ENG GEO

Search form

Highlight

11 ივნისს კახა ბენდუქიძის კამპუსში სექტორული დასაქმების ფორუმი გაიმართა. კამპუსმა უკვე მეორედ უმასპინძლა ამ ფორმატის ფორუმს, სადაც წარმოდგენილი იყო ათეულობით კომპანია შემდეგი სექტორებიდან: აგრონომია, მეღვინეობა-მევენახეობა, სასურსათო ტექნოლოგია, ქიმია, ბიოლოგია, სატყეო, ვეტერინარია, წარმოება, სტუმარ-მასპინძლობა (HORECA), ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია, მშენებლობის ინჟინერია და მექანიკის ინჟინერია. შესაბამისი მიმართულების სტუდენტებს კომპანიებმა თავიანთი ვაკანსიები და სტაჟირების პროგრამები გააცნეს.
19.06.2019
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მ
21.05.2019
კამპუსში პროფესორმა ასაფ სადეჰმა (Asaf Sadeh) ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: "Agroecological research at the ARO: the functions of biodiversity in agroecosystems." ლექციის თემა იყო მტაცებელი ბაღლინჯოების კანიბალიზმის საკითხი კალიფორნიაში. მომხსენებელმა ისაუბრა დაავადებათა ეკოლოგიაზე, მავნე ტკიპების ბიოკონტროლის მექანიზმებსა და ციტრუსების ფიტოსეიდებზე. ასევე განიხილა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე გამოწვევები: ველური ფუტკრები, ქიმიური ეკოლოგია და მდგრადი სოფლის მეურნეობისათვის სამოდელო წარმოება. პროფესორი ასაფ სადეჰი არის აგროეკოლოგიის კვლევების კოორდინატორი Institute of Plant Sciences, Volcani Center-ში, ისრაელი.
16.05.2019
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, კამპუსში ედვარდ გლეიზერის წიგნის - „ქალაქის ტრიუმფი“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია ჩატარდა. ედვარდ გლეიზერი გახლავთ ურბანული ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. გამოცემის პრეზენტაცია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა, ვატო ლეჟავამ წარადგინა. გამოცემა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში. პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს Youtube არხზე: https://www.youtube.com/watch?v=nyhNZUGQbdk
24.04.2019
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, კამპუსში პროფესორმა ქრისტოფერ ლინგლმა ჩაატარა საჯარო ლექცია: „გარემოს შენარჩუნება: კერძო დაცვით თუ სახელმწიფო რეგულაციებით?“. ქრისტოფერ ლინგლს ჯორჯიის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში მიენიჭა 1977 წელს. მას შემდეგ, ის მუშაობდა აფრიკის, აზიის, ევროპის, ლათინური ამერიკისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. პროფესორ ლინგლის კვლევები ძირითადად ეხება პოლიტიკურ ეკონომიკასა და საერთაშორისო ეკონომიკას და ფოკუსირებულია განვითარებადი ბაზრის ეკონომიკებსა და საჯარო პოლიტიკის რეფორმებზე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ აფრიკაში. მის ნაშრომებს შეხვდებით წიგნების სახით, ასევე საერთაშორისო მედიასა და ისეთ აკადემიურ ჟურნალებში, როგორებიცაა: American Economic Review, Foreign Affairs, Journal for Studies in Economics and Econometrics, Kyklos და Pacific Review.
23.04.2019

გვერდები