- თუ გაინტერესებს ბიოლოგია და ქიმია, ცოცხალი სამყარო და მისი მოლეკულური შემადგენლობა;
- თუ გსურს გახდე საინტერესო, ჯადოსნური ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტების შემოქმედი;
- თუ ხარ XI-XII კლასელი, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები სპეციალურად შენთვის აწყობს კონკურსს - "ლავუაზიეს წრე OCTAVUS".
კონკურსი გუნდურია და გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისაგან. შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან.
თუ შენ ჯერ არ გყავს სრული გუნდი - დარეგისტრირდი ინდივიდუალურად და ჩვენ დაგეხმარებით გუნდის დაკომპლექტებაში.
კონკურსი შედგება სამი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში
კონკურსის შედაგად გამოვლინდება 5 საუკეთესო გუნდი, რომლებსაც გადაეცემათ სასწავლო გრანტები ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:
ასევე, დაჯილდოვდება სამეულს მიღმა დარჩენილი ორი გუნდი: გუნდი რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქიმიაში და გუნდი, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ბიოლოგიაში.
* გუნდის თითოეული წევრი მიიღებს გუნდის მიერ მოპოვებული გრანტის მესამედს.
** იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურის ქულების დათვლის შემდეგ მესამე ტურში გადასული ყველა გუნდი ვერ გამოვლინდა იმის გამო, რომ ორმა ან მეტმა გუნდმა დააგროვა თანაბარი ქულა, მესამე ტურში გადასასვლელად გუნდებს მიეცემათ დამატებითი დავალება.
*** ფინალურ ტურში, თუ ვერ გამოვლინდება გამარჯვებული ან რომელიმე საპრიზო ადგილზე გასული გუნდი თანაბარი ქულების დაგროვების გამო, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც მეორე ტურში უკეთესი მაჩვენებელი ექნება. თუ მეორე ტურში მიღებული ქულებიც თანაბარი აღმოჩნდება, ამ შემთხვევაში მონაწილე გუნდებს მიეცემათ დამატებითი დავალება.
ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ვეტერინარიის და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის და თავისუფალ უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.
ვაუჩერი დააფინანსებს 2020 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.
რეგისტრაცია დასრულებულია.
საკონტაქტო ინფორმაცია
თეკო ძიძიგური
ტელ: 555 49 06 49
ელ-ფოსტა: t.dzidziguri@agruni.edu.ge