ფისოს კიდურის პროტეზირება ჩატარდა ვეტერინარულ კლინიკაში
22 დეკემბერი 2023
ეს არის ფისო ჰაიატი. მას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში ჩაუტარდა კიდურის პროტეზირება, რაც პირველად გაკეთდა საქართველოში.
ჰაიატის ჩაუტარდა უკანა კიდურის პროტეზირება ინტრამედულარული მაბლოკირებელი ღერძით - ITAP.
ამჟამად, პაციენტი გადის რეაბილიტაციას, მაგრამ უკვე იყენებს ახალ თათს.
ოპერაცია ჩაატარა აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის პროგრამის კურსდამთავრებულმა და უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის ქირურგმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ. დამხმარე ქირურგი იყო ასევე აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ჩიკვატია.
პროტეზი არის ანატომიური, რაც ნიშნავს რომ კონკრეტულად ამ პაციენტისთვის არის დაბეჭდილი ტიტანისგან.
პროტეზის გარე ნაწილის დამზადება უზრუნველეყო - 3D Workshop • 3D სახელოსნომ.
მსგავსი სიახლეები
02 მაისი 2024
ვეტერინარულ კლინიკას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
29 აპრილი 2024
კამპუსში ჩატარდა ურსულა გოეთზის ლექცია
01 აპრილი 2024
ვეტკლინიკაში კატას მეტალოოსტეოსინთეზი ჩაუტარდა
13 მარტი 2024
ლაშა-გიორგი ჯაფარიძე ვეტკლინიკის ქირურგი ორთოპედ-ტრავმატოლოგი და ნეიროქირურგია
28 დეკემბერი 2023