ENG GEO

Search form

პროექტი "ერთადერთი დედამიწა" გრძელდება

 

აგრარულ უნივერსიტეტში გრძელდება გელა თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი "ერთადერთი დედამიწა".

8 აპრილს პროექტის ფარგლებში აკადემიკოსმა თენგიზ ურუშაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია "საქართველოს ნიადაგები - სიამაყე და ტკივილი".

ლექციას საკმაოდ ბევრი, 100-ზე მეტი მსმენელი დაესწრო. ბოლოსკენ გაიმართა დისკუსია.

პროექტი ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გელა თევზაძის ხსოვნას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების განვითარებასა და წარმატებაში.