Veterinarium
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმი (Veterinarium) ფუნქციონირებს კახა ბენდუქიძის კამპუსში. კლინიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეწევა სხვადასხვა მომსახურებას, მაგალითად: ცხოველთა მოვლასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას, გეგმურ ვაქცინაციასა და ანტიპარაზიტულ დამუშავებას, ცხოველთა დაავადებების ზუსტ დიაგნოსტირებას, ცხოველთა თერაპიულ მომსახურებას, ქირურგიას, ყოველდღიურ და საგამოფენო გრუმინგს, სტომატოლოგიას და სხვა.
ასევე, Veterinarium-ს აქვს სასწავლო დანიშნულება, რამდენადაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამისა და სასერტიფიკატო პროგრამების სტუდენტებს უტარდებათ ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები.
ვეტერინარიის სკოლის პროგრამები მოიცავს პრაქტიკას Veterinarium-ში, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში სტუდენტები იძენენ ვეტერინარისათვის საჭირო უნარებს. სასწავლო პრაქტიკისას სტუდენტები იყოფიან მცირე ჯგუფად და თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრება სასწავლო პრაქტიკის კოორდინატორი, რომელიც ვეტკლინიკის თანამშრომელია და რომელიც უწევს ზედამხედველობას სტუდენტების პრაქტიკულ აქტივობებს.
Veterinarium
Veterinarium
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმი
საკონტაქტო ინფორმაცია
ვეტერინარიუმის საკონტაქტო ინფორმაცია
- სისხლის და შარდის სრული კლინიკური ანალიზი მიკროსკოპიით
- დერმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა (ნატიური ნაცხი, ღრმა და ზედაპირული ანაფხეკი)
- ბუნებრივი გამონაჟონების კვლევა (ასციტური პლევრალური და სინოვიალური სითხე)
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი ელექტროლიტებით
- იმუნოფერმენტული კვლევა (ენდოკრინული და რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკა)
- ონკოციტოლოგიური გამოკვლევები (რბილი ქსოვილების კანის ლიმფური ჯირკვლების და სარძევე ჯირკვლის ნეოპლაზიების დიაგნოსტიკა)
- ჰემოსტაზის სისტემის კვლევა (კოაგულოგრამა)
- მწვავე ფაზის ცილების კვლევა
- კოპროლოგიური ანალიზი
- ბაქტერიოლოგიური ნაცხის გამოკვლევა (ანტიბიოტიკოგრამა)
- რენტგენოგრაფია
- ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია)
- ინფექციური პაციენტების მართვა
- არაგადამდები დაავადებების მართვა
- ინფუზიოთერაპია (გადასხმები)
- სისხლის ტრანსფუზია
- დიეტოლოგია
- გადაუდებელი დახმარება
- გეგმიური ქირურგია (სტერილიზაცია, კასტრაცია)
- მუცლის ღრუს ქირურგია
- თორაკალური ქირურგია
- რბილი ქსოვილების ქირურგია
- რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია
- ორთოპედია და ტრავმატოლოგიური ქირურგია (დეფორმაციების კორექცია, პროთეზირება)
- ნეიროქირურგია
- პირის ღრუს რენტგენოგრაფია
- კბილების წმენდა
- კბილების ექსტრაქცია (ამოღება)
ანნა ლუკიანოვა
Veterinarium-ის მთავარი ვეტერინარი; ლექტორიეკატერინე ღვალაძე
პროფესორი; ვეტერინარული კლინიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელილაშა-გიორგი ჯაფარიძე
Veterinarium-ის ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ნეიროქირურგი; ლექტორიანა ქუმსიშვილი
Veterinarium-ის თერაპევტი, ინფექციონისტი, დერმატოლოგი, გადაუდებელი დახმარების ექიმი; ლექტორიმარიამ ქებურია
Veterinarium-ის ვეტერინარი ასისტენტი