მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
18 June 2026
საქართველოს კულინარიის აკადემიაში მზარეულის პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სხვადასხვა პროდუქტის გაცნობასა და კულინარიული მეთოდების დაუფლებას, რადგან ინგრედიენტების სწორად მომზადება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კერძის საბოლოო ხარისხში.
ამ მიდგომის შესაბამისად, პროგრამა მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საგანს - მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო. აღნიშნული კურსის ფარგლებში ადგილი ეთმობა როგორც ბოსტნეულის ასევე ხორცის, ზღვის პროდუქტებისა და სხვადასხვა პროდუქტის დაჭრის და თერმულად დამუშავების მეთოდებს.