სწავლის საფასური აგრარულ უნივერსიტეტში

2025 წლის მიღებისთვის

სწავლის საფასური აგრარული უნივერსიტეტის პროგრამებზე მოცემულია ქვემოთ წარმოდგენილი გრაფიკული სქემით, სახელმწიფო გრანტის მოცულობის მიხედვით:

A Საფასური Ყველა Ერთად

დაფინანსების შესაძლებლობები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცხადდება სასტიპენდიო პროგრამა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად. პროგრამა ითვალისწინებს ერთწლიან დაფინანსებას აგრარული უნივერსიტეტის შემდეგი მიმართულების სტუდენტებისთვის:

  • ვეტერინარია
  • მევენახეობა-მეღვინეობა
  • სასურსათო ტექნოლოგია
  • ბიოლოგია
  • ქიმია

სასტიპენდიო პროგრამაში ჩასართავად და დაფინანსების მისაღებად შესაბამისმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ წინასწარ გამოცხადებული შესარჩევი კონკურსი, რომელიც გადაარჩევს აპლიკანტებს მოტივაციის, აკადემიური მოსწრებისა და პიროვნული შესაძლებლობების მიხედვით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზემოთხსენებული პროგრამების სტუდენტებს, რომლებიც:

  • არიან მეორე ან მესამე კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, შერჩეულ საბაკალავრო პროგრამებზე
  • აქვთ 2.75-ზე მაღალი GPA
  • სარგებლობენ 100%-იანი სახელმწიფო გრანტით. 

აპლიკაციების მიღების გამოცხადების შემდეგ, დაინტერესებულმა პირებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია stipendia.bog.ge

2024-25 წლის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება 15 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს.

2024 წელს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ცოდნის ფონდი სწავლას 4 წელი სრულად დაუფინანსებს.

სწავლის სრულად დასაფინანსებლად სტუდენტი:

  • უნდა ჩაირიცხოს თავისუფალ უნივერსიტეტში ან აგრარულ უნივერსიტეტში 2024 წელს
  • დაადასტუროს სოციალურად დაუცველის სტატუსი
  • ოჯახს ჰქონდეს მინიჭებული 120001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა 

საუკეთესო აბიტურიენტებისთვის სასწავლო გრანტებს გასცემს ცოდნის ფონდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით: 

2007 წლიდან დღემდე სასწავლო გრანტი გადაეცა ასობით სტუდენტს.

შენ მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს თუ:

  • იქნები პირველი შენს საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით
  • იქნები საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე და გახდები ჩვენი სტუდენტი

თვალი ადევნე და დარეგისტრირდი აგრარული უნივერსიტეტის შემეცნებით კონკურსებზე, მიიღე მონაწილეობა, დაიკავე საპრიზო ადგილი და მოიპოვე დამატებითი გრანტი.