2025-26 სასწავლო წლის პირველი გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
29 October 2025
კახა ბენდუქიძის კამპუსში 2025-2026 აკადემიური წლის პირველი გაცნობითი პროგრამა 10 ოქტომბერს გაიმართა. გაცნობით პროგრამას 600-მდე მოსწავლე დაესწრო და დეტალური ინფორმაცია მიიღო აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ.
გაცნობითი პროგრამების ფარგლებში, აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა ეწვიონ კამპუსს, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამებსა და სასწავლო გარემოს, მიიღონ ინფორმაცია უნივერსიტეტში ჩაბარების პირობების შესახებ, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ სასურველ ლექციებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
2025-2026 აკადემიური წლის მეორე გაცნობითი პროგრამა დაგეგმილია 31 ოქტომბერს.
#გაცნობითი #BendukidzeCampus #AgrUni #FreeUni
Similar news
04 December 2025
2025-26 სასწავლო წლის მესამე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
03 December 2025
კულინარიის აკადემიის სტუდენტები სწავლობენ ზღვის პროდუქტების მომზადების და დამუშავების ტექნიკებს
03 December 2025
სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
01 December 2025
კულინარიის აკადემიის მზარეულის პროფესიული პროგრამა მოიცავს საგანს ღვინის დეგუსტაცია
28 November 2025