ENG GEO

Search form

აგრობიოტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის (საუ) აგრონომიულ ფაკულტეტზე TEMPUS-ის პროექტის ფარგლებში (#159340 Tempus-1-2009-1-ES-Tempus-JPCR - "MAPB") შემუშავებულ ახალ სამაგისტრო პროგრამაში „აგრობიოტექნოლოგია" საუ-სთან ერთად ჩართულია პარტნიორი ადგილობრივი და ევროპული უნივერსიტეტები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი), სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ალიკანტეს უნივერსიტეტი (ესპანეთი), დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი (UWE), სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (AUT, საბერძნეთი) და კომპანია P&B (პორტუგალია).

პროგრამა ეყრდნობა საუ-ს განვითარებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის სტრატეგიასა და მის პრიორიტეტებს, აგებულია მოდულურ სისტემაზე და სტუდენტზეა ორიენტირებული. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში შემუშავებულია აგრობიოტექნოლოგიის პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის, პროგრამული მენეჯმენტის და პროგრამული აკრედიტაციის ევროპული სტანდარტების კონტროლს; კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიის (მათ შორის დისტანციური სწავლების) დანერგვას; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას.

აღნიშნული პროგრამის მიზანია:

  • უზრუნველყოს საუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისი კურსების ჩატარება;
  • მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი აგრობიოტექნოლოგიის დარგში. პროგრამა მოდულებზე დაყრდნობით, სტუდენტებს მისცემს ფუნდამენტურ ცოდნას ბიომეცნიერებების ისეთ დარგებში, როგორიცაა გენომის შემსწავლელი მეცნიერება, მიკრობული ტექნოლოგია, გამოყენებითი ტოქსიკოლოგია, ბიოუსაფრთხოება, ბიომეცნიერებების ეთიკური, კომერციული და საკანონმდებლო პრინციპები;
  • მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას; ადეკვატურ მოქმედებას ახალ, მულტიდისციპლინურ გარემოში; კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიებას; კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებას უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.
  • მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი ზოგადი უნარებით, როგორიცაა: დასაბუთებული დასკვნების გამოტანა რთული ან არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე; სხვადასხვა სახის ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი; დასკვნების არგუმენტაციის და სამეცნიერო საზოგადოებაში მიღებული სტანდარტების შესაბამისი კომუნიკაცია აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და ინგლისურ ენებზე; სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, ღირებულებებისადმი საკუთარი და სხვათა დამოკიდებულების შეფასება და მონაწილეობა ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში.
  • უზრუნველყოს სტუდენტთა პიროვნული განვითარება (კომუნიკაბელურობა, ენების ცოდნა, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობა) და მათი ჩართულობა სასწავლო - სამეცნიერო პროცესში და საზოგადოებრივ საქმიანობაში
  • მოამზადოს სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილი კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც დასაქმდება სახელმწიფო ან კერძო სექტორის შესაბამისი პროფილის სამსახურებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიებში, საწარმოებში და სხვ.

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი / 4 სემესტრი (120 ECST)

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

სამაგისტრო პროგრამაზე აგრარული მეცნიერებები სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას არანაკლებ A2 (Pre-Intermediate) დონეზე. ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და საუ-ს მაგისტრატურაში მიღების წესის შესაბამისად. ასევე შესაძლებელია შიდა ან გარე მობილობის წესით ჩარიცხვა. მობილობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საუ-ს რეგულაციების შესაბამისად.

სწრაფი ბმულები:

დეტალური პროგრამა
კურიკულუმი

სემსტრული გეგმა
მიღება და ჩასაბარებელი გამოცდები
ვადები
სწავლის საფასური
რეგისტრაცია
საკონტაქტო ინფორმაცია