშვნელოვნად აღემატება ვენახის პირობებში გამოვლენილ ბიოლოგიურ ეფექტურობას. სტილბენოიდური პრეპარატის ბიოლოგიური ეფექტურობა კი, გარკვეულწილად ნაკლებია იმავე პირობებში გამოყენებული გოგირდის შემცველი ბორდოს ხსნარის  ეფექტურობაზე. პროექტის შედეგებით გამოვლინდა ვაზის სტილბენოიდური პრეპარატის შემდგომი გამოყენების პერსპექტივა ვაზის დაავადებებისგან დასაცავად. ეს არის  - პესტიციდების ნაწილობრივი ჩანაცვლება ვაზის სტილბენოიდური პრეპარატით. პროექტის შედეგები წარდგენილია 12  საერთაშორისო კონფერენციაზედა ასახულია  11 სამეცნიერო სტატიაში.


Didebulidze, K., Vlasov, A., Chichua, D. (2022). The Monitoring of Wine Faults in Georgian Wines. Annals of Agrarian Science. 20 p-46-59


Bezhuashvili, M., Bavaresco, L., Tskhvedadze, L., Surguladze, M., Shoshiashvili, G., Gagunashvili, L., Elanidze, L., Vashakidze, P. (2022). Influence of stilbenoids on the propagation of gray mold (Botrytis cinerea) on grape berries under lab and vineyard conditions. Bioscience Biotechnology Research Communications


Bezhuashvili, M., Bavaresco, L., Tskhvedadze, L., Surguladze, M., Shoshiashvili, G., Gagunashvili, L., Elanidze, L., Vashakidze, P. (2022). INFLUENCE OF STILBENOIDS ON THE PROPAGATION OF GRAY MOLD (BOTRYTISCINEREA) ON GRAPE BERRIES UNDER LAB AND VINEYARD CONDITIONS. International Journal of Early Childhood Special Education. Vol 14, Issue 03,1679-1685


Bezhuashvili, M., Kharadze, Sh., Surguladze, M., Shoshiashvili, G., Vashakidze, P. (2022). Influence of stressmetabolite stilbenoids of Shavkapito vine trunk (Vitis vinifera L.) on the activity of Crown gall agent Agrobacterium tumefaciens “in vitro” condition. Annals of Agrarian Science. 20(1),34-40


Vashakidze, P., Bezhuashvili, M. (2022). Higher Alcohols of Wine – Transformation Regulation of Intermediate Products in Alcoholic Fermentation. International Journal of Agriculture Innovations and Research. Vol. 8, issue 5. pp. 455 – 461


Bezhuashvili, Marine, Bavaresco, Luigi, Kharadze, Shorena, Surguladze, Magda, Shoshiashvili, Giorgi, Gagunashvili, Levan, Elanidze, Lali, Vashakidze, Paata. (2021). Stress-metabolite Stilbenoids in Vine Trunk of Ojaleshi Grape Variety (Vitis vinifera L.) under Crown Gall Infection, Journal of Chemical Health Risks. 11(3), 299-304


Katsitadze, E., Shapatava, Z., Chichua, D., Melanashvili, N., Khorava, I. (2021). The integrated technology of functional products of grapes. Annals of Agrarian Science. Vol.19, No.1, p.85-90


Kachlishvili, T., Ksovreli, M., Gabruashvili, D., Museridze, M., Bezhuashvili, M., Zaalishvili, G., Kulikova, N. (2020). Low-dose trans-resveratrol induce poly (ADP)-ribosylation-dependent increase of the PPAR-γ protein expression level in the in vitro model of non-alcoholic fatty liver disease. Mol Biol Rep. 47(10):8331-8337. doi: 10.1007/s11033-020-05863-z


Bezhuashvili, M., Bavaresco, L., Tskhvedadze, L., Surguladze, M., Shoshiashvili, G., Elanidze, L., Gagunashvili, Vashakidze, P. (2020). Change of Phytoalexins- Stilbenoids of grape skin Tsolikouri variety (Vitis vinifera L.) in condition Grey mildew. EurAsian Journal of BioSciences, 14, 243-247


Bezhuashvili, M., Bavaresco, L., Surguladze, M., Kharadze, Sh., Shoshiashvili, G., Gagunashvili, L., Elanidze, L.,Vashakidze, P. (2020). INFLUENCE OF STYLBENOIDS ON AGROBACTERIUM TUMEFACIENS. IIOAE Journal. 11 (1), 9-12


Bezhuashvili, M., Tskhvedadze, L., Surguladze, M., Shoshiashvili, G., Elanidze, L., Vashakidze, P. (2020). Change of phytoalexins -stilbenoids of vine leave Tsitska variety (Vitis vinifera L.) in condition Downy mildew. EurAsian Journal of BioSciences, 14, 167-171


Bezhuashvili, M., Surguladze, M. (2020). STILBENOIDS - ASTRINGIN AND ASTRINGININ OF SAPERAVI GRAPE VARIETY (VITIS VINIFERA L.) AND WINE. Plant Archives. Vol. 20, pp.2929-2934


Vashakidze, Paata, Bezhuashvili, Marine. (2020). Higher Alcohols of Wine-Transformation Regulation of Intermediate Products in Alcoholic Fermentation. International journal of Agricultural Innovations and Research. Vol. 8, Issue 5, pp. 455-458


Ebelashvili, N., Gagelidze, N., Chkhartishvili, N., Kekelidze, I. (2019). Bioprotection of Wine Using Nanostructural Colloidal Silver as Sulphur Dioxide Substitute. 2nd International School-Conference Applied Biosciences and Biotecnology, Tbilisi, Georgia, 1-5 April, p.37.


ებელაშვილი, ნ., გაგელიძე, ნ., სალია, ე., ბიბილური, ნ. (2019). გოგირდის დიოქსიდის შემცვლელი ბუნებრივი ანტისეპტიკის გამოყენების გავლენა ტკბილისა და ღვინის მიკროფლორაზე. Georgian Engineering News. Vol.89; pp.146-150; ISSN 1512-0287


Bezhuashvili, M.G., Kharadze, Sh.B., Surguladze, M.A., Shoshiashvili, G.S., Gagunashvili, L.N., Elanidze, L.D., Tskhvedadze, L.P., Vashakidze, P.N. (2019). Occurrence of stilbenoids in grapevine under Crown gall infection, Annals of Agrarian Science. 17(4), 381-387


Bezhuashvili, Marine, Tskhvedadze, Ludmila, Surguladze, Magdana, Shoshiashvili, Giorgi, Kharadze, Shorena, Gagunashvili, Levan, Elanidze, Lali, Vashakidze, Paata. (2019). Stress-metabolitesphytoalexins -stilbenoids of grape skin Rkatsiteli variety (Vitis vinifera L.) in condition gray mildew. EurAsian Journal of BioSciences. 13,1-6


Bezhuashvili, M., Tskhvedadze, L., Surguladze, M., Shoshiashvili, G., Gagunashvili, L., Elanidze, L., Vashakidze, P. (2019). Change of Phytoalexin Stilbenoids of Grape Skin Rkatsiteli (Vitis vinifera l.) in Condition of Powdery Mildew, Bioscience Biotechnology Research Communications. 146-151


Bezhuashvili, M., Tskhvedadze, L., Surguladze, M., Shoshiashvili, G., Gagunashvili, L., Elanidze, L., Vashakidze, P. (2019). Change of Phytoalexin Stilbenoids of Grape Skin Rkatsiteli (Vitis vinifera l.) in Condition of Powdery Mildew, Bioscience Biotechnology Research Communications. 12(5),146-151


Katsitadze, Ekaterina, Shapatava, Zaira, Chichua, David, Melanashvili, Nazi. (2019). Aggregate technology of functional products of grapes. 42nd World Congress of Vine and Wine Book of abstracts. Geneva, Switzerland


Gulua, Levan, Nikolaishvili, Lika, Turmanidze, Tamar, Jgenti, Merab, Bezhuashvili, Marine, FitzGerald, Roger. (2018). Chemical constituents, antioxidant and anti-lipase  activity of some wines produced in Georgia. Ukrainian food journal


Maghradze, D., Mdinaradze, I., Chipashvili, R., Abashidze, E., Kikilashvili, Sh., Baratashvili, M., Vibliani, M., Kharitonashvili, L., Bitsadze, N. (2017). Ampelographic Catalogue of Grape Varieties from Skra Collection, Tbilisi


კაციტაძე, ეკატერინა, ჩიჩუა, დავით, შაფათავა, ზაირა. (2017). დეალკოჰოლიზებული ღვინის სასმელები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში - ისტორიული ასპექტები და პერპექტივები“. გვ. 68-69. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია


Katsitadze, E., Shapatava, Z., Chichua, D., Goginava, L. (2017). The direction of new beverages on the basis of non – alcoholic wine. 40th World Congress of Vine and Wine Book of abstracts. p.446-447. Sofia, Bulgaria


Bitsadze, N., Chipashvili, R., Pavliashvili, K., Khazaradze, R., Maghradze, D. (2016). Comparative study of the Georgian native varieties of grapevine (Vitis vinifera) to downy mildew Georgian Academy of Agricultural Sciences #2(36)


Katsitadze, E., Abzianidze, N., Chichua, D., Metreveli, M. (2016). Effect of Packaging and Temperature on blue mold (P. expansum and P. italicum) of grapefruits during storage.  SIXTH INTERNATIONAL SCIENTIFIC-PRACTICAL INTERNET-CONFERENCE COMPLETE WORKS “THE PROBLEMS OF BIO-SAFE FOOD AND BUSINESS ENVIRONMENT”. p. 58-63


Ebelashvili, N., Shubladze, L., Salia, E., Gagelidze, N., Bibiluri, N. (2014). Effect of nanostructured silver on biologicaly active substances and microbiological processes of dry red wine. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 8, 94-100.


Bitsadze, N., Chipashvili, R., Tskhvedadze, L., Aznarashvili, M., Maghradze, D., Vercesi, A., Failla, O. (2014). Screening of the Georgian Grape Germplasm to Susceptibility of Downy Mildew: Preliminary Results. Acta horticulturae 04/2014, Volume1(38):191-196


Ebelashvili, N., Shubladze, L., Salia, E., Gagelidze, N. (2013). The efficiency of application nanosilver in technological processes of making red wine. Journal of Food Science and Engineering. 3, 8, 424-429