ENG GEO

Search form

დავით მახარაძე სწავლას კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტში გააგრძელებს

ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის მაგისტრი დავით მახარაძე ჩაირიცხა კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის "პოლიმერებისა და ბიოპოლიმერების" სადოქტორო პროგრამაზე.
დავითმა მოიპოვა განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია და ესპანეთში სწავლას გააგრძელებს სამი წლის განმავლობაში. სადოქტორო პროგრამა ფოკუსირებულია ბიოდეგრადირებადი პოლიმერული მასალების სექტორზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია ბიოსამედიცინო ინდუსტრიაში.
Send notification via e-mail: