ENG GEO

Search form

აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის მიზანია მოამზადოს აგრარული მიმართულების მაგისტრი, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოში და საზღვარგარეთ სამეცნიერო, პრაქტიკულ საქმიანობაზე და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებაზე. მაგისტრანტი შეიძენს აგრარული სფეროს დისციპლინებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამის სპეციალობებში თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, გამოიმუშავებს აგრარული მეცნიერებების დარგში ინფორმაციის ანალიზის და სტატისტიკური მეთოდების გამოყენების უნარს.

პროგრამების კურსდამთავრებული იქნება დარგის სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილი კვალიფიციური სპეციალისტი, რომლის კვალიფიკაცია და კომპეტენციები უზრუნველყოფს მის კონკურენტუნარიანობას დასაქმების, როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთის ბაზარზე; სახელმწიფო ან კერძო სექტორის შესაბამისი პროფილის სამსახურებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიებში, საწარმოებში და სხვა.

სამაგისტრო პროგრამა ასარჩევად გთავაზობთ 5 სპეციალობას:

  • აგრონომია
  • ვეტერინარია
  • მეცხოველეობა
  • სასურსათო ტექნოლოგიები
  • სატყეო საქმე

პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების (University of Helsinki; Iowa State University; University of East London, University of Leeds; Cork Institute of Technology) შესაბამისი პროგრამების ანალიზისა და გადამუშავების შედეგად.

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი / 4 სემესტრი (120-121 ECST)

პროგრამაზედაშვებისწინაპირობა

სამაგისტრო პროგრამაზე აგრარული მეცნიერებები სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას არანაკლებ A2 (Pre-Intermediate) დონეზე. ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და საუ-ს მაგისტრატურაში მიღების წესის შესაბამისად. ასევე შესაძლებელია შიდა ან გარე მობილობის წესით ჩარიცხვა. მობილობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საუ-ს რეგულაციების შესაბამისად.

 


სწრაფი ბმულები

დეტალური პროგრამა
✔ კურიკულუმები

მიღება და ჩასაბარებელი გამოცდები
ვადები
სწავლის საფასური და გადახდა
რეგისტრაცია
საკონტაქტო ინფორმაცია