ალექსანდრე კობეშავიძემ საერთაშორისო კონკურსში საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა
18 მაისი 2021
აგრარული უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა, ალექსანდრე კობეშავიძემ “Brics Stay Connected Students Challenge”-ის საერთაშორისო კონკურსში საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა.
ღონისძიება ჩატარდა საერთაშორისო კომპანია “Bricsys”-ის ორგანიზებით. კონკურსის თემატიკა იყო პანდემიის პირობებში ურთიერთობების ხელშეწყობა, კერძოდ კონტაქტის შენარჩუნება ეპიდვითარების წესების დაცვით („Stay Connected Without Touch”). კონკურსის მიზანი იყო ორიგინალური და ინოვაციური პროექტის შეთავაზება, რომელიც დააკმაყოფილებდა მოცემულ პირობებს, იქნებოდა შესრულებული 3D გრაფიკაში და ექნებოდა თანდართული დოკუმენტი პროდუქტის დამზადების დეტალების შესახებ.
ალექსანდრეს იდეა იყო ე.წ. „Board Games Table Pandemic Edition“ (სამაგიდო თამაშების მაგიდა, პანდემიის გამოშვება). კონკრეტულად, პროექტი შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს განიტვირთონ თავიანთი საყვარელი აქტივობებით ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად, ამავდროულად კი დაცულები იყვნენ ვირუსის გავრცელებისაგან.
აღნიშნულმა პროექტმა კონკურსის ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ალექსანდრე მეორე საპრიზო ადგილით დაჯილდოვდა. ჯილდო გახლავთ “SpaceMouse Pro from 3DConnexion(worth 350 euro)” - 3D გრაფიკაში სამუშაო პროფესიონალური კომპიუტერის პერიფერიალი.
ალექსანდრე ასევე შერჩეულია სტაჟიორად იულიხის კვლევით ცენტრში და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთანავე გაემგზავრება გერმანიაში.
პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
მსგავსი სიახლეები
12 ნოემბერი 2025
ვაჟა ფურცელაძე სწავლას აგრძელებს გერმანიაში, Darmstadt University of Applied Sciences-ში
30 ოქტომბერი 2025
ცოდნის ფონდის მისია და საქმიანობა
29 ოქტომბერი 2025
2025-26 სასწავლო წლის პირველი გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
21 ოქტომბერი 2025
Welcome Party 2025
05 ივლისი 2025