თორნიკე ბუკია სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე
02 June 2026
ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თორნიკე ბუკია, სრული დაფინანსებით, სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus ერთობლივ ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე მდგრადი კატალიზის მიმართულებით (Sustainable Catalysis).
სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება ოთხი უნივერსიტეტის თანამშრომლობით: University of Poitiers (საფრანგეთი), University of Padova (იტალია), University of Aveiro (პორტუგალია) და Univesity Rovira i Virgili (ესპანეთი).