ENG GEO

Search form

საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საერთო - საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრი ახორციელებს სამეცნიერო და დიაგნოსტიკურ კვლევებს, როგორც შიდასაუნივერსიტეტო კვლევითი პროექტებისათვის, ისევე სხვა სამეცნიერო -კვლევითი ცენტრებისა თუ კერძო კომპანიებისათვის.

საერთო - საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრი შედგება შემდეგი სტრუქტურული რგოლებისაგან:

 

ფიზიკურ - ქიმიური ანალიზის ლაბორატორიას გააჩნია ISO სერტიფიკატი. იგი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. ლაბორატორია ახორციელებს დიაგნოსტიკურ კვლევებს სურსათის უვნებლობლობის კუთხით, კერძოდ უფლებამოსილია გასცეს სერტიფიცირებული დასკვნები ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებზე, ძმარზე, ხილზე, ბოსტნეულსა და მათი გადამუშავების პროდუქტებზე, თაფლზე და ა.შ.

ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის ლაბორატორია ასევე აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკავებულია ნიადაგის კვლევით. კერძოდ, შესაძლებელია განისაზღვროს ნიადაგის ძირითადი მახასიათებლები, დადგინდეს ნიადაგის ნაყოფიერება, და ფერმერულ მეურნეობებს და მიწათმოქმედებით დაკავებულ სხვა დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კვალიფიცირებული კონსულტაცია.

ქიმიის პრეპარატული ლაბორატორია აღჭურვილია მცირე და დიდ მასშტაბიანი ქიმიური ექსპერიმენტების განსახორციელებლად საჭირო დანადგარებითა და მოწყობილობებით. იგი ახორციელებს ცნობილი თუ ახალი ნაერთების სინთეზს, ნაერთებისა და გამხსნელების გასუფთავებას, ტექნოლოგიურ კონსულტაცია, ტექნოლოგიების შემუშავებას და სხვა.

ელ. მიკროსკოპის ლაბორატორია, როგორც დამოუკიდებელი ერთეული ჩამოყალიბდა 2012 წელს, რომლის უმთავრესი მიზანია მაღალი ხარისხის სასწავლო და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი ხარისხის სკანირებადი და ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპებით, რომელიც საშუალებას იძლევა  შესწავლილი იყოს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების უმცირესი ნაწილაკები და განსაზღვრული იქნას მათი სტრუქტურა და შენება.

 

ცენტრის ხელმძღვანელი: პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი

email: e.elizbarashvili@agruni.edu.ge