ცეხვილი ფქვილით მომზადებული ხინკალი
04 June 2025
ცეხვილი ფქვილით მომზადებული ხინკალი.
ქართული სამზარეულოს კურსის ერთ-ერთი თემაა ხინკალი. სტუდენტები ამზადებენ ხინკალს სხვადასხვა სახის ფქვილითა და შიგთავსით.
მზარეულის პროგრამაში არსებული ქართული სამზარეულოს კურსი მოიცავს ქართული კერძების მომზადების ტექნოლოგიებსა და ათეულობით რეცეპტს. კურსის ფარგლებში, ხინკლის გარდა, შეისწავლება საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კერძების მომზადება: ფხალეული, წვნიანები, შეჭამანდები, გულსართიანი კერძები, სოუსები, ატრიები, მაყალზე მომზადებული კერძები და სხვა.
კულინარიის აკადემიაში დანერგილია ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი (learning-by-doing), რაც გულისხმობს სტუდენტებისთვის კერძებისა და დესერტების ინდივიდუალური მომზადების გზით სწავლებას. შედეგად, კერძების დაახლოებით 85%-ს სტუდენტები ამზადებენ ინდივიდუალურად ლექტორის მეთვალყურეობის ქვეშ, დარჩენილ ნაწილს კი გუნდურად, ხოლო მცირე ნაწილი მოიცავს მასტერკლასებს.




Similar news

24 June 2025
კულინარიული მეთოდების შესახებ პირველი ქართულენოვანი გამოცემა უკვე გაყიდვაშია.

16 June 2025
კულინარიის აკადემიაში ახალი ნაკადის სტუდენტებმა დაიწყეს სწავლა

31 May 2025
აკადემიის სტუდენტებმა უმასპინძლეს სტუმრებს გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიებაზე

01 May 2025
კონდიტერის პროგრამის საგანი - საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგია

28 April 2025