ეს საგანი ამზადებს დოქტორანტს კვლევის ჩასატარებლად. მასში განიხილება კვლევის პრინციპები, კვლევის ალტერნატიული ფილოსოფიები და დისციპლინირებული პროცედურული მიდგომა კვლევის ჩატარებისადმი. ეს საგანი დაეხმარება დოქტორანტს თავისი კვლევის დაგეგმვაში, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებაში და მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებაში. საგნის დასრულებისას დოქტორანტს ექნება დაწერილი დისერტაციის სამუშაო მონახაზი, რომლის მიხედვით შეიძლება დაწერილი იყოს დისერტაცია.