ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა უნიკალურია და ამ პროგრამას საქართველოში მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტი გთავაზობს.
ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, შენ გახდები თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი ვეტერინარი. ასევე, დამატებითი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში, გახდები მეცხოველეობის სპეციალისტი, კინოლოგი, ცხოველთა მწვრთნელი და ფსიქოლოგი, შეძლებ გამოიყვანო ცხოველთა ახალი ჯიშები. ყველა ეს პროფესია მოთხოვნადი და პრესტიჟულია.
შენ გასწავლიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალი პედაგოგები და მეცნიერები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ვეტერინარიის დარგში და, ამავდროულად, ჩართული არიან ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში.
მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკული უნარ-ჩვევებით გაიმყარებ ვეტერინარულ ლაბორატორიებში, მეცხოველეობის სანაშენო და ფერმერულ მეურნეობებში. უნივერსიტეტის უახლესი აპარატურით აღჭურვილ სავეტერინარო კლინიკაში შეძლებ პრაქტიკოსი ვეტერინარების ხელმძღვანელობით ჩაატარო ქირურგიული და გინეკოლოგიური ოპერაციები, შეაფასო პაციენტის კლინიკური სტატუსი − დასვა დიაგნოზი და დაუნიშნო მკურნალობის კურსი.
ვეტერინარია სრულიად ახალი ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა შედგენილია ამერიკისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების გამოცდილების გათვალისწინებით.
პროგრამის ხანგრძლივობაა 5 წელი. სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებ ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს.
სწრაფი ბმულები