მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტი

მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტი

მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტი ერთ-ერთი წამყვანი და თავისი მიღწევებით ცნობილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც 1946 წელს შეიქმნა.

2013 წელს ინსტიტუტი შეუერთდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს და წარმატებით აგრძელებსტრადიციულ საქმიანობას.

მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტი აღჭურვილიათანამედროვე ლაბორატორიული ტექნიკით, სადაც მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები, აქტიურად მუშაობენ მაგისტრანტები და დოქტორანტები.

ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

2013-2022 წლებში, ინსტიტუტში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგად, განახლდა და დაზუსტდა საქართველოს ნიადაგების შესახებ არსებული სამეცნიერო კვლევების მონაცემთა ბაზა; შეიქმნა საქართველოს ნიადაგების ატლასი და წითელი წიგნი; შესწავლილ იქნა საქართველოს ნიადაგები თანამედროვე საერთაშორისო/ფაო-ს კლასიფიკაციის საფუძველზე; 2017 წელს,  გაეროს სურსათისა დასოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თანხმობით, ქართულად ითარგმნა და გამოიცა „მსოფლიო საცნობარობაზა ნიადაგების რესურსებისათვის 2014"; აღსანიშნავია ინსტიტუტის მიერ შესრულებული სამუშაოები ნიადაგების დეგრადაციის, კერძოდ, დამლაშების შეფასების კუთხით და ს/მ სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად, დამლაშებული ნიადაგების მელიორაციული ღონისძიებების და ფერმერებისთვის რეკომენდაციების შემუშავება; ნიადაგების დაცვის და მდგრადი მართვის მიდგომების დამუშავება/ დანერგვა.

2019 წელს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის სახელობის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის და საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების მიერ, აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის ხელმძღვანელობით, განახლდა 1999 წელს გამოცემული საქართველოს ნიადაგების რუკა (მასშტაბი: 1:500 000).

ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციები, მოსწავლეთა და სტუდენტთა ოლიმპიადები და კონფერენციები. ინსტიტუტის ფარგლებში ფუნქციონირებს ადგილობრივი და საერთაშორისო საველე სკოლები; ინსტიტუტის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ  საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესში, აღსანიშნავია 2018 წლის 10-19 აგვისტოს ბრაზილიაში, ქ. რიო-დე ჟანეიროში ჩატარებული ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესი, სადაც წარმოდგენილი იყო გრანტის „საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის  შექმნა და გამოცემა” ფარგლებში პოსტერი. კონგრესზე ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი თენგიზ (გიზო) ურუშაძე არჩეული იქნა მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრად, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა საქართველოს ნიადაგმცოდნეობის ისტორიაში.

ინსტიტუტი ყოველი წლის 5 დეკემბერს აღნიშნავს მსოფლიო ნიადაგის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა აქტივობებით.

ინსტიტუტის შემადგენლობაში შედის აგროქიმიისა და ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორია

საკონტაქტო ინფორმაცია

გიული წერეთელი

გლობალური სიმპოზიუმი ნიადაგები კვებისათვის - სამეცნიერო პოსტერების კონკურსი - თემატიკა 4: ნიადაგის ნაყოფიერების/ნიადაგის საკვები ნივთიერებების მართვა; სამეცნიერო სასტენდო მოხსენება: ID#214 „Peculiarities of cation exchange capacity of agricultural soils of Kakheti region (Georgia)“ (2022)

სამეცნიერო სასტენდო მოხსენებაში წარმოდგენილია კვლევის შედეგები  კახეთის რეგიონის განსხვავებულ კლიმატურ პირობებში, სხვადასხვა აგროკულტურების ქვეშ გავრცელებული ნიადაგების გაცვლითი ტევადობის შედგენილობის თავისებურების შესახებ. ჩვენმა პოსტერმა თემატიკაში აიღო პირველი ადგილი. სიმპოზიუმი ჩატარდა რომში, იტალია, FAO.


22-nd World Congress of Soil Science; Land contamination and degradation, including urban land. სამეცნიერო პოსტერ პრეზენტაცია : „Soil pollution risks for agricultural land of Georgia“ (2022)

სამეცნიერო სასტენდო მოხსენებაში წარმოდგენილი კვლევის შედეგები ეხება საქართველოს სამიწათმოქმედო ზონის  ნიადაგების ქიმიური დეგრადაციის მთავარ მიზეზებს: მძიმე ლითონებითა და რადიოაქტიური იზოტოპებით დაბინძურების საკითხებს. მსოფლიო კონგრესი ჩატარდა გლაზგოში, შოტლანდია.


საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი − წიგნი „ვენახი და გარემო“ (2021)

წიგნში ვენახი და გარემო“ წარმოდგენილია ათეული წლის განმავლობაში განხორციელებულიინტერდისციპლინარული კვლევების შედეგები, რომლის ავტორები გახლავთ თენგიზ ურუშაძე, გურამალექსიძე, ამირან თხელიძე, ელინა ბაქრაძე. წიგნში განხილულია საქართველოს მევენახეობის ზონისძირითადი ნიადაგების გენეზისური თავისებურებანი და მათი შესაბამისობა ნიადა­გების რესურსებისმსოფლიო საცნობარი ბაზასთან (WRB), ნიადაგების ნაყოფიერების შეფასება და მართვა, ძირითადიაგროქიმიური პარამე­ტრები; დახასიათებულია ვაზის მიწისქვეშა და მიწისზედა მავნებლები, ვაზისდაავადებები, მათ შორის, სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული და არაინფექციური; ასევე განხილულია მათწინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიე­ბათა სისტემა. აგროეკოლოგიური თვალსაზრისით გაშუქებულია ნიადაგისეროზიის, რადიაციითა და მძიმე ლითონებით დაბინძურების საკითხები. წიგნში წარმოდგენილიამევენახეობის ძირითადი ნიადაგების გავრცე­ლების რუკები, ვაზის მავნებელ-დაავადებათა ამსახველიფოტომასალა.


სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” “მრავალფუნქციური ეკოლოგიის სამეცნიერო -კვლევითი კლუბის დაარსება” (2019 - 2020)

პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილიარამდენიმე ამოცანა, როგორიცაა თეორიული მუშაობა მოსწავლეებთან (ლექციები სხვადსხვა თემებზე), საველე გასვლები და პრაქტიკული აქტივობები: ნიადაგის ანალიზების სწავლა-შესრულება, ჰერბარიუმისშექმნა, თემატური პოსტერების შექმნა-დამზადება.


საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი − წიგნი „აგრონიადაგმცოდნეობა" (2019 - 2020)

წიგნი „აგრონიადაგმცოდნეობა“ წარმოადგენს ნიადაგმცოდნეობის ახალი მიმართულების დახასიათებას. წიგნის ავტორია პროფესორი თენგიზ ურუშაძე და წარმოადგენს მის მიერ მრავალი ათეული წლისსაქართველოს ნიადაგების კვლევების შედეგს. მიმართულებამ ჰპოვა საერთაშორისო აღიარება(პუბლიკაციები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, პრეზენტაციები კონგრესებზე (ბრაზილია, 2018).  წიგნში იხილება ისეთი საკითხები როგორიცაა ნიადაგის გენეზისი, მისი ცალკეული მაჩვენებლებისდახასიათება, ნაყოფიერება და ეკოლოგიური ფუნქციები. წიგნის ძირითადი ნაწილი ეხება საქართველოსნიადაგების მრავალმხვრივ დახასიათებას, გეოგრაფიას და სასოფლო-სამეურნეო გამოყენებისთავისებურებებს. დასასრულს იხილება ნიადაგების დეგრადაცია (ეროზია, მძიმე ლითონების შემცველობა, რადიოქტიურობა) და მისი თავიდან აცილების გზები. წიგნი განკუთვნილია სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიის დარგის ფართო წრეებისთვის, მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის.


საქართველოს ძირითადი ნიადაგები და ნიადაგმცოდნეობის აქტუალური საკითხები (2019)

პროექტის მიზანს საქართველოს ძირითადი ნიადაგების განხილვა და თანამედროვე ნიადაგმცოდნეობისაქტუალურ საკითხებთან შეჯერება წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში სალექციო კურსთან ერთადმიმდინარეობდა საველე გასვლები;  სეზონურ სკოლაში აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთადსაქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, როგორიცაა: ბათუმის შოთა რუსთაველის, ქუთაისის აკაკი წერეთლის, თელავის იაკობ გოგებაშვილი სახელობის, ივანე ჯავახიშვილის სახელობისთბილისის სახელმწიფო, ილიას სახელმწიფო და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტებისსტუდენტები მონაწილეობდნენ.


კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენა (2017)

პროექტში მონაწილეობდნენ ქ.თბილისის #64 საჯარო და წმ. ილია მართლის თბილისის საპატრიარქოსკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. პროექტი გულისხმობდა კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზისმიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლასა და მათი რაციონალურად გამოყენებისმიდგომების დადგენას. თავდაპირველად, მოსწავლეები გაეცნენ ნიადაგმცოდნეობისა და კარტოგრაფიისთეორიულ საკითხებს, მათი მონაწილეობით განხორციელდა ნაიდაგის საველე კვლევები დამორფოლოგიური აღწერა, ნიმუშების საანალიზოდ აღება. ნიადაგის ნიმუშების საანალიზოდ მომზადებისშემდეგ მოსწავლეების მიერ ლაბორატორიულ პირობებში გაკეთდა ანალიზები, მომზადდა ნიადაგების რუკადა შემუშავდა რეკომენდაციები. რუკა და რეკომენდაციები გადაეგზავნა თბილისის მერიის შესაბამისსამსახურს. პროექტის მიმდინარეობისას აღინიშნა ნიადაგების მსოფლიო დღე − 5 დეკემბერი. ღონისძიებისშესახებ ინფორმაცია შევიდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშში. პროექტის ფარგლებში, მონაწილე #64-ე საჯარო სკოლის ბაზაზე, შეიქმნა "ეკოკლუბი", სადაც საქართველოსაგრარული უნივერსიტეტის მეცნიერთა მხრიდან წაკითხული იქნა პოპულარული ლექციები.


საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და გამოცემა (2016 - 2018)

საქართველოს ძირითადი ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და გამოცემა, საქართველოს ძირითადინიადაგების კლასიფიცირება წითელი წიგნის ობიექტებად, შესაბამისი საველე და ლაბორატორიულიკვლევების საფუძველზე.      


საქართველოს ნიადაგების ეროვნული ატლასის შექმნა (2015 - 2018)

საქართველოს ძირითადი ნიადაგების ფიზიკური, ქიმიური, ფიზიკურ - ქიმიური, აგროქიმიური, მორფოლოგიური მახასიათებლების და მიკრობიომრავალფეროვნების ამსახველი რუკების შექმნა


ნიადაგის კვირეულთან დაკავშირებული ტრენინგი, ექსპერტი ნიადაგმცოდნეობის საკითხებში (2015)

ნიადაგების კვლევის თანამედროვე მეთოდების და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა საექსტენციომომსახურების სფეროში დასაქმებულთათვის


ცენტრალური კავკასიონის ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების სცენარის შემუშავება (ხევის მაგალითზე) (2014 - 2018)

მულტიდისციპლინარულმა გუნდმა შეაფასა ხევის მცენარეული საფარის მრავალფეროვნება დაპროდუქტიულობა; ნიადაგური საფარის მდგომარეობა; ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურიმდგომარეობა და გაანალიზა წარმოების სისტემები, რომლებიც ამჟამად არის გავრცელებული ყაზბეგისმუნიციპალიტეტში. მეკარტოფილეობა და სარძევე მეცხოველეობა გამოვლინდა, როგორც წამყვანიდარგები. ეკონომიკური არაეფექტიანობის ძირითად ფაქტორებს წარმოადგენს უხარსიხო სათესლემასალის გამოყენება მეკარტოფილეობაში და საკვების ნაკლებობა და დაბალი ხარისხი ზამთარში. კვლევამ აჩვენა, რომ საძოვრებისა სათიბების უფრო ეფექტიანი გამოყენებით შესაძლებელია რძისა დაყველის წარმოების მნიშნელოვანი გაზრდა.


სასოფლო-სამეურნეო ლექსიკონი - ორტომეული (2014 - 2015)

ლექსიკონის მომზადება და გამოცემა წარმოადგენს სოფლის მეურნეობის დარგში აუცილებელ და დიდი ხნის მომწიფებულ პრობლემას.


საზაფხულო სკოლის პროექტი „საზაფხულო სკოლა ნიადაგმცოდნეობაში (2014)

ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის  საქართველოს ნიადაგური საფარის გაცნობა, ძირითადინიადაგის ტიპების მორფოლოგიური ანალიზი საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით.


საერთაშორისო საველე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: “ნიადაგების კლასიფიკაციის აქტუალური პრობლემები" (2014)

საქართველოს ძირითადი ნიადაგების კლასიფიკაციის აქტუალური პრობლემების განხილვა, ფაო-სსაერთაშორისო ნიადაგების სისტემატიკის და ეროვნული კლასიფიკაციის კორელაცია  საველე პირობებში


საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიის ნიადაგური რუკის (მასშტაბში 1 : 10 000) შედგენა (2013 - 2014)

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არის დენდროლოგიური პარკი, რომელიც იყოგაშენებული 40 წლის წინათ. ამჟამად პარკი საჭიროებს რეკონსტრუქციას. მომავალ პარკს უნდა ჰქონდესსასწავლო, კვლევითი და რეკრეაციული დანიშნულება. პარკის წარმატებული რეკონსტრუქციაშეუძლებელია ნიადაგის რუკის გარეშე. რუკის შედგენა გულისხმობს საველე, ლაბორატორიულ დაკამერალურ სამუშაოებს. საველე სამუშაოები შესრულდება საერთაშორისო სტანდარტებით - ნიადაგებისთანამედროვე საერთაშორისო კლასიფიკაციის (WRB) გამოყენებით. საკვლევი ტერიტორია შეადგენსდაახლოებით 60 ჰექტარს და რუკის 1:10 000 შედგენა საჭიროებს 12 ნიადაგური ჭრილი.


საქართველოს ნიადაგების მონაცემთა ბანკის შექმნა/დაზუსტება/განახლება როგორც მათი ეფექტური გამოყენების საფუძველი (2013)

პროექტის მიზანია საქართველოს ნიადაგების მონაცემთა ბანკის შექმნა არსებული მონაცემებისგამოყენებით, მათი დაზუსტებით და უქონლობის შემთხვევაში მათი შევსება/განახლებით.


ტიგინაშვილი, ზ., ვაჩნაძე, გ., წერეთელი, გ., აფციაური, ბ., კახაძე, რ. (2022). იმერეთის რეგიონის ტყისშემქმნელ ძირითად  სახეობებათა ტყეებში  ბიომასის და ნახშირბადის მარაგები. მეორე საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ,,ახალი ინიციატივები“. შრომათა კრებული, ქუთაისი


ურუშაძე, თენგიზ, ალექსიძე, გურამ, თხელიძე, ამირან, ბაქრაძე, ელინა. (2021). ვენახი და გარემო. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა. 191 გვ.


ურუშაძე, თენგიზ, ქვრივიშვილი, თამარ, ურუშაძე, თეო, წერეთელი, გიული, კახაძე, რუსუდან. (2020). ნიადაგის საველე კვლევა. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა. 161 გვ.


ურუშაძე, თენგიზ. (2020). აგრონიადაგმცოდნეობა. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა. 316 გვ.


ფაღავა, ყ., ურუშაძე, თ., გიორგობიანი., ბაქრაძე, ე., ყაჭიაშვილი, ი., გაგოშძე, მ. (2019). ნიადაგში მძიმე მეტალების შემცველობის ზეგავლენა მოსახლეობაში სიმსივნეების პრევალენტურობაზე. საერთაშორისო კონფერენცია „გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება". თეზისების კრებული


ურუშაძე, თენგიზ, კვესიტაძე, გიორგი, გაგელიძე, ნინო, ზაქარეიშვილი, ნინო, თხელიძე, ამირან, კახაძე, რუსუდან, სადუნიშვილი, თინათინ, ქუთათელაძე, ლალი, ქვრივიშვილი, თამარ, წერეთელი, გიული, ღამბაშიძე, გიორგი, ხომასურიძე, დიანა, ჯორბენაძე, ლეო. (2019). საქართველოს ნიადაგური ატლასი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია  


ურუშაძე, თენგიზ, კვესიტაძე, გიორგი, არაბული, ავთანდილ, ბარათაშვილი, ზურაბ, კახაძე, რუსუდან, ქვრივიშვილი, თამარ, წერეთელი, გიული, ღამბაშიძე,  ხომასურიძე, დიანა, ჯორბენაძე, ლეო და სხვ. (2019). სასოფლო-სამეურნეო ლექსიკონი, ორტომეული. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია


Chitanava, Nodar A., Urushadze, Tengiz F., Bakradze, Elina M. (2019). Land Reform in the Post-Soviet Space (on the Example of Georgia). LAMBERT – Germany


ურუშაძე, თენგიზ. (2019). საქართველოს ნიდაგების რუკა


Bakradze, Vodyanitskii, Urushadze, Chankseliani, Arabidze. (2018). About rationing of the heavy metals in soils of Georgia.Annals of Agrarian Science 16 (1) 1-6


Gagelidze, Nino A., Amiranashvili, Lia L., Sadunishvili, Tinatin A., Kvesitadze, Giorgi I., Urushadze, Tengiz F., Kvrivishvili, Tamar O. (2018). Bacterial composition of different types of soils of Georgia. Annals of Agrarian Science


Lortkipanidze, Rosa, Kvrivishvili, T.O., Tsereteli, Giuli, Kakhadze, Rusudan, Lipartia, Demetre, Kunchulia, Ilia. (2018). Peculiarities of red color soils introduced in the Red Book of the Soils of Georgia. J. Annals of Agrarian Science. Vol.16., No 1. pp. 55-59. Elsevier


ასლანიკაშვილი, ა., ბასილაშვილი, ც., ურუშაძე, თ., და სხვ. (2018). საქართველოს გეოგრაფიული ატლასი.პალიტრა


ბოლაშვილი, ნანა, დიტმანი, ანდრეას, კინგი, ლორენც, ნეიძე, ვაჟა, ასანიძე, ლ., ასლანიკაშვილი, ა., ბასილაშვილი, ც., ბერძენიშვილი, დ., ურუშაძე, თ., და სხვ. (2018). საქართველოს ეროვნული ატლასი.გერმანია, შტუდგარტი


Kvrivishvilia, T. O., Urushadze, T. F., Blum, Winfried E.H., Jorbenadze, L. T., Tsereteli, G. V., Merabishvili, M. N.,Gogidzea, K. A., Kakhadze, R. G., Kunchulia, I.O. (2018). The Red Book of the soils of Georgia. J. Annals of Agrarian Science. Vol.16. No 3. 2018. pp. 332-343


ურუშაძე, თენგიზ, ბლუმი, ვინფრიდ, ქვრივიშვილი, თამარ, ჯორბენაძე, ლეო, წერეთელი, გიული, კახაძე, რუსუდან, მერაბიშვილი, მარიამ, გოგიძე, ქეთევან, კუნჭულია, ილია. (2018). საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნი. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა. 117 გვ.


სვიტონიაკი, ., ჩარზინსკი, ., კუნჭულია, ილია, ურუშაძე, თენგიზ, ქვრივიშვილი, თამარ, წერეთელი, გიული, კახაძე რუსუდან. (2018). ნიადაგების ვერტიკალური თანმიმდევრობა თრიალეთის ქედისათვის, საქართველო (გეორგია). ნიადაგის თანმიმდევრობების ატლასი IV


კუნჭულია, ილია, კახაძე, რუსუდან, წერეთელი, გიული, ღამბაშიძე, გიორგი, ურუშაძე, თეო. (2018). მთის სუსტად განვითარებული და ხირხატიანი ნიადაგების კლასიფიცირება WRB სისტემის გამოყენებით თრიალეთის ქედის მაგალითზე, მცირე კავკასიონი (საქართველო). გეოგრაფიის ბიულეტენი. ფიზიკური გეოგრაფიის სერიები 14 (1), 49-62, ტორუნი, პოლონეთი


ურუშაძე, ქვრივიშვილი, სანაძე, კუნჭულია. (2017). მსოფლიოს საცნობარო ბაზა ნიადაგების რესურსებისათვის 2014 (თარგმანი). თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის გამომცემლობა


ურუშაძე, სადუნიშვილი. (2017). სიამაყე და ტკვილი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია


Hanauer, Pohlenz, Kalandadze, Urushadze, Felix-Henningsen. (2017). Soil distribution and soil properties in the subalpine region of Kazbegi. Great Caucasus. Georgia: Soil Quality. Annals of Agrarian Science


Urushadze, Jorbenadze, Teo Urushadze, Kunchulia. (2017). Physical properties of the soils of Georgia. Annals of Agrarian Science


Urushadze, Manakhov. (2017). Radioactive contamination of the soils of Georgia. Annals of Agrarian Science


Urusadze, Tengiz, Blum, Winfried, Kvrivishvili, Tamar. (2017). World References Base for Soil Resources (WRB) and the national soil classification by the example of the soils of Georgia. LAP LAMBERT Academic Publishing. Germany, 124 pp.


Jobenadze, Urushadze, Kunchulia. (2017). Physical properties of the soils of Georgia. Lambert (Germany)


Urushadze, Jorbenadze, Teo Urushadze, Kunchulia. (2017). Physical properties of arable farming soils of Eastern Georgia. Bulletin of National Agrarian University of Armenia


ურუშაძე, ნაკაიძე, თხელიძე, ქვრივიშვილი, ღამბაშიძე, წერეთელი, კახაძე და სხვ. (2017). ორგანული სოფლის მეურნეობა, თავი 4 ნიადაგი ორგანულ სოფლის მეურნეობაში. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის გამომცემლობა. 577 გვ.


Burjanadze, Medea, Gaganidze, Dali, Arjevanidze, Mariam, Nakaidze, Elena, Tsereteli, Giuli. (2016). Identification of Bacillus in Population Colorado Potato Beetle Leptinotarsa decemlineata Say and Mottled Umber Erannis defoliaria Clerrck in Georgia. Bull. Acad. Nac. Sci.Georgia, v,10,2:133-137


ურუშაძე, თ., ქვრივიშვილი, თ., წერეთელი, გ. (2016). მთა-მდელოს ნიადაგის კლასიფიკაციის თანამედროვე ასპექტები. თსუ-ის კონფერენცია „რეგიონული განვითარების პერსპექტივები: სამცხე-ჯავახეთი“. გვ. 246-252


Urushadze, T., Tkhelidze, A., Gambashidze, G. (2016). Soils of Georgia. Swiss Cooperation Office South Caucasus. UNDP


ურუშაძე, ნოზაძე, ბერძენიშვილი. (2016). საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ნიადაგების დახასიათება. ბიომრავალფეროვნება და საქართველო


Tsintskaladze, Eprikashvili, Urushadze, Kordzakhia, Sharashenidze, Zautashvili, Burjanadze. (2016). Nanomodified natural zeolite as a fertilizer of proponged activite. Annals of Agrarian Science


Urushadze, T.F., Winfried, E.H. Blum, Kvrivishvili, T.O. (2016). Classification of soils on sediments, sedimentary and andesitic rocks in Georgia by the WRB system. Annals of Agrarian Science


Urushadze, Jorbenadze. (2016). Physical properties of arable farming soils of Western Georgia. Bulletin of National Agrarian University of Armenia


ურუშაძე, კვესიტაძე. (2016). საველე ნიადაგმცოდნეობა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.171 გვ.


Burjanadze, M., Gaganidze, D., Arjevanidze, M., Nakaidze, E., Tsereteli, G., Kharadze, Sh. (2015). Bacillus associated with Colorado Potato Beetle – Leptinotarsa decemlineata Say and the Mottled Umber - Erannis defoliaria Clerrck in Georgia. IOBC wprs, Bulletin OILBN, Vol. 94, 283-287


Urushadze, T., Kvrivishvili, T. (2015). Peculiarities of Classification of some Soils of Western Georgia Based on Macromorphological Analysis. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, vol. 9, no. 1, 2015, 151-154


Urushadze, T., Kvrivishvili, T. (2015). Peculiarities of Andosols of the Adjara-Trialeti Range. Annals of Agrarian Science, vol. 13, No. 2, 2015, 44-51


რუშაძე, თ., თხელიძე, ა., ღამბაშიძე, გ. (2015). საქართველოს ნიადაგები. Swiss Cooperation Office South Caucasus, UNDP, Georgia, 2015 46


ურუშაძე, ქვრივიშვილი, სანაძე, თხელიძე. (2015). ნიადაგების გზამკვლევი. Swiss Cooperation Office South Caucasus, 2015, 46 გვ.


Urushadze, T., Kvrivishvili, T., Kakhadze, R. (2015). Field school in soil science: Results and prospects. Annals of Agrarian Science


Urushadze, T.F., Blum, Winfried E.H., Machavariani, J.Sh., Pirtskhalava, R.D., T.O. Kvrivishvili. (2015). Soils of Georgia and problems of their use. Annals of Agrarian Science


ტურაბელიძე, ნ., ურუშაძე, თ., ქაციბაია, ფ., ქვრივიშვილი, თ. (2015). მიწის კადასტრი. მწიგნობარი


ჭითანავა, ურუშაძე, მაჭავარიანი, ფირცხალავა. (2015). მიწის რესურსები, საქართველოს ბუნებრივი რესურსები. მეცნიერებათა ეროვნული აკადემია


ჯორბენაძე, ლ., წერეთელი, გ., ლობჟანიძე, მ.,  კახაძე, რ. (2015). ტარიბანას ველის ნიადაგური საფარის გეოგრაფიულ-გენეზისური და აგრომელიორაციული დახასიათება მევენახეობის თვალსაზრისით. გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის თანამედროვე პრობლემები. საეათაშორისო კონფერენცის მასალები.თსუს გამომცემლობა. გვ. 267-271


Kvriviishvili, T., Tsereteli, G., Kakhadze, R. (2015). Experience Use Of World Soil Resources (Wrb) In Georgia On Example Of The High Mountain Soils; International Conference "Applied Ecology: Problems, Innovations" Proceedings ICAE-2015, Tbilisi-Batumi


Urushadze, Kvrivishvili, Sanadze. (2014). An Experience in Using the World Reference Base for Soil Resources for the Soils of Western Georgia. Eurasian Soil Science vol. 47, No 8, 2014 752-760


ურუშაძე, ., ქვრივიშვილი, თ. (2014). საქართველოს ნიადაგების სარკვევი. მწიგნობარი. თბილისი, 135 გვ.  


Urushadze, Blum. (2014). Soils of Georgia. NOVA, USA, New-York, 242 pp.


Andronikshvili, Urushadze, Eprikashvili. (2014). Natural Zeolites in Poultry Farming; Annals of Agrarian Science, vol.12, 1, 2014, 8-18


Urushadze, Blum, Kvrivishvili. (2014). International Scientific-Practical Conference; Annals of Agrarian Science, vol.12, 2, 2014, 84-89


Urushadze, Tkhelidze, Teo Urushadze. (2014). Agrochemical Characterization of the Main Soil Types of Georgia. Annals of Agrarian Science, vol.12, 4, 2014, 24-31


ურუშაძე, თ., ქვრივიშვილი, თ. (2014). აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგები და მათი გეოეკოლოგიური თავისებურებანი, გეოფიზიკის აქტუალური პრობლემები. 2014, 70-73


ურუშაძე, თ., ანდრონიკაშვილი. (2013). ბუნებრივი ცეოლიტები - ჯადოსნური ქვები. მეცნიერება და კულტურა #1


ურუშაძე, თ., წერეთელი, გ. (2013). საქართველოში ბუნებრივი სტიქიური კატასტროფები და ეკოლოგიური გარემოს ანთროპოგენური ტრანსფორმაციის მასშტაბები. მეცნიერება და კულტურა 11


ურუშაძე, თ., მაჭავარიანი. (2013). გამოყენებითი ეკოლოგიის საფუძვლები. თსუ, 260 გვ.


ურუშაძე, თ. (2013). ნიადაგების კლასიფიკაცია. თსუ, 199 გვ.


Andronikshvili, Uushadze, Korakhashvili. (2013). Developed Agriculture as a Guarantee of the Independence. Annals of Agrarian Science. vol.11, 1, 2013, 8-12


Urushadze, T., Ghambashidze, G. (2013). Soil Resources of Georgia, Soil Resources of Mediterranean and Caucasus Countries.JRC Technical Reports