ENG GEO

Search form

Highlight

კომპანია "ნიკორა" აგრარული უნივერსიტეტის კვების
20.04.2018
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში რ
20.04.2018
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, ლიზა კაციაშვილი და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, მარიამ გოგოლაშვილი აშშ-ში გამოარჩიეს! ორგანიზაცია Students for Liberty-ს ორგანიზებით ამერიკაში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია, რომელზე დასასწრებადაც მსოფლიოს მასშტაბით 50 წევრი-ლიდერი შეირჩა. საქართველოდან კი სწორედ აღნიშნული სტუდენტები გაემგზავრნენ კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტებიდან. ლიზას და მარიამის ჯგუფი ასევე წარდგენილი იყო წლის საუკეთესო ჯგუფის ნომინაციაზე და ჩვენი სტუდენტების დუეტმა აღნიშნულ ნომინაციაში გაიმარჯვა! მათი ორგანიზებით 2017 წელს Students for Liberty-ს ევროპის ნაწილის კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო და 900-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.
19.03.2018
აგრარული უნივერსიტეტის ენტომოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გიორგი ჯაფოშვილი, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფება ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევით ცენტრში, სადაც მავნებელთა ინტეგრირებული მართვის შესახებს იზიარებს ისრაელელი კოლეგების გამოცდილებას. პროგრამაში მონაწილეობას 12 ქვეყნის 20 სამთავრობო, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულების სპეციალისტი.
12.03.2018
17 მარტს 15:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერ
07.03.2018
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში USAID/REAP-ის პროგრამის დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ პროგრამის მონაწილეებს საქართველოს 4 რეგიონიდან (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი), რომელთაც ფარავდა აგრარული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ტრენინგ-პროგრამა. პროგრამა განხორციელდა საქართველოს აგრარული და სამი რეგიონული უნივერსიტეტის მეშვეობით და საქართველოს მასშტაბით მასში მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების 103-მა თანამშრომელმა.
06.03.2018
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში აგრარული უნივერსიტეტის ფიტოკლინიკის მცენარეების გამოფება-გაყიდვა ჩატარდა. ფიტოკლინიკამ სტუმრებს ოთახის უნიკალური ჯიშის მცენარეთა კოლექცია შესთავაზა. ფიტოკლინიკა გთავაზობთ: დაავადებული მცენარის უფასო, დიაგნოსტიკას და კონსულტაციას, აგრუნის ბიოპრეპარატს, რომელიც ანადგურებს მხოლოდ მავნე მწერებს და ტკიპებს (ოთახის პირობებში მისი გამოყენება უვნებელია), ფიტოკლინიკის მუდმივ, განახლებულ კოლექციას. დამატებითი ინფორმაცია ფიტოკლინიკის შესახებ იხილეთ აქ: http://agruni.edu.ge/ge/node/1714
05.03.2018
პროექტის Making an Impact in Policy Analysis in Georgia: Improving Research, Education and Engagement (MIPAG) ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვივნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ჯეფ რენო - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, გრანტოფიცერი და ნინო გაგუა - საგრანტო პროგრამების მენეჯერი. შეხვედრები გაიმართა MIPAG-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევითი პროგრამის Certified Public Policy Analyst-ის (CPPA) ლექტორებთან და კურსდამთავრებულებთან. შეხვედრებზე განიხილეს პროგრამის როგორც მიმდინარე საკითხები და შედეგები ისე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. პროგრამა CPPA ერთობლივად ხორციელდება თბილისის თავისუფალ, საქართველოს აგრარულ და ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე - საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო პოლიტიკის კვლევის გაუმჯობესება. კერძოდ, პროექტი მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას საჯარო პოლიტიკის მიმართულებით, მისი მეშვეობით უნივერსიტეტის ინტეგრირებას სამოქალაქო საზოგადოებაში და უნივერსიტეტის ჩართულობის გაუმჯობესებას სახელმწიფო პოლიტიკის ფორმულირებაში.
05.03.2018
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი საბუნებისმეტყველო სადოქტორო პროგრამის სტუდენტები, თემურ ქანთარია და თენგიზ ქანთარია მიწვეულები იყვნენ პარიზში, საერთაშორისო კონფერენციაზე „EuroSciCon Conference on Chemistry 2018”. ვიზიტი დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნირო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის საგრანტო კონკურსით. ძმებმა ქანთარიებმა წარადგინეს სასტენდო მოხსენებები (პოსტერები) საკუთარი სადისერტაციო კვლევების შესახებ. კონფერენციაზე თემურ ქანთარია დააჯილდოვეს „საუკეთესო პოსტერის ჯილდოთი“. ძმები ქანთარიები ასევე მიიწვიეს შემდეგ კონფერენციაზე, რომელიც 2019 წელს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდება.
05.03.2018
აგრარული უნივერსიტეტი აცხადებს რიგ-გარეშე მობილ
28.02.2018

გვერდები