კულინარიის აკადემია

საქართველოს კულინარიის აკადემია

საქართველოს კულინარიის აკადემია პროფესიული განათლების განსხვავებულ და წარმატებულ ისტორიას ქმნის საქართველოში, რამდენადაც:

  • დანერგა მზარეულისა და კონდიტერის პროგრამები, რომლებიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ითვალისწინებს და დაამკვიდრა ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება მცირე ჯგუფებში.
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასთან (ESM) ერთად შეიმუშავა და დანერგა კულინარიისა და რესტორნის მენეჯმენტის ინტერდისციპლინური პროგრამა.
  • მისი კურსდამთავრებულები იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა კომპანიაში, თავად ფლობენ კვების ობიექტებს, სწავლას აგრძელებენ საერთაშორისო წამყვან კულინარიულ სკოლებში, იღებენ საერთაშორისო სამუშაო გამოცდილებას, ეწევიან საკონსულტაციო საქმიანობას და მართავენ ახალი რესტორნების გახსნასთან დაკავშირებულ პროექტებს, კულინარიული გადაცემების ჟიურის წევრები და პროდიუსერები არიან, კულინარიული შოუების გამარჯვებულები ხდებიან.
  • კულინარიის აკადემიის ლექტორები და სტუდენტები ჩართულები არიან კულინარიულ კვლევებში, რის შედეგადაც არაერთი კულინარიული წიგნია გამოცემული. 
  • ლექტორების უმეტესობა კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულია, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება და/ან დამატებით მიღებული აქვთ საერთაშორისო განათლება.

საქართველოს კულინარიის აკადემია

საკონტაქტო ინფორმაცია

კულინარიის აკადემია

მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა

მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების, წიგნებისა და კულინარიული სკოლების გამოცდილების გათვალისწინებით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა იცოდეს კერძების მომზადების ტექნოლოგია, ჰიგიენის ნორმები, კერძებთან დაკავშირებული კალკულაცია. ასევე, კურსდამთავრებულს შეეძლოს ქართული და მსოფლიო სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება, რესტორნებში გავრცელებული დესერტების მომზადება. მნიშვნელოვანია კურსდამთავრებული ფლობდეს თანამედროვე ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს კულინარიის სფეროში. 

პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისათვის კულინარიის აკადემიაში დანერგილია ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი (learning-by-doing), რაც გულისხმობს სტუდენტების სწავლებას კერძების/დესერტების ინდივიდუალურად  მომზადების გზით. ამასთან, თითოეული სტუდენტისათვის ინდივიდუალური თანამედროვე სამუშაო ინფრასტრუქტურაა შექმნილი. 

პროგრამა გამიზნულია მათთვის, ვინც დაინტერესებულია დასაქმდეს კვების ობიექტებში; უკვე  დასაქმებულია მზარეულად, თუმცა სურს გაიღრმაოს ცოდნა შემდგომი განვითარებისათვის; დაინტერესებულია ჩაერთოს სარესტორნო ინდუსტრიისათვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებაში; ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 

მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა

საგნების ჩამონათვალი

მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:

  • მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო I, II
  • ქართული სამზარეულო
  • დესერტები
  • ღვინის დეგუსტაცია
  • სურსათის უვნებლობა
  • ქიმიის საფუძვლები
  • მიკრობიოლოგიის საფუძვლები
  • HACCP-ის სისტემა
  • კულინარიის ისტორია
  • კალკულაცია
  • სერვირება
  • ტრენინგი სამზარეულოში მუშაობის წესების შესახებ
  • პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი
  • კომპიუტერული უნარები
  • პრაქტიკა კვების ობიექტებში

მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა დატვირთულია პრაქტიკული მეცადინეობებით. პრაქტიკული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ აღემატება 16 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

Cook4

საგნების ჩამონათვალი

პროგრამის ხანგრძლივობა და სერტიფიკატი

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 10 თვეს. ლექციები ჩატარდება კვირაში 3-4-ჯერ და პრაქტიკული მეცადინეობები გასტანს დაახლოებით 4-6 საათი.

მიღწეული სწავლის შედეგების შეფასებისათვის გამოიყენება: პრაქტიკული დავალებები, წერითი გამოცდები, პრაქტიკული გამოცდები, პრეზენტაციები და სხვა.

აუცილებელია სტუდენტმა დადებითი შეფასება მიიღოს პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ კურსში/ტრენინგში.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტი მიიღებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს კულინარიის აკადემიის ერთობლივ სერტიფიკატს.

Cook5

პროგრამის ხანგრძლივობა და სერტიფიკატი

კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამა

კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო პრაქტიკების, წიგნებისა და სკოლების გამოცდილების გათვალისწინებით. კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა იცოდეს დესერტების მომზადების ტექნოლოგია, ჰიგიენის ნორმები, დესერტებთან დაკავშირებული კალკულაცია. ასევე, კურსდამთავრებულს შეეძლოს მსოფლიოში გავრცელებული ძირითადი კლასიკური დესერტების მომზადება და ფლობდეს თანამედროვე ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს კონდიტერიის სფეროში. 

პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისათვის კულინარიის აკადემიაში დანერგილია ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი (learning-by-doing), რაც გულისხმობს სტუდენტების სწავლებას დესერტების ინდივიდუალურად  მომზადების გზით. ამასთან, თითოეული სტუდენტისათვის ინდივიდუალური თანამედროვე სამუშაო ინფრასტრუქტურაა შექმნილი. 

პროგრამა გამიზნულია მათთვის, ვინც დაინტერესებულია დასაქმდეს კვების ობიექტებში; უკვე  დასაქმებულია კონდიტერად, თუმცა სურს გაიღრმაოს ცოდნა შემდგომი განვითარებისათვის; დაინტერესებულია ჩაერთოს სარესტორნო ინდუსტრიისათვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებაში; ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 

კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამა

კონდიტერის პროგრამის საგნების ჩამონათვალი

კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:

  • საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგია
  • ქიმიის საფუძვლები
  • მიკრობიოლოგიის საფუძვლები
  • სურსათის უვნებლობა
  • HACCP-ის სისტემა
  • კალკულაცია
  • პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი
  • კომპიუტერული უნარები
  • პრაქტიკა კვების ობიექტებში

კონდიტერის სასერტიფიკატო პროგრამა დატვირთულია პრაქტიკული მეცადინეობებით. პრაქტიკული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ აღემატება 16 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

Pastry4

კონდიტერის პროგრამის საგნების ჩამონათვალი

პროგრამის ხანგრძლივობა და სერტიფიკატი

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 6 თვეს. ლექციები ჩატარდება კვირაში 3-4-ჯერ და პრაქტიკული მეცადინეობები გასტანს დაახლოებით 6 საათი.

მიღწეული სწავლის შედეგების შეფასებისათვის გამოიყენება: პრაქტიკული დავალებები, წერითი გამოცდები, პრაქტიკული გამოცდები, და სხვა.

აუცილებელია სტუდენტმა დადებითი შეფასება მიიღოს პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ კურსში/ტრენინგში.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტი მიიღებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს კულინარიის აკადემიის ერთობლივ სერტიფიკატს.

Agr Rest 8

პროგრამის ხანგრძლივობა და სერტიფიკატი

კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ (ESM) კერძო სექტორთან პარტნიორობით შეიმუშავა ახალი სასერტიფიკატო პროგრამა - კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი.

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ინტერდისციპლინური ცოდნა, როგორც რესტორნის მენეჯმენტის, ისე კულინარიის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს მის მიერ კვების ობიექტში მიმდინარე პროცესების ჰოლისტიკურ გააზრებასა და შედეგად, რესტორნებისა და კაფეების ოპერირების ეფექტიანობის ზრდას.

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც:

  • უკვე დასაქმებულია კვების მომსახურების სექტორში ან ამ სფეროში მუშაობის ინტერესი აქვს, მათ შორის, მოქმედი შეფ-მზარეული ან ბრენდ-შეფი.
  • ფლობს და/ან მართავს კვების ობიექტებს და სურს ამ ბიზნესის გაფართოება, შემდგომი განვითარება.
  • დაინტერესებულია კვების ობიექტის გახსნით ან კვების მომსახურების სფეროში საკონსულტაციო ბიზნესი აქვს და სურს ცოდნის განახლება.

პროგრამა გადაიხედა EHL Advisory Services-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს EHL Hospitality Business School-ის საკონსულტაციო სამსახურს. EHL დაფუძნდა 1873 წელს როგორც Ecole Hôtelière de Lausanne და წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტს მასპინძლობის სფეროში. EHL მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის იკავებს პირველ ადგილს ბოლო 4 წლის განმავლობაში QS World University Rankings-ის თანახმად.

კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი

საგნების ჩამონათვალი

პროგრამა მოიცავს 5 მოდულს: შესავალი მოდული, მენეჯმენტის მოდული, ფინანსური მოდული, კულინარიის მოდული და სურსათის უვნებლობის მოდული. თითოეული მოდული წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ საგანთა ჯგუფს.

  • შესავალი მოდული მოიცავს მათემატიკის საფუძვლებს და კომპიუტერულ უნარებს.
  • მენეჯმენტის მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ბიზნესის საწყისები, მენეჯმენტის საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი, ოპერაციების მართვა, კონფლიქტების მართვის ტრენინგი.
  • ფინანსური მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ფინანსური აღრიცხვა, ფინანსები.
  • კულინარიის მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: მენიუს ინჟინერია და სამზარეულოს დაგეგმარება, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, სასმელები და ბარი, ღვინის ისტორია და დეგუსტაცია, კალკულაცია.
  • სურსათის უვნებლობის მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: სურსათის უვნებლობა, HACCP-ის ტრენინგი, ნუტრიციოლოგიის საფუძვლები.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას რომელიმე საგანში, მას შესაძლებლობა მიეცემა გადააბაროს ფინალური გამოცდა. თუ გადაბარების შემთხვევაშიც სტუდენტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას, მაშინ ის წყვეტს სწავლას.

Agr Rest 1

საგნების ჩამონათვალი

პროგრამის ხაგრძლივობა და სერტიფიკატი

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1 წელს. ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ:

  • 2-ჯერ სამუშაო დღეებში - 19:00 საათიდან
  • შაბათს - 10:00-17:30

პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, საქართველოს კულინარიის აკადემიის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივ სერტიფიკატს.

სერტიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია:

  • თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
  • ფინალური პროექტის წარდგენა და დაცვა


პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

Agr Rest 7

პროგრამის ხაგრძლივობა და სერტიფიკატი

მზარეულის პროგრამის მიღების პირობები

სწავლის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

  • ონლაინ რეგისტრაცია
  • სამოტივაციო წერილის გაგზავნა ელ. ფოსტაზე:
  • გასაუბრება
  • გასაუბრებისას ტესტირება

პროგრამის ღირებულება

პროგრამის ღირებულება შეადგენს 6 000 ლარს. სწავლის დაწყებამდე - 2 000 ლარი, მე-2 ეტაპზე - 2 000 ლარი, მე-3 ეტაპზე - 2 000 ლარი.
Academy Appl

მზარეულის პროგრამის მიღების პირობები

კონდიტერის პროგრამის მიღების პირობები

სწავლის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

  • ონლაინ რეგისტრაცია
  • სამოტივაციო წერილის გაგზავნა ელ. ფოსტაზე:
  • გასაუბრება
  • გასაუბრებისას ტესტირება

პროგრამის ღირებულება

პროგრამის ღირებულება შეადგენს 4 800 ლარს. სწავლის დაწყებამდე - 2 000 ლარი, მე-2 ეტაპზე - 2 000 ლარი, მე-3 ეტაპზე - 800 ლარი.
Academy Appl2

კონდიტერის პროგრამის მიღების პირობები

კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი

პროგრამაზე სწავლა დაიწყება 2024 წლის ოქტომბერში. სწავლის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

  • ონლაინ რეგისტრაცია
  • გასაუბრება
  • გასაუბრებისას ტესტირება

პროგრამაზე დარეგისტრირებისათვის აუცილებელია ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსება 1 სექტემბრის ჩათვლით.

პროგრამის ღირებულება

პროგრამის ღირებულება შეადგენს 4 800 ლარს. სწავლის დაწყებამდე - 2 000 ლარი, მე-2 ეტაპზე - 2 000 ლარი, მე-3 ეტაპზე - 800 ლარი.
Academy Appl3

კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი

ანა ფხალაძე

კულინარიის აკადემიის მენეჯერი

ანა ასათიანი

სასწავლო პროცესის კოორდინატორი

ლიკა ესაიაშვილი

ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო

ნატა წერუაშვილი

ლექტორი, საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგია

ნინო გუგეშაშვილი

ლექტორი, დესერტები

ირკა ქელეხსაშვილი

ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, ქართული სამზარეულო

ანი ჯინჭარაძე

ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, ქართული სამზარეულო

ზუკა შონია

ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო

თორნიკე თადუმაძე

ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, ქართული სამზარეულო

ანა სტაცენკო

ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, ქართული სამზარეულო

თინა ვაშაკიძე

ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო

ილია ბენაშვილი

ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, ქართული სამზარეულო

მათე ხვიჩია

ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო

ჟუჟა ხაჭაპურიძე

ლექტორი, სურსათის უვნებლობა

ნუცა ბაიაძე

ლექტორი, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო, ქართული სამზარეულო

დავით ჩიჩუა

ლექტორი, ღვინის დეგუსტაცია

ეთო შამუგია

ლექტორი, ჰიგიენის ნორმები
30 07

30 ივლისი 2024

იაპონიის ელჩის ლექცია საქართველოს კულინარიის აკადემიაში

24 06 Agruni

24 ივნისი 2024

"სამზარეულოს ომების" გამარჯვებულები კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულები გახდნენ

Mzareulis Programis Ria Karis Dre

23 მაისი 2024

მზარეულის პროგრამის ღია კარის დღე

Maxime Renard Is Kulinariuli Masterklasi

11 აპრილი 2024

Maxime Renard-ის კულინარიული მასტერკლასი

05 03 Gare

05 მარტი 2024

კულინარიის აკადემიაში ღია კარის დღე ჩატარდა

13 02Gare

13 თებერვალი 2024

საქართველოს კულინარიის აკადემიის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია 2024

25 12

25 დეკემბერი 2023

„კულინარიული მეთოდების“ პრეზენტაცია

7 12 Გარე

07 დეკემბერი 2023

კულინარიის აკადემიაში ბიბლიოთეკა გაიხსნა

Agr612

06 დეკემბერი 2023

კულინარიის აკადემიამ გამოსცა პირველი ქართულენოვანი წიგნი კულინარიული მეთოდების შესახებ

24=11

24 ნოემბერი 2023

საქართველოს კულინარიის აკადემიაში კულინარიული ამფითეატრი გაკეთდა

Agruni 07 11 1

07 ნოემბერი 2023

კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის პროგრამის ღია კარის დღე

Seafood Lectures

03 აგვისტო 2023

კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამის სტუდენტებს ზღვის პროდუქტების ლექციები ჩაუტარდათ

Food Safety Management

14 ივლისი 2023

სამუშაო შეხდემიის სურსათის უვნებლობის მართვის სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავების მიზნით.

Freeuni Alumni Fair CA

19 ივნისი 2023

კულინარიის აკადემიამ FreeUni Alumni Fair-ის გემრიელ ნაწილზე იზრუნა

1

08 მაისი 2023

კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული, ჯოზი, მასტერშეფის IX სეზონის გამარჯვებული გახდა

CA History

03 მაისი 2023

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის საქმიანობა

Nata Tseruashvili

29 აპრილი 2023

ნატა წერუაშვილი

Ილია Ბენაშვილი Და Თორნიკე Თადუმაძე

22 მარტი 2023

ილია ბენაშვილი და თორნიკე თადუმაძე

Ზუკა Შონია

16 მარტი 2023

კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული და ლექტორი, ზუკა შონია Reddison Red Tbilisi-ის შეფმზარეული გახდა

Tina Vashakidze

15 მარტი 2023

თინა ვაშაკიძე გახდა Reddison Red Tbilisi-ის Chef and Bavarage Creative Lead

Თამარა Გოდერძიშვილი

02 მარტი 2023

თამარა გოდერძიშვილი French Corner-ის ბრენდ-შეფი გახდა

Ანუკი Ვარდოსანიძე

28 თებერვალი 2023

ანუკი ვარდოსანიძე Margot Old Tbilisi-ს წამყავნი შეფი (Head Chef) გახდა.

Graduation

20 თებერვალი 2023

კულინარიის აკადემია 10 წლის გახდა და პირველად ჩატარდა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

Ნინო Ტურაშვილი

04 იანვარი 2023

სამზარეულოს ომების გამარჯვებული გახდა ნინო ტურაშვილი

Programis Wardgena

04 ოქტომბერი 2022

კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის ახალი პროგრამის საბოლოო ვერსიის წარდგენა კერძო სექტორისთვის

Sasertifikato

09 ივლისი 2022

ახალი სასერტიფიკატო პროგრამა - კულინარია და რესტორნის მენეჯმენტი

Materklasi

07 დეკემბერი 2021

იტალიელი შეფის კულინარიული მასტერკლასი

Misa Avsajanisvili

10 დეკემბერი 2020

მიშა ავსაჯანიშვილმა Bocuse d'Or Georgia-ს პრეზიდენტობის არჩევნებში, ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა