კამპუსში ჩატარდა ურსულა გოეთზის ლექცია

29 აპრილი 2024

24 აპრილს კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა ვეტერინარი ქირურგის და BradyCare-ის დამფუძნებლის, ურსულა გოეთზის საჯარო ლექცია თემაზე: "ოქროს სტანდარტი წვრილი ცხოველების ქირურგიაში."

ურსულა გოეთზს აქვს 25-წლიანი პროფესიული გამოცდილება ვეტერინარულ პრაქტიკასა და განათლებაში, განსაკუთრებით პრევენციულ მედიცინასა და ცხოველთა პოპულაციის მენეჯმენტში. საჯარო ლექცია გახსნა აგრარული უნივერსიტეტის ვეტკლინიკის მთავარმა ვეტერინარმა ანა ლუკიანოვამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა Mayhew Georgia-სა და ურსულა გოეთზს საჯარო ლექციის ორგანიზებისათვის.

ლექციას ესწრებოდნენ როგორც აგრარული უნივერსიტეტის ვეტკლინიკისა და Mayhew Georgia-ს ვეტერინარები, ისე საქართველოში არსებული სხვა ვეტერინარული კლინიკების თანამშრომლები. საჯარო ლექცია გაიმართა Mayhew Georgia-სა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის ორგანიზებით.

1 Kampussi Catarda Ursula Goetzis Leqcia 2 Kampussi Catarda Ursula Goetzis Leqcia 3 Kampussi Catarda Ursula Goetzis Leqcia 8 Kampussi Catarda Ursula Goetzis Leqcia 10 Kampussi Catarda Ursula Goetzis Leqcia