სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის სტრატეგიული კვლევები ეხება ისეთ სოციალური საკითხებს, როგორიცაა ანტიბიოტიკების გავრცელება, საკვების უსაფრთხოება და სიცოცხლესთან დაკავშირებული დაავადებები. მასში მუშავდება ცხოველთა დაკვირვების მოდელები, რომლებიც გამოიყენება ცხოველთა ჯანმრთელობისთვის და დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. ინსტიტუტის ძირითადი მიმართულებებია:
- ცხოველთა წარმოება, კვება და ჯანმრთელობა - აღნიშნული მიმართულება მოიცავს მეცხოველეობის წარმოების ძირითად მიმართულებებს - მეფრინველეობა, მეძროხეობა, მეღორეობა და მეცხვარეობა. ძირითადი სფეროები მოიცავს სწავლებას და კვლევას მეცხოველეობის წარმოებასა და ჯანმრთელობაზე. მეცნიერთა ჯგუფის მთავარი მიზანია ვეტერინარულ და ცხოველთა მეცნიერების დისციპლინებს შორის თანამშრომლობის გაზრდა.
- ცხოველთა კეთილდღეობა და დაავადებათა კონტროლი - ამ მიმართულების მიზანია ვეტერინარულ მეცნიერებასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება ბიოეთიკის, ცხოველთა ქცევისა და ეპიდემიოლოგიის სფეროებში. კვლევა ფოკუსირებულია კანონების, ასოციაციებისა და ურთიერთობების იდენტიფიცირებასა და აღწერაზე და ამ ცოდნის გამოყენებაზე ცხოველთა კეთილდღეობისა და მდგრადობის ცხოველთა წარმოების ფარგლებში.
- ცხოველთა კეთილდღეობა და ანტიბიოტიკების გონივრული გამოყენება - მდგრადი სოფლის მეურნეობა და ფერმერებისთვის მომგებიანობა არის ამ მიმართულების კვლევის ძირითადი საკითხები. იგი ქმნის მნიშვნელოვან ღირებულებას ზოგადად საზოგადოებისთვის, რადგან ის შეიმუშავებს და აფასებს ახალ გზებს ცხოველთა კეთილდღეობისა და მაღალი მომგებიანობისათვის, როგორც ფერმის, ისე ეროვნულ დონეზე.
- ცხოველთა ქცევისა და ბიოეთიკის კვლევები - იძლევა საბაზისო ცოდნის საფუძველს, რათა შეიქმნას ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთიერთობის უკეთესი აღქმა.
- დაავადების გავრცელების კვლევები და კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობა ეხმარება ფერმერებს, ვეტერინარებსა და დარგის სხვა ადამიანებს დაავადების გავრცელების შემცირებაში.
- სურსათის უვნებლობა და ზოონოზური ინფექციები - აღნიშნული მიმართულება შეისწავლის საკვებით გადატანილ პათოგენურ ბაქტერიებს და ზოონოზებს, რომლებიც გამოწვეულია ცხოველებიდან ადამიანზე გადაცემული ბაქტერიებით. იგი მოიცავს ცოდნის გაღრმავებას დაავადებათა პრევენციის, კონტროლისა და მკურნალობის სფეროებში, როგორიცაა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა და ანტიბიოტიკების ალტერნატივა, ფაგოთერაპია და ჰიგიენა.
- პათობიოლოგიური მეცნიერებები - მიმართულება მოიცავს ნეიროანატომიის, ნეიროდეგენერაციული დარღვევების, ელექტროფიზიოლოგიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ბიომექანიკის, ცხოველთა კეთილდღეობის, დაავადების მოდელების, პათოგენეზის შეფასების, ვეტერინარული პათოლოგიის დიაგნოსტიკის ფარგლებში.
- ვეტერინარული კლინიკური მიკრობიოლოგიის მიმართულება - ვეტერინარული კლინიკური მიკრობიოლოგიის განყოფილება მოიცავს ფართო სფეროს დიაგნოსტიკური საშუალებების შემუშავებიდან ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების მოლეკულურ და ექსპერიმენტულ კვლევებამდე. მას აქვს დიდი მნიშვნელობა ანტიბიოტიკოთერაპიის ალტერნატივების ძიების პროცესში, მძიმე და ზოონოზური ვირუსული ინფექციების პათოგენეზზე, ვაქცინების შემუშავებაზე და სხვა ღონისძიებებზე ცხოველებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლისთვის.
ინსტიტუტის შემადგენლობაშია სამი ლაბორატორია: ცხოველთა დიაგნოსტიკის ლაბორატორია, მიკრობიოლოგიის ლაბორატორია და ნემატოდების შემსწავლელი ლაბორატორია
საკონტაქტო ინფორმაცია
ოქროსფერი სტაფილოკოკის მიერ სურსათის დაბინძურების დონის განსაზღვრის ექსპრეს მეთოდის შემუშავებისათვის ბიოქიმიური საფუძვლების შექმნა (2022)
საკვებისმიერი ინტოქსიკაცია წარმოადგენს აქტუალურ პრობლემას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საკვებისმიერი ინტოქსიკაციის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმია - ოქროსფერი სტაფილოკოკი, რომლის სურსათში მოხვედრის ძირითადი მიზეზია ჰიგიენის ნორმების დარღვევა და სურსათის არასათანადოდ დამუშავება, შენახვა და/ან რეალიზაცია. ეს მიკროორგანიზმი გამოყოფს ძლიერ ენტეროტოქსინებს, რაც სხვადასხვა სიმძიმის დაავადებას იწვევს.
აღნიშნული პრობლემა საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას, ვინაიდან პოპულარული და ფართოდ მოხმარებადია ისეთი სასურსათო პროდუქტები, რომლებიც სტაფილოკოკით დაბინძურებისადმი საკმაოდ მოწყვლადია და იყიდება ისეთ პირობებში (მაგ. აგრარული მარკეტები, ე. წ. „ბაზრები“), სადაც მათი ხარისხის კონტროლი ვერ ხორციელდება. ამრიგად, ყოველწლიურად უამრავი ადამიანის, მათ შორის ბავშვებისა და მოზარდების, ჯანმრთელობა დგება საფრთხის ქვეშ, რაც სტაფილოკოკით დაბინძურების აღმოჩენის სწრაფი და სარწმუნო მეთოდის არსებობის განსაკუთრებულ საჭიროებას გამოკვეთს.
ბაქტერია - რემედიატორები, საქართველოს დარიშხანით დაბინძურებული ნიადაგების გასუფთავების ტექნოლოგიისათვის (2022)
დარიშხანს 1-ლი ადგილი უკავია 20 ყველაზე საშიში ნაერთის სიაში, რომელიც ტოქსიკური ნაერთებისა და დაავადებების რეგისტრაციის სააგენტომ - ASTDR და აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ EPA ერთობლივად შეადგინეს. დარიშხანსა და მის ნაერთებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ყველაზე პრობლემატურ ნივთიერებებად მიიჩნევს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხოლო კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC) მათ კანცეროგენების საშიშროების 1-ლ კატეგორიას მიაკუთვნებს.
ადამიანის ორგანიზმში დარიშხანის შემცველმა ნაერთმა ძირითადად შეიძლება შეაღწიოს საკვებიდან და სასმელი წყლიდან, ასევე კანიდან და სასუნთქი გზებიდან. დარიშხანი კვებით ჯაჭვში უმთავრესად დაბინძურებული ნიადაგიდან და წყლიდან ერთვება. დაბინძურება ძირითადად ხდება ყოფილი საწარმოებიდან, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორიაზე წყალში, ნიადაგსა და მცენარეებში გროვდება დარიშხანის შემცველი ნაერთები, საიდანაც ისინი გადადიან ცხოველების ქსოვილებსა და რძეში, საბოლოოდ კი ადამიანის ორგანიზმში. ბოლოს დარიშხანი აკუმულირდება კანში, ფრჩხილებში, თმებში, ასევე ძვლებსა და კუნთებში.
დარიშხანით გარემოს დაბინძურების საკითხი აქტუალურია საქართველოში, სადაც არსებობს არაერთი ბუნებრივი თუ ანთროპოგენული წყარო. საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, რაჭასა და ქვემო სვანეთში ათეული წლების მანძილზე მიმდინარეობდა დარიშხანის მადნების მოპოვება, გადამუშავება და დარიშხანშემცველი პრეპარატების წარმოება, რომელმაც დროთა განმავლობაში გამოიწყვია მათი დაგროვება და ეკოსიტემის დაბინძურება.
დიაგნოსტიკური და რემედიაციული ბიოტექნოლოგიების შემუშავება საქართველოში დარიშხანით დაბინძურებული გარემოს გასუფთავებისათვის (2020 - 2021)
პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში დარიშხანით დაბინძურებული ნიადაგის და წყლის გასუფთავების ბიოტექნოლოგიის საფუძვლების შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა სპეციალურად შექმნილი დიაგნოსტიკური დნმ-ჩიპისა და შერჩეული მცენარეებისა და მიკროორგანიზმების გამოყენებაზე.
პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილია დნმ-ბიოჩიპი, რომლის საშუალებითაც დადგინდა დაბინძურებულ ნიადაგებში მიკროორგანიზმთა დომინანტური შტამები, რომლებიც დარიშხანის შემცველი ტოქსიკური ნაერთების მიმართ მაღალ მდგრადობას ამჟღავნებს. აღნიშნული მიკროორგანიზმების ბიოქიმიური თვისებების შესწავლის საფუძველზე გადაირჩა ის შტამები, რომლებსაც დარიშხანის შემცველი ნაერთების ჟანგვა-აღდგენის უნარი გააჩნიათ.
დადგენილია, რომ დარიშხანის სხვადასხვა ფორმების მიმართ მცენარის მდგრადობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ფერმენტების პეროქსიდაზისა და გლუტათიონ S-ტრანსფერაზის აქტივობაზე. მოდელური ცდებით ნაჩვენებია, რომ ეს მიკროორგანიზმები ხელს უწყობს დაბინძურებულ ნიადაგზე ზრდისას გვიმრისა და მზესუმზირის მიერ დარიშხანის შეთვისებას, რაც ფიტორემედიაციული ტექნოლოგიის შემუშავების საშუალებას იძლევა. ასევე ნაჩვენებია, რომ წყალმცენარე სპირულინას ფიტორემედიაციული პოტენციალი საშუალებას იძლევა შემუშავდეს დარიშხანით დაბინძურებული წყლის გასუფთავების ტექნოლოგია.
საქართველოს ბაზიდიომიცეტების ანტიბაქტერიული აქტივობის შეფასება და მათი ბიოსინთეზური პოტენციალის გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავება (2017 – 2020)
პროექტის მთავარი მიზანია შეფასდეს საქართველოს ბაზიდიომიცეტების ანტიბაქტერიული თვისებები და დაგროვდეს ფუნდამენტალური ცოდნა ამ აქტივობების მარეგულირებელი ფაქტორების შესახებ. შესაბამისად ამაღლებულ იქნას ანტიბაქტერიული აქტივობა პერსპექტიულ სოკოებში.
მიკროორგანიზმებისა და ბიოლოგიური წარმოშობის ზედაპირულად აქტიური ნაერთების გამოყენებით ჟელატინით დაზიანებული ხელოვნების ნიმუშების წმენდის ახალი მეთოდების შემუშავება (2017)
კვლევა ეხებოდა ხელოვნების ნიმუშების წმენდის (გაჯანსაღების) მეთოდის შემუშავებას, რომელიცგანხორციელდა ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესიის ჩამოხსნილი კედლის მხატვრობის მაგალითზე მისიარსებული მდგომარებისა და პრობლემებიდან გამომდინარე. მეთოდი ითვალისიწინებს ბიოლოგიური დაქიმიური წმენდის გაერთიანებას და გულისხმობს გასაწმენდი ხელოვნების ნიმუშიდან გამოყოფილიმიკროორგანიზმებისა და ენდემური წარმოშობის საპნის ხიდან გამოყოფილი საპონინების გამოყენებასწმენდისთვის.
დამბალხაჭოს მიკრობიომის შესწავლა და მისი წარმოება (2016 – 2018)
დამბალხაჭო მაღალი საკვები ღირებულების მქონე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელმაც თავის ენდემურეობის გამო რამოდენიმე ათასი წელია ჯერ კიდევ ვერ „მოიკიდა ფეხი“ ბარში და მას დღესაც მცირე რაოდენობით ამზადებენ საქართველოს მთიან ზონაში - ფშავში, ამიტომაც მისი მიღებისა და სრულყოფის- მომწიფების ოპტიმალური ტექნოლოგიის შემუშავება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია მისი მასიური წარმოების და პოპულარიზაციის საქმეში.
ოქროსფერი სტაფილოკოკის ენტეროტოქსინი, როგორც გარემოსა და საკვების დაბინძურების რისკ ფაქტორი (2015 – 2016)
დღეისათვის საკვებისმიერი დაავადებების კვლევა ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ამის მიზეზად სახელდება ფუნქციური საკვების ახალი სახეობები სასურსათო ბაზარზე, კლიმატის ცვლილება და სხვა. ნატურალურ გემოსა და ბუნებრივი თვისებებით მომზადებული საკვები ზრდის გარემოში ტოქსინის მაპროდუცირებელი ბაქტერიების გამრავლების რისკს, ისეთების როგორიც არის სალმონელები, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირი და სხვა, რომელსაც შესწევთ უნარი გამრავლდეს საკვებ პროდუქტში და გამოავლინოს ვირულენტობა. სტაფილოკოკური საკვებისმიერი ინფექციები არის საკვების მიერი ინტოქსიკაციის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ვითარდება ადამიანის ორგანიზმში და განპირობებულია არასწორად დამზადებული საკვებისა და შენახული პროდუქტის გამოყენებით. არსებობს მოსაზრება რომ S.aureus -ის მაკოდირებელი გენების გადატანა ხორციელდება პროფაგების პლაზმიდების ე.წ. პათოგენური კუნძულების და სხვა კლასტერების მეშვეობით, რომლებიც ხასიათდებიან თერმოსტაბილურობით, და სუსტი დეგრადირების უნარით. არსებობს მოსაზრებაც, რომ S. aureus-მა და სხვა ასოცირებულმა მიკროორგანიზმებმა, რომლებიც არიან გარემოში, საკვებში შეიძლება გამოიწვიონ ენტეროტოქსინის დონის გაძლიერება პროტეაზების უჯრედგარე მოქმედებით. აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოქროსფერ სტაფილოკოკთან ასოცირებული მიკროფლორა აძლიერებს დაავადების გამოწვევის და დამძიმების ალბათობას, ვინაიდან იგი მთელი რიგი მექანიზმების მეშვეობით იძენს ოქროსფერი სტაფილოკოკისათვის დამახასიათებელი ენტერო ტოქსინების სინთეზის უნარს.
Didebulidze, K., Vlasov, A., Chichua, D. (2022). The Monitoring of Wine Faults in Georgian Wines. Annals of Agrarian Science. 20 p-46-59
Khardziani, T., Metreveli, E., Didebulidze, K., Elisashvili, V. (2020). Antimicrobial activity of Medical mushrooms Isolated from Natural Areas of Georgia and Optimisation of Submerget Culture Conditions for the Split Gill Medical Mushroom by Shyzophillum commune Fries BCC64 (Agaricomycetes). International Journal of Medical Mushrooms
Kobaladze, A., Lomidze, A., Maludze, S., Sakevarishvili, A., Dideblide, K., Metreveli, Z., Titvinidze, G., Tarabara, V. (2019). Filterability of surface water from Tbilisi Sea. Preliminary assessment of ultrafiltration as a process alternative. Separation science and Technology
Matitaishvili, T., Chelidze, N., Nozadze, T., Didebulidze, K., Elizbarashvili, E. (2018). Non toxic new macrocyclic azo methines. International Artvin Symposium. Artvin, Turkey
Chelidze, N.T., Ochkhikidze, N.T., Matitaishvili, T.R., Didebulidze, K.A., Elizbarashvili, E.N. (2017). New Nontoxic Macrocyclic Azomethines. Georgian Engineering News. No.3 (vol. 83). ISSN 1512-0287. Tbilisi, Georgia
Ochkhikidze, N., Matitaishvili, T., Didebulidze, K., Elizbarashvili, E. (2017). Synthesis of Cr3+ and Cu2+ containing complexes of macrocyclic azomethines and investigation of their antimicrobial activity. Georgian Engineering News. 4, 45-49
ლომიძე, ი., კობალაძე, ა., მალუძე, ს., საყევარიშვილი, ა., პატაშური, ა., გიორგაძე, ა., გლურჯიძე, თ., მეტრეველი, ზ., დიდებულიძე, კ. (2016). მემბრანული ფილტრაციის მეთოდით თბილისის მიდამოებში მტკვრის დაბინძურების დონის განსაზღვრა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო. გვ-137-139
Didebulidze, K., Giorgadze, A., Glurjidze, T., Kobaladze, A., Lomidze, I., Maludze, S., Metreveli, Z., Patashuri, A., Sakevarashvili, A., Tarabara, V., Vakuliuk, P., Yatseiko, O. (2016). Evaluating Feasibility of Ultrafiltration as a Treatment Option for surface Waters of Mtkvari and Aragvi Rivers. 8th IWA Eastern European Conference for Young Water Professionals.Gdansk, Poland
ოჩხიკიძე, ნ., მათითაიშვილი, თ., დიდებულიძე, კ., ელიზბარაშვილი, ე. (2016). ახალი არატოქსიკური ფრაგმენტების შემცველი აზომეთინები. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილება. გვ-70-71. თბილისი
Khuskivadze, N., Didebulidze, K., Khatisashvili, G., Mania, K., Chogovadze, D. (2016). Design the method of de-restoration and cleaning of detached wall paining deteriorated by gelatin using microorganisms and bio surfactants. Green Conservation of cultural Heritage. Palermo, Italy
Didebulidze, K., Kochlamazashvili, K., Kobakhidze, A. (2015). Antifungal susceptibility pattern of some clinical isolates ofcandid albicans isolated from dogs and cats; 3rd International Scientific Conference on Dialogues on Sciences. Yerevan, Armenia
Didebulidze, K., Kochlamazashvili, K., Kobakhidze, A. (2015). Susceptibility to antibiotics of Salmonella strains isolated from food. 3rd International Scientific Conference on Dialogues on Sciences. Yerevan, Armenia
დიდებულიძე, კ., კობახიძე, ა., კოჭლამაზაშვილი, ქ., ზაალიშვილი, თ., კაციტაძე, ე. (2015). Listeria monocytogenes - ანტიმიკრობული და ბაქტერიოცინული აქტივობის განსაზღვრა. სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, ვეტერინარია-მეცხოველეობის მეცნიერებები და სურსათის უვნებლობის მიმართულებები საქართველოში. თბილისი, საქართველო
დიდებულიძე, კ., კობახიძე, ა., კოჭლამაზაშვილი, ქ., ზაალიშვილი, თ., კაციტაძე, ე. (2015). ძაღლისა და კატის სოკოვანი დაავადებების ეტიოლოგიური სტრუქტურის შესწავლა. სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია,ვეტერინარია - მეცხოველეობის მეცნიერებები და სურსათის უვნებლობის მიმართულებები საქართველოში.თბილისი, საქართველო
დიდებულიძე, კ., კობახიძე, ა., კოჭლამაზაშვილი, ქ., ზაალიშვილი, თ., კაციტაძე, ე. (2015). ძაღლისა და კატის დერმატიტების შესწავლა. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია. თბილისი საქართველო
დიდებულიძე, კ., გიორგაძე, ა., გლურჯიძე, თ., კობალაძე, ა., ლომიძე, ი., მალუძე, ს., მეტრეველი, ზ., პატაშური, ა., საყევარიშვილი, ა. (2015). თბილისში მდინარე მტკვრის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა მემბრანული ფილტრაციის ტექნოლოგიის, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ანალიზის გამოყენებით.საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია. თბილისი, საქართველო
Didebulidze, K., Giorgadze, A., Glurjidze, T., Kobaladze, A., Lomidze, I., Maludze, S., Metreveli, Z., Patashuri, A., Sakevarashvili, A., Tarabara, V. (2015). Filterability of natural surface water from Mtkvari and Aragvi rivers: Water quality and ultrafiltration blocking law analyses. Membrane and Sorption Processes and Technologies conference. Kyiv, Ukraine
Didebulidze, K., Kobakhidze, A., Zaalishvili, T., Katsitadze, E. (2014). Susceptibility to antibiotics of some foodborne infection causatives. Book of Abstracts. Tbilisi, Georgia