აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა განახლდა
28 დეკემბერი 2023
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა განახლდა, რაც მოიცავს სარემონტო სამუშაოების განხორციელებასა და ახალი თანამედროვე დანადგარების შესყიდვას.
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა ფუნქციონირებს კახა ბენდუქიძის კამპუსში. ვეტკლინიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს სხვადასხვა მომსახურებას, მათ შორის: ცხოველთა მოვლასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას, გეგმურ ვაქცინაციასა და ანტიპარაზიტულ დამუშავებას, ცხოველთა დაავადებების ზუსტ დიაგნოსტირებას, ცხოველთა თერაპიულ მომსახურებას, ქირურგიას, სტაციონარს დაავადებული ცხოველებისთვის, ყოველდღიურ და საგამოფენო გრუმინგს, სტომატოლოგიას და სხვა.
ასევე, ვეტკლინიკას აქვს სასწავლო დანიშნულება, რამდენადაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამისა და სასერტიფიკატო პროგრამების სტუდენტებს უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები.
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის განახლება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ განხორციელდა 50%-იანი თანადაფინანსება.
მსგავსი სიახლეები
02 მაისი 2024
ვეტერინარულ კლინიკას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
29 აპრილი 2024
კამპუსში ჩატარდა ურსულა გოეთზის ლექცია
24 აპრილი 2024
დასაქმების ფორუმი 2024 ჩატარდა
14 აპრილი 2024
კახა ბენდუქიძის კვირეული 2024
12 აპრილი 2024