ENG GEO

Search form

გენბანკი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გენბანკი დაარსდა 2004 წელს მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICARDA) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. ამჟამად ის არის საქართველოში მინდვრის კულტურების გენეტიკური რესურსების შესწავლის ერთადერთი ცენტრი, სადაც მინდვრისა და ბოსტნეული კულტურები ადგილობრივი გენეტიკური მასალების დაცვის, შეგროვებისა და გამრავლების გარდა, მიმდინარეობს მათი ბოტანიკური დესკრიპტორების მიხედვით დახასიათება და სამეურნეო ნიშნების მიხედვით შეფასება. გენბანკის ახალ თანამედროვე მაცივარ-საცავში დაცულია თანამედროვე ჯიშების, ხალხური სელექციის ჯიშებისა, სასელექციო მასალისა და ველური მონათესავე კულტურების თესლის 3000-მდე ნიმუში.