ENG GEO

Search form

საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი

თუ გსურს, გახდე წარმატებული პროფესიონალი, აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი გთავაზობს ინჟინერიაში და საინფორმაციო ტექნოლოგიებში თანამედროვე ცოდნისა და უნარების დაუფლებას. პროგრამები მომზადებულია ისე, რომ კურსდამთავრებულმა დააკმაყოფილოს არა მარტო დღევანდელი დღის მოთხოვნები ინჟინრების მიმართ, ასევე უპასუხოს მომავლის გამოწვევებს. ასეთი კვალიფიკაციის ინჟინრები ძალიან მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია.

სტუდენტი, მიიღებს საფუძვლიან ცოდნას ფიზიკაში, მათემატიკაში, საინჟინრო დისციპლინებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, დაეუფლება კომპიუტერულ პროგრამირებას, ხაზვასა და დიზაინს; CAD/CAM (კომპიუტერული პროექტირება / წარმოების კომპიუტერული მართვა) სისტემებს.

თანამედროვე საინჟინრო განათლების მისაღებად ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი.  ფაკულტეტზე ასწავლიან საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები. სასწავლო პროცესი სხვა სასწავლებლებისაგან განსხვავებული მეთოდიკით მიმდინარეობს. სწავლის პერიოდში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს განახორციელოს საკუთარი კრეატიული იდეები. საკონსტრუქტორო და რობოტიკის ლაბორატორიებში სტუდენტები ყოველ წელს აპროექტებენ და საკუთარი ხელით ქმნიან სასურველ პროდუქტს.

სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება დასაქმების მრავალმხრივი შესაძლებლობა, როგორც დამპროექტებელ, ისე მმართველ და საოპერაციო ინჟინერს, CAD/CAM სისტემებისა და კომპიუტერული პროგრამირების სპეციალისტს: სამშენებლო და საპროექტო კომპანიებში; ენერგეტიკის, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სფეროში; IT და ინტერნეტ-პროვაიდერულ კომპანიებში; ყველა იმ დარგში, სადაც გამოიყენება მართვის სისტემები.


სწრაფი ბმულები

✔ საბაკალავრო პროგრამა
✔ სამაგისტრო პროგრამა 
✔ საკონტაქტო ინფორმაცია