Maxime Renard-ის კულინარიული მასტერკლასი

11 აპრილი 2024

ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის ამფითეატრში სტუდენტებისათვის მასტერკლასი ჩაატარა Maxime Renard-მა, რომელიც არის რესტორნის, La Table Conviviale par Maxime Renard, დამფუძნებელი და შეფ-მზარეული.

მასტერკლასის დროს მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ქმნის თავის რეცეპტებს და როგორ აკეთებს ბიუჯეტის ოპტიმიზაციას ადგილობრივი პროდუქტებით მუშაობისას. ასევე, მოამზადა კერძი ადგილობრივი პროდუქტების გამოყენებით.

აკადემიის კულინარიული ამფითეატრი შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

Maxime Renard Is Kulinariuli Masterklasi 1 Maxime Renard Is Kulinariuli Masterklasi 2 Maxime Renard Is Kulinariuli Masterklasi 3 Maxime Renard Is Kulinariuli Masterklasi 4 Maxime Renard Is Kulinariuli Masterklasi 10