The Journal of Nature Studies - Annals of Agrarian Science

ჟურნალის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ბმულზე:

The Journal of Nature Studies - Annals of Agrarian Science

საერთაშორისო ინგლისურენოვანი ჟურნალი "The Journal of Nature Studies - Annals of Agrarian Science" (საბუნებისმეტყველო კვლევების ჟურნალი - აგრარულ მეცნიერებათა მაცნე) დაფუძნდა 2003 წელს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის, მიხეილ საბაშვილის მიწათმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის ინიციატივით.

ჟურნალი შეიქმნა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის, აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს თანამშრომლობით. 

სარედაქციო კოლეგიას, ავტორებს და რეცენზენტებს წარმოადგენენ მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 2016-2018 წლებში ჟურნალი გამოიცემოდა საერთაშორისო ელექტრონული გამომცემლობა ELSEVIER-ის ეგიდით (ScienceDirect).

წლების განმავლობაში ჟურნალის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა: აგრონომია და აგროეკოლოგია, აგროინჟინერია, ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა და ბუნების დაცვა, ვეტერინარია და ზოოტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგია, მეტყევეობა, ეკონომიკა. ამჟამად, ჟურნალში იბეჭდება სასოფლო-სამეურნეო და ბიოლოგიური მეცნიერებების, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ინჟინერიისა და ქიმიის მიმართულების სამეცნიერო-კვლევითი და მიმოხილვითი სტატიები, წიგნების რეცენზიები და საკონფერენციო მასალები.

2024 წლიდან, ჟურნალი გამოიცემა შეცვლილი სახელწოდებით: "The Journal of Nature Studies - Annals of Agrarian Science.