საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის საქმიანობა

03 მაისი 2023

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია 2012 წლის ნოემბერში გაიხსნა, ხოლო პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების პირველი ნაკადი კი 2013 წლის მაისში მიიღო.

კულინარიის აკადემია პროფესიული განათლების წარმატების მოდელია, რამდენადაც:

• დანერგა მზარეულისა და კონდიტერის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამები და დაამკვიდრა ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება მცირე ჯგუფებში.
• მისი კურსდამთავრებულები იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა კვების ობიექტში, თავად ფლობენ კვების ობიექტებს, სწავლას აგრძელებენ საერთაშორისო წამყვან კულინარიულ სკოლებში, იღებენ საერთაშორისო სამუშაო გამოცდილებას, ეწევიან საკონსულტაციო საქმიანობას და მართავენ ახალი რესტორნებისა თუ კაფეების გახსნასთან დაკავშირებულ პროექტებს, კულინარიული გადაცემების ჟიურის წევრები და პროდუსერები არიან, კულინარიული შოუების გამარჯვებულები ხდებიან.
• კულინარიის აკადემიის ლექტორები და სტუდენტები ჩართულები არიან კულინარიულ კვლევებში, რის შედეგადაც არაერთი კულინარიული წიგნია გამოცემული.

ლექტორების უმეტესობა კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულია, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება და/ან დამატებით მიღებული აქვთ საერთაშორისო განათლება.

წელს პირველად ჩატარდა კულინარიის აკადემიის გრედუეიშენი (სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია), რაც პირველი პრეცენდენტია საქართველოს პროფესიული განათლების სივრცეში.

დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია ქმნის პროფესიული განათლების განსხვავებულ და წარმატებულ ისტორიას საქართველოში.

CA History