თუ გაინტერესებს ინჟინერია, რობოტიკა, კონსტრუირება, კომპიუტერული პროგრამირება და პროექტირება, გსურს შენეული გადაწყვეტა მოუგონო ამოცანებს, არ გაკმაყოფილებს სტანდარტული მიდგომები, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები შენთვის ატარებენ კონკურსს ედისონის ლიგა - NONUS.
კონკურსი გუნდურია და მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ X-XII კლასის მოსწავლეებს. გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისაგან და მათგან მინიმუმ 2 უნდა იყოს აბიტურიენტი.
შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან.
თუ შენ ჯერ არ გყავს სრული გუნდი - დარეგისტრირდი ინდივიდუალურად და ჩვენ დაგეხმარებით გუნდის დაკომპლექტებაში.
*კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო წინასწარ მომზადება.
კონკურსი შედგება სამი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში:
I ტური - 20 ნოემბერს
II ტური და ფინალი - 21 ნოემბერს
კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 საუკეთესო გუნდი, რომლებსაც გადაეცემათ სასწავლო გრანტები ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:
15 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა I ადგილზე გასულ გუნდს
9 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა II ადგილზე გასულ გუნდს
4 500 ლარიანი გრანტი გადაეცემა III ადგილზე გასულ გუნდს
* გუნდის თითოეული წევრი მიიღებს გუნდის მიერ მოპოვებული გრანტის მესამედს.
გრანტები აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ვეტერინარიისა და საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის, არქიტექტურის და შენობის სისტემების ინჟინერიის სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.
*დარეგისტრირებული მოსწავლეები კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას ინდივიდუალურად მიიღებენ.
რეგისტრაცია დასრულებულია