ვეტკლინიკა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის კლინიკა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის კლინიკა (ვეტკლინიკა) ფუნქციონირებს კახა ბენდუქიძის კამპუსში. ვეტკლინიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეწევა სხვადასხვა მომსახურებას, მაგალითად: ცხოველთა მოვლასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას, გეგმურ ვაქცინაციასა და ანტიპარაზიტულ დამუშავებას, ცხოველთა დაავადებების ზუსტ დიაგნოსტირებას, ცხოველთა თერაპიულ მომსახურებას, ქირურგიას, სტაციონარს დაავადებული ცხოველებისთვის, ყოველდღიურ და საგამოფენო გრუმინგს, სტომატოლოგიას და სხვა.
ასევე, ვეტკლინიკას აქვს სასწავლო დანიშნულება, რამდენადაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამისა და სასერტიფიკატო პროგრამების სტუდენტებს უტარდებათ ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები.
ვეტერინარიის სკოლის პროგრამები მოიცავს პრაქტიკას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტკლინიკაში, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში სტუდენტები იძენენ ვეტერინარისათვის საჭირო უნარებს. სასწავლო პრაქტიკისას სტუდენტები იყოფიან მცირე ჯგუფად და თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრება სასწავლო პრაქტიკის კოორდინატორი, რომელიც ვეტკლინიკის თანამშრომელია და რომელიც უწევს ზედამხედველობას სტუდენტების პრაქტიკულ აქტივობებს.




ვეტკლინიკა
ვეტკლინიკა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის კლინიკა
საკონტაქტო ინფორმაცია
- ჯანმრთელობის შემოწმება
- სისხლის და შარდის სრული კლინიკური ანალიზი მიკროსკოპიით
- დერმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა (ნატიური ნაცხი, ღრმა და ზედაპირული ანაფხეკი)
- ბუნებრივი გამონაჟონების კვლევა (ასციტური პლევრალური და სინოვიალური სითხე)
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი ელექტროლიტებით
- იმუნოფერმენტული კვლევა (ენდოკრინული და რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკა)
- ონკოციტოლოგიური გამოკვლევები (რბილი ქსოვილების კანის ლიმფური ჯირკვლების და სარძევე ჯირკვლის ნეოპლაზიების დიაგნოსტიკა)
- ჰემოსტაზის სისტემის კვლევა (კოაგულოგრამა)
- მწვავე ფაზის ცილების კვლევა
- კოპროლოგიური ანალიზი
- ბაქტერიოლოგიური ნაცხის გამოკვლევა (ანტიბიოტიკოგრამა)
- ინფექციური პაციენტების მართვა
- არაგადამდები დაავადებების მართვა
- ინფუზიოთერაპია (გადასხმები)
- სისხლის ტრანსფუზია
- დიეტოლოგია
- გადაუდებელი დახმარება
- გეგმიური ქირურგია (სტერილიზაცია, კასტრაცია)
- მუცლის ღრუს ქირურგია
- რბილი ქსოვილების ქირურგია
- რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია
- ორთოპედია და ტრავმატოლოგიური ქირურგია