ENG GEO

Search form

რთველი

აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობისა და აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბადიაურში, რთველში მიიღეს მონაწილეობა. სტუდენტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ უმასპინძლა. რთველში მონაწილეობის შემდეგ, სტუდენტები კომპანია „ბადაგონის“ საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც ყურძნის ჩაბარების, გადამუშავების და ღვინის ჩამოსხმის პროცესს გაეცნენ.