საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი გაიზენჰაიმის უნივერსიტეტსა და სომხეთის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს მიღებას მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ონლაინ სეზონურ სკოლაში.
საერთაშორისო ონლაინ სეზონური სკოლის მიზანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ინფორმაციის/გამოცდილების გაზიარება დღეს არსებულ აქტუალურ და მნიშვნელოვან მიმართულებებთან დაკავშირებით.
სკოლის ფარგლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, გაიზენჰაიმის უნივერისტეტის და სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კვალიფიციური ლექტორები განიხილავენ შემდეგ მიმართულებებს: მევენახეობა, მეღვინეობა, ღვინის ბაზარი, ბაზრის კვლევა, ღვინის მარკეტინგი და ტურიზმი. სკოლის ფარგლებში ერთ დღეს ჩატარდება გერმანული ღვინოების დეგუსტაცია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.
სეზონური სკოლის პროგრამა განკუთვნილია: მევენახეობა-მეღვინეობის, ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის მიმართულების ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის.
პროგრამა შედგება შემდეგი სალექციო თემისაგან:
დეტალური განრიგი იხილეთ აქ.
ონლაინ სეზონური სკოლის ჩატარების პერიოდი:
2021 წლის 4 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
შენიშვნა: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
გთხოვთ, მსურველებმა 2021 წლის 30 სექტემბრის 18:00 საათამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
595 80 82 59