სატყეო-საქმის საბაკალავრო პროგრამა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი გთავაზობთ სატყეო საქმის განახლებულ საბაკალავრო პროგრამას, რომლის მიზანია მეტყევეობის, ლანდშაფტის დაგეგმარების, ურბანული გამწვანების, მერქნის დამუშავების ტექნოლოგიის მიმართულებით იმ უნარ ჩვევების დაუფლება, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე შრომის ბაზარზე დასაქმებისა და წარმატებული კარიერისთვის .
აგრარული უნივერსიტეტის სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ისწავლით:
პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლით თანამედროვე სასწავლო და კვლევით ლაბორატორიებსა და სამეცნიერო ცენტრებში, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დენდროპარკში.
ლექციებს წაგიკითხავენ დიდი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პროფესორები და ახალგაზრდა პრაქტიკოსი სპეციალისტები.
საბაკალავრო პროგრამა შედგენილია მიჩიგანისა (აშშ), ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ გამოყენებით მეცნიერებებათა (ავსტრია), ჩეხეთის ბრნოს მენდელი უნივერსიტეტების სატყეო საქმის ანალოგიური პროგრამების საფუძველზე და საბაკალავრო პრიოგრამის დასრულების შემდეგ შეძლებ სწავლა გააგრძელო სამაგისტრო და შემდგომ სადოქტორო პროგრამებზე მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.
ჩვენი სტუდენტები აქტიურად იღებენ მონაწილეობას საერთშორისო და კვლევით პროექტებში და კურსდამთავრებულები 100% დასაქმებულნი არიან სატყეო საქმის სპეციალობით.
პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი. სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებ აგრარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს სატყეო საქმის სპეციალობით.
სწრაფი ბმულები