ბერლინში ქართული ღვინის ფესტივალზე კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ

03 აპრილი 2024

ბერლინში ქართული ღვინის დღეები აღინიშნა, რომელშიც მონაწილეობდნენ აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის კურსდამთავრებულები.

ქართული ღვინის დღეები “8000 მოსავალის” ორგანიზებით გაიმართა და სხვა მეღვინეობებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობდა აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ დაფუძნებული სამი მეღვინეობა: 

  • „მოსავალიპირველი“- ნიკოლოზ ხოკრიშვილი, ერეკლე პაიჭაძე
  • “ვინიამარე” - გრიგოლ ნეფარიძე
  • “მამადა შვილის მარანი” - შურმან ტატულაშვილი

ფესტივალს ესწრებოდა ღვინის არაერთი კონკურსის წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ახალგაზრდა მეღვინეების მიერ წარმოებული ქართული ღვინო და აღნიშნეს ქართული ღვინის გემოვნური თვისებების პროგრესი. ფესტივალს ესწრებოდა აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელი ანა გოდაბრელიძე, რომელიც აგრეთვე Berlin Wine Trophy-ს ჟიურის ერთ-ერთი წევრია. 

ღონისძიება განხორციელდა “8000 მოსავლისა” და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გუნდის თანამშრომლობის შედეგად.

Berlinsi Qartuli Rvinis Festivalze Kursdamtavrebulebi Monawileobdnen 1 Berlinsi Qartuli Rvinis Festivalze Kursdamtavrebulebi Monawileobdnen 2 1 Berlinsi Qartuli Rvinis Festivalze Kursdamtavrebulebi Monawileobdnen 3 1 Berlinsi Qartuli Rvinis Festivalze Kursdamtavrebulebi Monawileobdnen 4 1