იამზე ნატროშვილი სამ საერთაშორისო უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას
10 ნოემბერი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის კურსდამთავრებული იამზე ნატროშვილი ღვინის საერთაშორისო ტურიზმის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას, რაც მოიცავს სამ უნივერსიტეტში სწავლას: University of Rovira I Virgili (ესპანეთი), University of Bordeaux (საფრანგეთი), University of Porto (პორტუგალია). იამზემ მოიპოვა განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია.
ასევე, მან თანხმობა მიიღო University of Florence-სგან. თუმცა საბოლოოდ, მაინც სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლა არჩია.
იამზე სამომავლოდ გეგმავს ბიოღვინის ოჯახური წარმოების გაფართოებას და სურს, რომ დაგროვებული ცოდნით აქტიურად ჩაერთოს საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებაში.

მსგავსი სიახლეები

04 ივლისი 2025
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2025

30 ივნისი 2025
სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის პროგრამის პირველმა ნაკადმა წარმატებით დაასრულა სწავლა.

16 ივნისი 2025
ნანი ჯომარჯიძემ სტაჟირება საფრანგეთში გაიარა

13 მაისი 2025
ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა სტაჟირება გაიარა საფრანგეთში

10 მაისი 2025