ENG GEO

Search form

კ.ამირეჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტი - მიმდინარე პროექტები

  • დამფინანსებელი: ცოდნის ფონდი
  • პროექტის სახელწოდება: ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების დამუშავება მანქანების საიმედოობის გაზრდისათვის
  • პროექტის მენეჯერი: ჯემალ კაციტაძე
  • პროექტის ხანგრძილობა: 01.10.2013- 01.10.2015 წ.
  • პროექტის ანოტაცია: შიდასაგრანტო პროექტში დამუშავებული იქნება პრინციპულად ახალი მასალები, მოწყობილობები და ინოვაციური ტექნოლოგიები ტრაქტორების, ავტომობილებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების საექსპლუატაციო საიმედოობისა და რესურსის გაზრდისათვის.

  • დამფინანსებელი: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • პროექტის სახელწოდება : ცვალებადი მოდების განის მქონე გუთნის დაპროექტება, დამზადება და ძირითადი პარამეტრების გამოკვლევა
  • პროექტის მენეჯერი: ივანე კაპანაძე
  • პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2014 წ- 01.01.2015 წ.
  • პროექტის ანოტაცია: პროექტის განხორციელების დროს მოხდება იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესწავლა და საპატენტო ძიება, რომლებიც ეხება ცვალებადი მოდების განის მქონე გუთნებს, მათი ანალიზის საფუძველზე დაპროექტდება, დამზადდება და გამოიცდება (როგორც ლაბორატორიულ ასევე საველე პირობებში) პრინციპულად ახალი ცვალებადი მოდების განის მქონე გუთნი, რომელიც უზრუნველყოფს ხვნის ტექნოლოგიური პროცესის მაღალი ხარისხის მიღწევას, მწარმოებლურობის გაზრდას და ოპერატორის საექსპლუატაციო პირობების გაუმჯობესებას. ამასთანავე უნდა იქნეს დამუშავებული გუთნის ისეთი სქემა, რომელიც კონსტრუქციით არსებულთან შედარებით მარტივი და ადვილად დასამზადებელი იქნება და საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ მისი გამოყენების ავტომატიზაცია ოპერატორის კაბინიდან ტრაქტორის შეუჩერებლად.

  • დამფინანსებელი: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • პროექტის სახელწოდება თავთავიანი კულტურების წარმოებისთვის ნიადაგის დამუშავების მინიმალური და ნულოვანი ტექნოლოგიების დანერგვა-გავრცელება აღმოსავლეთ საქართველოს მემარცვლეობის ზონაში
  • პროექტის მენეჯერი: მამუკა ბენაშვილი
  • პროექტის ხანგრძლივობა: 25.04.2013 – 25.04.2015
  • პროექტის ანოტაცია: პროექტის მიზანს შეადგენს თავთავიანი კულტურების წარმოების მინიმალური და ნულოვანი ტექნოლოგიების დანერგვა-გავრცელება და აღმოსავლეთ საქართველოს მემარცვლეობის რეგიონებში დანერგვა გავრცელებისათვის მეცნიერული კონცეფციის შემუშავება. პროექტის მიზნიდან გამომდინარე შედგენილი იქნა ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიური რუკები, რის მიხედვითაც დედოფლისწყაროს რაიონში აგრარული უნივერსიტეტის საცდელ ბაზაზე 15 ჰა ფართობზე დათესილი იქნა საშემოდგომო ხორბალი 5 ჰა ტრადიციული, 5 ჰა მინიმალური და 5 ჰა ნულოვანი ტექნოლოგიებით. ამჟამად მიმდინარეობს ნათესებზე დაკვირვების და პროექტის გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების პროცესი.

  • დამფინანსებელი:სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • პროექტის სახელწოდება N131-79 „დარტყმის თეორიის და რეოლოგიის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიურის პროცესების მანქანებისა და იარაღების დამუშავებაში"
  • პროექტის მენეჯერი: ზაზა მახარობლიძე
  • პროექტის ხანგრძლივობა: 2013 – 2016
  • პროექტის ანოტაცია:სასოფლო-სამეურნეო მანქანების უმეტესი რაოდენობა მუშაობს დარტყმით პრინციპზე. სასოფლო-სამეურნეო მასალები კი წარმოადგენენ დისპერსიულ სისტემებს რთული სტრუქტურით, რომელთა დეფორმაცია განიხილება რეოლოგიაში. დარტყმის თეორიისა და რეოლოგიის მეთოდების გაერთიანებით საგრანტო პროექტით გათვალისწინებულია დამუშავდეს მაღალ სიჩქარეზე და დარტყმით პრინციპზე მომუშავე მანქანების და შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესების გაანგარიშების მეცნიერული საფუძვლები.

  • დამფინანსებელი: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • პროექტის სახელწოდება: სასოფლო სამეურნეო მანქანების ფერდობებზე მუშაობის ფიზიკური და მათემატიკური მოდელირების მეთოდების დამუშავება
  • პროექტის მენეჯერი: რევაზ მახარობლიძე
  • პროექტის ხანგრძლივობა: 2014 – 2017
  • პროექტის ანოტაცია:საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 60%-ზე მეტი განლაგებულია ფერდობზე. მანქანების ფერდობზე გამოცდა რთული და ხანგძლივი პროცესია და ხშირად გამოცდის დამთავრების დროისთვის, ტექნიკური პროგრესის ბუნებრივი პროცესის გამო, იგი მოძველებულია, ან შეცვლილია ახლით.
  • საგრანტო პროექტის მიზანია დამუშავდეს ფერდობზე მომუშავე სასოფლო-სამეურნეო მანქანების დაჩქარებული გამოცდის ფიზიკური და მათემატიკური მოდელირების მეთოდები.

  • დამფინანსებელი: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • პროექტის სახელწოდება: მცირე კონტურიან სათიბებში შეფუთული სენაჟის დამზადების ახალი ტექნოლოგიის დამუშავება მცირე მექანიზაციის ბაზაზე
  • პროექტის მენეჯერი: რევაზ რუსეიშვილი
  • პროექტის ხანგრძლივობა: 2014 – 2015
  • პროექტის ანოტაცია:ამჟამად განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაში მეცხოველეობის საკვებად მზადდება 55%-მდე შეღნობილი და დაპრესილი „შეფუთული სენაჟი", რომელიც 2 წლის განმავლობაში ინარჩუნებს მაღალ კვებით ღირებულებას. ასეთი საკვების დასამზადებლად ბალახები ითესება დიდ ფართობებზე და გამოიყენება 5-7 დასახელების მანქანათა კომპლექსი. საგრანტო პროექტის მიზანია საქართველოს პირობების გათვალისწინებით მცირე ფერმერული მეურნეობებისათვის, ტყისპირა და გზისპირა ნაკვეთებზე მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით მითითებული ბალახების „შეფუთული სენაჟის" მაღალი ტექნოლოგიის გამოყენებით დაამუშაოს შესაბამისი ახალი ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალება.