საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ცენტრთან ერთად აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობას სამეცნიერო პრაქტიკულ და კვლევით საქმიანობაში.
დოკუმენტს ხელი აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა - ლაშა გოცირიძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა - ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს.