კომპანია ნიკორას სტიპენდიას აგრარული უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები მიმდინარე სემესტრშიც მიიღებენ. სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულების მეოთხეკურსელებს, დავით ივანიაძესა და გიორგი კუკავას და მესამეკურსელებს, გიორგი რთველიაშვილსა და ნიკა გომელაურს ყოველთვიური სტიპენდია სწავლის რეიტინგის მიხედვით დაენიშნათ. დავითი და გიორგი ნიკორას სტიპენდიანტები უკვე მეორეჯერ გახდნენ.
სტიპენდია სტუდენტებს ნიკორასა და უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ენიშნებათ. მისი მიზანია სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულების განვითარება და პროფესიის პოპულარიზაცია.
Send notification via e-mail: