საქართველოს კულინარიის აკადემიაში კულინარიული ამფითეატრი გაკეთდა

24 ნოემბერი 2023

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში კულინარიული ამფითეატრი გაკეთდა, რომელიც კულინარიული მასტერკლასების ეფექტიანად წარმართვის შესაძლებლობას იძლევა.

კულინარიულ ამფითეატრში მასტერკლასები ჩატარდება მზარეულის, კონდიტერის, კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის პროგრამების სტუდენტებისათვის.

22 ნოემბერს პირველი მასტერკლასი ჩატარდა კულინარიის აკადემიის სტუდენტებისათვის.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

24 11 1 24 11 2 24 11 3 24 11 4