ENG GEO

Search form

აგროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

აგროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია საინჟინრო დისციპლინებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნზე,  რაც მოგცემთ საშუალებას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წარმართოთ მრავალმხრივი, კომპლექსური საქმიანობა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის სფეროში.

პროგრამა მოიცავს 2 კონცეტრაციას:

☑ მექანიზაცია

☑ ჰიდრომელიორაცია

 პროგრამა მოგცემთ  ცოდნას:

  • მემცენარეობისა  და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ძირითადი  პროცესების, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სამანქანო ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების შესახებ;
  • წყალთა მეურნეობის  ტექნიკური საშუალებების, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების, გარემოს დაცვის საინჟინრო საშუალებების ჰიდრომელიორაციაში გამოყენებული სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების, ჰიდრავლიკური მანქანების მუშაობის,  შესახებ.

პროგრამის ათვისების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება აგროინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი.

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს: სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისა და მელიორაციული სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიის ეფექტიანად გამოყენებას, ოპტიმალური სამუშაო რეჟიმების, საექსპლუატაციო და სხვა პარამეტრების განსაზღვრას გარემოს და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.


სწრაფი ბმულები

✔ კურიკულუმის აღწერა 

✔ კურიკულუმი

☑  კონცენტრაცია მექანიზაცია

☑  ონცენტრაცია ჰიდრომელიორაცია

✔ სემესტრული გეგმა

☑  კონცენტრაცია მექანიზაცია

☑  კონცენტრაცია ჰიდრომელიორაცია

✔ მიღება და ჩასაბარებელი გამოცდები

✔ საკონტაქტო ინფორმაცია