საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია BIOPARTNERS, რომელიც კვებისა და ბიოტექნოლოგიის საკითხების ეძღვნება (პროექტის სრული სახელწოდება - კვებისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში საქართველოს თანამშრომლობის საერთაშორისო პოტენციალის გაძლიერება - Reinforcing Georgian international cooperation capacities in the field of Food and Biotechnologies).
პროექტის შესრულებაში ქართველ მეცნიერებს პარტნიოტობას უწევენ მურსიის უნივერსიტეტი (ესპანეთი) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სპეციალისტთა ჯგუფი - ინნო (საფრანგეთი).
აღნიშნული პროექტი საშუალებას აძლევს საქართველოს გაიმჯობესოს კვლევითი საქმიანობა FP7-ის პრიორიტეტული თემატიკით “საკვები, სოფლის მეურნეობა და ბიოტექნოლოგია”.
პროექტის ფარგლებში დღეს კამპუსში საერთაშორისო კომფერენცია გაიხსნა, რომელშიც აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერები და არაერთი საერთაშორისო ორგნიზაციის წარმომადგენელი ონაწილეობს.