თუ გსურს დაეუფლო ისეთ მეცნიერებას, რომელიც აერთიანებს მეცნიერების თითქმის ყველა დარგს; თუ გაინტერესებს ქიმიური პროცესები და ტექნოლოგიები, თუ გინდა, თავად დაგეგმო და ჩაატარო ეფექტური ქიმიური ექსპერიმენტები, გააკეთო აღმოჩენები თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიებში, მაშინ აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამა საუკეთესო არჩევანია.
შენ შეისწავლი ქიმიის როგორც თეორიულ ისე გამოყენებით ასპექტებს – ზოგად, არაორგანულ და ორგანულ, კვანტურ, ფიზიკურ და მაკრომოლეკულურ ქიმიას; ქიმიურ ტექნოლოგიებს, საყოფაცხოვრებო ქიმიას, კვების პროდუქტების ქიმიასა და უვნებლობის კონტროლს, ბიოქიმიას – ლაბორატორიული ექსპერიმენტების საფუძველზე.
თანამედროვე ლაბორატორიებში შეისწავლი და გამოიყენებ კვლევის უახლეს მეთოდებს; დამოუკიდებლად ჩაატარებ ლაბორატორიულ და პრაქტიკულ ექსპერიმენტებს.გაივლი პრაქტიკებს და ჩაერთვები უნივერსიტეტის, ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის, მებაღეობა–მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ლაბორატორიებში.
ცოდნას და პრაქტიკულ განათლებას მიიღებ პროფესორ–მასწავლებლებისგან, რომელთაც აქვთ პედაგოგიური და კვლევითი საქმიანობის დიდი გამოცდილება.
აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ შენ იქნები აღჭურვილი თანამედროვე ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარით და დასაქმდები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვა; ფარმაცევტული და სურსათის გადამამუშავებელი საწარმოები; საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ქიმიური პროდუქციის მწარმოებელი ბიზნესის სექტორი. თუ წარმატებით დაასრულებ ქიმიის საბაკალავრო პროგრამას, სწავლას გააგრძელებ ქიმიის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ჩართული იქნები მნიშვნელოვან კვლევით საქმიანობებში.
ქიმიის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების საფუძველზე.
საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი. სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებ ქიმიის ბაკალავრის ხარისხს.
სწრაფი ბმულები