ENG GEO

Search form

მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სადოქტორო პროგრამა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას „აგრარული მეცნიერების" სადოქტორო პროგრამაზე სპეციალობით „მევენახეობა".

დოქტორანტი კვლევის განხორციელებისას ჩართული იქნება დაფინანსებულ შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტში „ვაზის ადგილობრივი გენოფონდის შეგროვება, დაცვა, შესწავლა და შეფასება საქართველოს მევენახეობის მდგრადი განვითარებისათვის".

დოქტორანტი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ისარგებლებს გრანტის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის საფასურისა და სამეცნიერო კვლევებთან დაკავშირებული შეღავათებით.

მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ფორმასთან ერთად გამოაგზავნონ მოთხოვნილი საბუთები.

ინფორმაცია სადოქტორო სკოლაში მიღების პირობებსა და და ჩასაბარებელ გამოცდებზე იხილეთ აგრუნის ვებ გვერდზე, სადოქტორო პროგრამა-მიღება და ჩასაბარებელი გამოცდები http://agruni.edu.ge/ge/node/558.

საკონტაქტო პირი: პროფესორი ნატო კობახიძე - n.kobakhidze@agruni.edu.ge