ანა თხელიძემ სწავლა გააგრძელა Berufsbildende Schule Oppenheim-ში

27 მარტი 2024

აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის კურსდამთავრებულმა ანა თხელიძემ სწავლა გააგრძელა Berufsbildende Schule Oppenheim-ში (გერმანია) მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამაზე. ამასთან, მან მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის კონკურსში და მაისში, სამი კვირით საფრანგეთში გაივლის პრაქტიკას.

ანა 2023 წლის აგვისტოდან მუშაობს გერმანიაში, რაინჰესენის რეგიონში ერთ-ერთ წარმატებულ მეღვინეობაში Weingut Wittmann. მისი მთავარი მიზანი მრავალფეროვანი საერთაშორისო გამოცდილების დაგროვებაა და გეგმავს სამომავლოდ სხვა ქვეყნებშიც მუშაობას.

Ანა Თხელიძე