ENG GEO

Search form

აგრარულ უნივერსიტეტსა და კომპანია ოქსიგენიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აგრარულ უნივერსიტეტსა და კომპანია ოქსიგენიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს აგრარული უნივერსიტეტის ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის საბაკალავრო, სამაგისტრო და აგრარული მეცნიერებების სადოქტორო საფეხურის აკადემიური პროგრამების საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობასა და განვითარებას პრაქტიკულ-შემეცნებითი აქტივობების მეშვეობით.

 

კომპანია ოქსიგენია ზემოაღნიშნული აკადემიური პროგრამების სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას.

 

მემორანდუმს ხელი ოქსიგენიას დირექტორმა, ალექსანდრე ნინუამ და აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ ლეჟავამ მოაწერეს.

Send notification via e-mail: