აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა განახლდა
28 დეკემბერი 2023
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა (vet klinika) განახლდა, რაც მოიცავს სარემონტო სამუშაოების განხორციელებასა და ახალი თანამედროვე დანადგარების შესყიდვას.
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა ფუნქციონირებს კახა ბენდუქიძის კამპუსში. ვეტკლინიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს სხვადასხვა მომსახურებას, მათ შორის: ცხოველთა მოვლასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას, გეგმურ ვაქცინაციასა და ანტიპარაზიტულ დამუშავებას, ცხოველთა დაავადებების ზუსტ დიაგნოსტირებას, ცხოველთა თერაპიულ მომსახურებას, ქირურგიას, სტაციონარს დაავადებული ცხოველებისთვის, ყოველდღიურ და საგამოფენო გრუმინგს, სტომატოლოგიას და სხვა.
ასევე, ვეტკლინიკას აქვს სასწავლო დანიშნულება, რამდენადაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამისა და სასერტიფიკატო პროგრამების სტუდენტებს უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები.
აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის განახლება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ განხორციელდა 50%-იანი თანადაფინანსება.




მსგავსი სიახლეები

12 ნოემბერი 2024
პეკინეს ბუბუს ოპერაცია ვეტერინარიუმში

11 ნოემბერი 2024
კამპუსში 2024-2025 სასწავლო წლის მეორე გაცნობით პროგრამა ჩატარდა

08 ნოემბერი 2024
მარიამ ბერიშვილმა და ლუკა ღლონტმა ერთი სემესტრი გაიარეს ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტში

03 ნოემბერი 2024
ვეტერინარიუმის ლაბორატორია ახორციელებს იმუნოფლუორესცენტულ ანალიზატორზე შესრულებულ ტესტებს

02 ნოემბერი 2024