საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლა
მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის აღწერა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მექანიკის ინჟინერიის ბაკალავრი, რომელსაც ექნება ფართო ცოდნა: მანქანათა მექანიკაში, მექატრონიკაში, ავტომობილების, შიგაწვის ძრავების, ავტომატიზებული კომპლექსების, ჰიდრავლიკური სისტემების, მანქანათა ნაწილების გაანგარიშების ზოგად მეთოდიკებში.
კურსდამთავრებული შეიძენს ცოდნას მექანიკის ინჟინერიაში გამოყენებული მასალებისა და საწარმოო პროცესების შესახებ. მას ექნება საინჟინრო უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება საინჟინრო დარგში არსებული ამოცანებისა და პრობლემების გადაჭრაში.
მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა ოპტიმალურად არის დაკომპლექტებული ზოგად საინჟინრო და სპეციალობის დისციპლინებით. პროგრამის კომპონენტები და მათი ერთობლიობა უზრუნველყოფს სწავლის შედეგების მიღწევას და კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.
სტუდენტები შეისწავლიან მანქანებისა და მოწყობილობების ეფექტიანად გამოყენების პრინციპებს, გააცნობიერებენ საინჟინრო დარგში არსებულ პრობლემას და მათი გადაჭრის გზებსა და მეთოდებს. ასევე, შეისწავლიან საინჟინრო ტექნოლოგიებს და მათ მახასიათებლებს, კომპიუტერული და მათემატიკური მეთოდების, CAD/CAM სისტემების გამოყენებას საინჟინრო საქმიანობაში. სტუდენტს შეეძლება სხვადასხვა მექანიკური სისტემის დაპროექტება, მიღებული ცოდნის გამოყენება პრობლემების გადასაწყვეტად, პროექტების მომზადება და განხორციელება, პროექტებისათვის საჭირო რესურსების განსაზღვრა. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს მანქანებისა და მოწყობილობების შექმნას, დაპროექტებას, მოდერნიზებას და ექსპლუატაციას.
საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - მექანიკის ინჟინერიის ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.
ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება
მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების (240 კრედიტი) დაახლოებით ნახევარი ემსახურება პროფესიული პრაქტიკული უნარების განვითარებას. პროგრამა დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას/ამოცანას. გარდა ამისა, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.
დასაქმების სფეროები
მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს:
- ყველა იმ ორგანიზაციაში, რომელშიც გამოიყენება ავტომატიზებული ელექტრო-მექანიკური ხაზები და დანადგარები
- შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებში
- საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში
კურიკულუმი
მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც ქვემოთ მოყვანილ მოდულებშიშემდეგნაირადაა გადანაწილებული:
- საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონისამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას.
- ინჟინერიის საბაზო განათლება - მოდული მოიცავს სფეროს შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს, მაგალითად: კალკულუსი, დიფერენციალური განტოლებები, ალბათობა და სტატისტიკა, ფიზიკის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ქიმიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ინჟინერიის საფუძვლები.
- ძირითადი განათლება - მოდული მოიცავს სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ კურსებს, მაგალითად, როგორიცაა: საინჟინრო გრაფიკა, თეორიული მექანიკა, ტექნიკური მოდელირება, თბოგადაცემის საფუძვლები, თერმოდინამიკა, ჰიდრავლიკა, ავტომატური მართვის სისტემები, მანქანათა ნაწილები, ელექტრომექანიკა, მექანიზმებისა და მანქანების თეორია და სხვა.
- პრაქტიკული განათლება - მოდული მოიცავს მუშაობას ორგანიზაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სტაჟირებას გადიან ან მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში. სემესტრის ბოლოს სტუდენტები ამზადებენ მცირე რეპორტს, როგორ მუშაობდნენ და როგორ იყენებდნენ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და უნარებს სხვადასხვა სიტუაციაში.
- არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნებიისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.
მიღების პირობები 2024
კოდი:
0050105 Copied!ადგილების რაოდენობა: 70
ეროვნული გამოცდა | წონა | მისაღები ადგილი | მინიმალური ზღვარი |
---|---|---|---|
ქართული ენა და ლიტერატურა | 4 | ||
უცხო ენა | 5 | ||
არჩევითი გამოცდა | |||
ან მათემატიკა | 3 | 60 | 60% |
ან ფიზიკა | 3 | 10 | 60% |
საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
საგნის წონა
4მისაღები ადგილი
მინიმალური ზღვარი
უცხო ენა
საგნის წონა
5მისაღები ადგილი
მინიმალური ზღვარი
ან მათემატიკა
საგნის წონა
3მისაღები ადგილი
60მინიმალური ზღვარი
60%ან ფიზიკა
საგნის წონა
3მისაღები ადგილი
10მინიმალური ზღვარი
60%სკოლის შესახებ
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს 7 აკრედიტებულ პროგრამას:
- ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
- მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
- მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა
- ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა
- მშენებლობის სამაგისტრო პროგრამა
- ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა
- მექანიკის ინჟინერიის სადოქტორო პროგრამა
საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები შედგენილია თანამედროვე საინჟინრო მოთხოვნების გათვალისწინებით, საერთაშორისო უნივერსიტეტების: მიჩიგანის (აშშ), მისურის (აშშ), კალიფორნიისა (აშშ) და მიუნხენის (გერმანია) უნივერსიტეტების პროგრამების ანალიზის საფუძველზე.
საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით ასრულებენ პრაქტიკულ დავალებას/ამოცანას. გარდა ამისა, პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობები სტუდენტთა მცირე ჯგუფებში ტარდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.
საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს კარგ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.
საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლას მჭიდრო კონტაქტები გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება ჩაერთონ თანამედროვე საერთაშორისო დონის კვლევებში.
26 სექტემბერი 2024
ბაუმერმა პირველკურსელებს სასწავლო გრანტი გადასცა
16 სექტემბერი 2024
დემეტრე რამიშვილი ისწავლის Budapest University of Technology and Economics-ში
05 ივლისი 2024
გამოვლინდნენ კომპანია აგროსფეროს სტიპენდიანტები
20 მაისი 2024